მაგმური ქანები
მაგმური ქანები — მაგმის გაცივებისა და დაკრისტალების შედეგად წარმოქმნილი ქანები. მაგმის გაცივების პირობების მიხედვით არჩევენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს:
- ეფუზიურს (ვულკანურს, ამონთხეულს), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება;
- ინტრუზიულს (სიღრმულს), როდესაც მაგმა დედამიწის ქერქის სიღრმეში ცივდება.
ვულკანური ქანები ლავის სწრაფი გაცივების გამო წვრილკრისტალურია, ხშირ შემთხვევაში ჭარბად შეიცავს მინას. ინტრუზიული ქანები დედამიწის ქერქის სიღრმეში მაგმის ნელი გაცივების გამო სრულკრისტალური და მსხვილმარცვლოვანია.
მაგმური ქანები, ჩვეულებრივ, სილიკატური შედგენილობისაა, მათი მთავარი კომპონენტის — SiO2-ის შემცველობის მიხედვით განარჩევენ ულტრაფუძე ქანებს, ფუძე ქანებს, საშუალო მჟავიანობის ქანებს, მჟავა ქანებს; ზოგი მკვლევარი გამოჰყობს აგრეთვე ულტრამჟავა ქანებს, რომლებიც შეიცავენ 75 % მეტ SiO2-ს.
ტუტე ელემენტების (Na,K) შემცველობის მიხედვით, ქანების ჩამოთვლილ ჯგუფებში, განასხვავებენ ნორმალური და ტუტე რიგის მაგმურ ქანებს. მაგმურ ქანებთან დაკავშირებულია სხვადასხვაგვარი სასარგებლო წიაღისეული. მაგალითად: მჟავა ქანებთან გვხვდება კალა, ვოლფრამი, ოქრო; ფუძესთან — სპილენძი, ტიტანი; ულტრაფუძესთან — პლატინა, ნიკელი, ქრომი; ტუტესთან — აპატიტი, იშვიათად მიწათა ელემენტები და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- USGS Igneous Rocks დაარქივებული 2013-02-21 საიტზე Wayback Machine.
- Igneous rock classification flowchart დაარქივებული 2008-05-10 საიტზე Wayback Machine.
- EarthChem, a portal to rock chemistries დაარქივებული 2007-06-08 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შენგელია დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 325.
- Заварицкий А. Н., Изверженные горные породы, М., 1955.