შინაარსზე გადასვლა

მაკარონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია პასტის ერთ-ერთ კონკრეტულ ფორმას ეხება ეხება. მაგარი ხორბლის ფქვილით დამზადებული ცომით მომზადებული კერძების შესახებ იხილეთ პასტა.
მაკარონი
ალტერნატიული
სახელები
Maccheroni (მხოლობითი maccherone)
ტიპი პასტა
წარმოშობის ადგილი ძველი საბერძნეთი, იტალია[1]
მთავარი
ინგრედიენტები
მაგარი ხორბალი
350.5 კკალ (1467 კჯ)
კვებითი ღირებულება
(100 g პროდუქტზე)
ცილები 13 
ცხიმები 1.5 
ნახშირწყლები 75 
სახლში მომზადებული მაკარონი და ყველი, ხმელი მწვანილებით და დაფქული წიწაკით

მაკარონი (იტალ. maccheroni [ˌmækəˈroʊni]) — პასტის გამომშრალი სახეობა ვიწრო მილების მსგავსი ფორმით. [2] მაგარი ხორბლით დამზადებული მაკარონი ჩვეულებრივ იჭრება მოკლე სიგრძეზე; მრუდე მაკარონს შეიძლება ეწოდოს იდაყვისებრი მაკარონი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საყოფაცხოვრებო მანქანას შეუძლია მაკარონის ფორმის დამზადება, პასტების უმეტესობის მსგავსად, მაკარონი ჩვეულებრივ კომერციულად მზადდება ფართომასშტაბიანი ექსტრუზიით.

იტალიურად maccheroni ნიშნავს მოგრძო ფორმის პასტას, და არა აუცილებელი მილისებრ ფორმას. [3] ეს ზოგადი მნიშვნელობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია რომის ფარგლებს გარეთ და სხვადასხვა ენაში, რომლებმაც ეს სიტყვა ისესხეს. ბრაზილიურ პორტუგალიურ, ესტონურ, ბერძნულ, ირანულ, რუსულ, უკრაინულ და სხვა სლავურ ენებზე, ისევე როგორც არაბულ, თურქულ, ყაზახურ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ, ყირგიზულ და სხვა თურქულ ენებზე და ზოგიერთ იტალიურ-ამერიკულ დიალექტზე სიტყვა ადაპტირებული იყო როგორც ზოგადი ტერმინი პასტის ყველა სახეობისთვის.

Maccheroni მოდის იტალიური Maccheroni- დან [makkeˈroːni] , მრავლობითი ფორმა maccherone . [4]

თუმცა, პროდუქტი ისევე როგორც სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული "მაკარიადან". აკადემიური კონსენსუსი არსებობს საკითხზე, რომ სიტყვა მომდინარეობს ბერძნული μακαρία ( makaría ), რაც ნიშნავს [5] ქერის ბულიონის ერთგვარი სახეობას, რომელსაც მიცვალებულთა ხსოვნის აღსანიშნავად ამზადებდნენ. [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] თავის მხრივ, ეს მომდინარეობს μάκαρες ( mákares )-დან, რაც ნიშნავს "კურთხეულებს, კურთხეულ მკვდრებს", მრავლობითი რიცხვი μάκαρ ( mákar ), რაც ნიშნავს "კურთხეულს, ბედნიერს";

  1. Maccheroni47473hb, History of Maccheroni (it)
  2. Oxford Dictionary, Macaroni
  3. https://dizionari.corriere.it/dizionario_italiano/M/maccherone.shtml Dizionari - Corriere
  4. Vocabolario Treccani: maccherone
  5. μακαρία, (def. III), Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus Digital Library
  6. "Macaroni", Online Etymology Dictionary
  7. Macaroni, on Webster's New World College Dictionary
  8. Andrew Dalby, Food in the Ancient World from A to Z, Routledge, 2003, on Google books
  9. Reader's Digest Oxford Complete Wordfinder
  10. Dhirendra Verma, Word Origins, on Google books
  11. Mario Pei, The story of language, p.223
  12. William Grimes, Eating Your Words, Oxford University Press, on Internet Archive
  13. Mark Morton, Cupboard Love: A Dictionary of Culinary Curiosities, on Google books