კუროვი
იერსახე
კუროვი (პოლ. Kurów) სოფელია სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, მდებარეობს პულავსა და ლიუბლინს შორის, მდინარე კუროვკაზე. ის გმინას ადმინისტრაციული ცენტრია ლიუბლინის სავოევოდოში და ჰყავს 2782 მოსახლე (2006 წლის აღრიცხვით).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1431-1442 წლებში სოფელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა მაგდებურგის კანონის შესაბამისად. როგორც დამოუკიდებელი ქალაქი ის წარმოადგენდა სურსათის სავაჭრო ცენტრს ახლომდებარე რაიონებისთვის. აქვე მდებარეობდა რამდენიმე ბეწვეულისა და ტყავეულის წარმოების ფაბრიკა. მე-16 საუკუნეში ამ ქალაქში პოლონელ ბრეთრენთა დასახლების გამო ის კალვინიზმის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. 1660 წლისთვის ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა არიანიზმის მიმდევარი გახდა.
ცნობილი კუროველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქ დაიბადა პოსტკომუნისტური პოლონეთის პირველი პრეზიდენტი ვოიცეხ იარუზელსკი.