შინაარსზე გადასვლა

კოლა (ქალაქი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კოლა
Göle

ქალაქ კოლის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია არტაანი
კოორდინატები 40°47′34″ ჩ. გ. 42°36′31″ ა. გ. / 40.79278° ჩ. გ. 42.60861° ა. გ. / 40.79278; 42.60861
ქალაქის მერი საბრი მურათოღლუ
ცენტრის სიმაღლე 2030
მოსახლეობა 7359[1] კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 75700
ოფიციალური საიტი gole.gov.tr
კოლა (ქალაქი) — თურქეთი
კოლა (ქალაქი)

კოლა (თურქ. Göle) — ქალაქი და რაიონი თურქეთის არტაანის პროვინციაში.

ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ძველი ქართული პროვინციის კოლასაგან, რომელმაც თავის მხრივ, სახელი მიიღო ძველი ქართული ადრეკლასობრივი სახელმწიფო კოლხას მიხედვით. 1561 წელს იპყრობს ოსმალეთის იმპერია, XIX საუკუნეში მოხდა კოლას შემოერთება საქართველოსთან რუსეთის იმპერიის ფარგლებში. 1921 წლიდან კვლავ თურქეთის შემადგენლობაშია.

კოლა არის სასოფლო რაიონი, რომლის ტერიტორიის 80 % საძოვარი და მდელოებია. მისი ეკონომიკაც სწორედ დამოკიდებულია აღნიშნულ საძოვრებზე. კოლა ცნობილია ადგილობრივი ყველის სახეობით კასერით. მოჰყავთ კარტოფილი.

გრძელი და უკიდურესად ცივი ზამთარი გრძელდება 8 თვე. ზაფხული გრძელდება ერთი თვის განმავლობაში და აღინიშნება მშრალი ამინდებით. კოლა ერთადერთი რაიონია არტაანის პროვინციაში, სადაც ცხოვრობენ ქურთები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]