ლია სტურუა
ლია სტურუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 მაისი, 1939 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, რუსთაველის პრემია, ღირსების ორდენი, პრემია „საბა“ და თბილისის საპატიო მოქალაქე |
მეუღლე | ელგუჯა ამაშუკელი |
ლია სტურუა (დ. 15 მაისი, 1939) — ქართველი პოეტი. გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლია სტურუა დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ კი სწავლა განაგრძო ასპირანტურაში და 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში“.
მუშაობდა უნივერსიტეტში — კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში — უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
დაქორწინდა მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელზე, ჰყავს ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი.
1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.
პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ხეები ქალაქში“, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული — „ბედნიერი სიჩუმე“, „რძეში ჩავარდნილი ქვა“ (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.
1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ლია სტურუა და ოთარ ჭილაძე
-
ლია სტურუა და ანა კალანდაძე
-
ლია სტურუა და მურმან ლებანიძე
-
ლია სტურუა, ზინაიდა კვერენჩხილაძე და ელგუჯა ამაშუკელი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოთა რუსთაველის სახელობის პრემია
- 1988 — გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია[2]
- 1995 — საქართველოს სახელმწიფო პრემია[2]
- 2000 — ღირსების ორდენი
- 2009 — ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“
- 2013 — პრემია „საბა“, საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „დავიწყების დღე“[2]
- 2017 — პრემია „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის[3]
- 2023 — თბილისის საპატიო მოქალაქე[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბიოგრაფიული ცნობები[მკვდარი ბმული]
- ↑ 2.0 2.1 2.2 ლია სტურუა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023
- ↑ ლია სტურუა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023
- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)