შინაარსზე გადასვლა

კრისტინა საქსონიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინა საქსონიელი
დანიის დედოფალი
კორონაცია: 18 მაისი, 1483
მმართ. დასაწყისი: 21 მაისი, 1481
მმართ. დასასრული: 20 თებერვალი, 1513
წინამორბედი: დოროთეა ბრანდენბურგელი
მემკვიდრე: იზაბელა ავსტრიელი
ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1483
მმართ. დასასრული: 20 თებერვალი, 1513
წინამორბედი: დოროთეა ბრანდენბურგელი
მემკვიდრე: იზაბელა ავსტრიელი
შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6 ოქტომბერი, 1497
მმართ. დასასრული: აგვისტო, 1501
წინამორბედი: კრისტინა აბრაჰამსდოტერი
მემკვიდრე: იზაბელა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 დეკემბერი, 1461
დაბ. ადგილი: ტორგაუ, საქსონია
გარდ. თარიღი: 8 დეკემბერი, 1521, (59 წლის)
გარდ. ადგილი: ოდენსე, დანია
მეუღლე: ჰანსი, დანიის მეფე
შვილები: კრისტიან II, დანიის მეფე
ელიზაბეთი, ბრანდენბურგის კურფიურსტი
ფრანცი
დინასტია: ვეტინები
მამა: ერნესტი, საქსონიის კურფიურსტი
დედა: ელიზაბეთ ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

კრისტინა საქსონიელი (დ. 25 დეკემბერი, 1461, ტორგაუ — გ. 8 დეკემბერი, 1521, ოდენსე) — საქსონიის პრინცესა, დედოფალი დანიის, ნორვეგიისა და შვედეთისა.

მეფე ჰანსს 1478 წლის 6 სექტემბერს მისთხოვდა და დანიისა და ნორვეგიის (1483-დან 1513-მდე), ხოლო (1497-დან 1501-მდე) შვედეთის დედოფალი გახდა.

მას შეეძინა კრისტიან II, ფრანსისკუსი, კნუდი და ელისაბეთი, რომელიც მოგვიანებით იოაჰიმ I ნესტორს გაჰყვა ცოლად, ბრანდენბურგის ამომრჩეველს.

1497 წელს მისი მეუღლე შვედეთის მეფე გახდა, 1499 წელს კრისტინა შვედეთის დედოფლად აკურთხეს უფსალაში და 1500 წელს უკვე ამ ქვეყნის რეგენტი გახდა. როდესაც შვედეთში დანიის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, კრისტინა სტოკჰოლმში, ტრე კრონორის ციხესიმაგრეში მოექცა ალყაში. იგი 1502 წლის 9 მაისს დანებდა, როდესაც დანიელი ჯარისკაცების რიცხვი 1000-დან 70-მდე შემცირდა შიმშილისა და ავადმყოფობის გამო. როდესაც პოზიციები დასთმო, მან ლედი ინგებორგ ტოტი დაირქვა და მონაზვნად აღიკვეცა. კრისტინა სტენ სტურე უმცროსმა დააპატიმრა და ვედსტენის სააბატოში გამოკეტა 1503 წლამდე, ამის მერე იგი გათავისუფლდა და დანიაში დაბრუნდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]