კიცბიუელის ალპები
იერსახე
კიცბიუელის ალპები | |
---|---|
კიცბიუელის ალპები | |
კოორდინატები: 47°20′ ჩ. გ. 12°20′ ა. გ. / 47.333° ჩ. გ. 12.333° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია |
უმაღლესი წერტილი | კროიციოხი |
სიმაღლე | 2558 მ |
კიცბიუელის ალპები (გერმ. Kitzbüheler Alpen) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში, ავსტრიაში. მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (მთა კროიციოხი, 2558 მ). გადაჭიმულია ცილერტალის ხეობიდან (დასავლეთით) ცელერ-ზეეს (აღმოსავლეთით) ტბამდე. გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს „გრაუვაკული ზონის“ ნაწილს. აგებულია უმეტესად ფიქლებითა და ფილიტებით. სამხრეთით ესაზღვრება ცილერტალის ალპები და მაღალი ტაუერნი. განვითარებულია ალპური მდელოები. არის კურორტები, სამთო-სათხილამურო სპორტი. ტურიზმი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კიცბიუელის ალპები“ ვიკისაწყობში.
- კიცბიუელის ალპები – ინფორმაცია (გერმანული)