შინაარსზე გადასვლა

მაქს ჰოლოვეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქს ჰოლოვეი

ჰოლოვეი 2018 წელს
დაბადების სახელი ჯერომ მაქს კელი ჰოლოვეი
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1991
ჰონულულუ, ჰავაი
სხვა სახელები The Pride of Hawaii, Blessed
მოქალაქეობა ამერიკა
ორგანიზაცია UFC
სიმაღლე 1,80 მ
წონა 70 კგ
მეუღლე(ები) კაიმანა პაალუჰი, ალესა კუიზონი
შვილ(ებ)ი რაშ ჰოლოვეი

ჯერომ მაქს კელი ჰოლოვეი (დ. 4 დეკემბერი, 1991) — ამერიკელი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი. იგი ამჟამად ასპარეზობს ფედერალურ და მსუბუქ წონის დივიზიონებში Ultimate Fighting Championship (UFC), სადაც იგი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია Featherweight წონაში და ამჟამინდელი BMF ქამრის მფლობელი.

დაიბადა 4 დეკემბერს, 1991 წელს, ჰონულულუში, ჰავაი, გაიზარდა ვაიანაში, ჩხუბით განთქმულ მხარეში. იგი ჰავაის და სამოას წარმოშობისაა. ჰოლოვეის მშობლები მძიმე ნარკომომხმარებლები იყვნენ. მისი დედა მისის კაპოი crystal meth მომხმარებელი იყო, მოგვიანებით კი გამოჯანმრთელდა. მისი მამა მარკ ჰოლოვეი, რომელიც მუდმივად ძალადობდა დედაზე, ოჯახი დატოვა, როდესაც მაქსი 11 წლის იყო. ჰოლოვეიმ დაიწყო ვარჯიში კიკბოქსინგზე 2007 წელს, მეორე კურსის ბოლოს. 15 წლისას მან თავისი პირველი სამოყვარულო ბრძოლა, 3 დღიანი ვარჯიშის შემდგომ მოიგო. დაამთავრა ვაიანას საშუალო სკოლა 2010 წელს.

19 წლის ასაკში მან დაამყარა რეკორდი 4-0. მას ყოფილ UFC ჩემპიონს ენტონი პეტისს ადარებდნენ, იმის გამო, რომ მას შეეძლო გამოეყენებინა მფრინავი მუხლი და იდაყვები თავის გასაოცარ ჩხუბებში. მისი თავდაპირველი მოგებები უმეტესად გაყოფილი გადაწტვეტილებებით მთავრდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი იგი მალევე UFC ორგანიზაციაში მიიღეს.

მაქსი იყო ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი UFC-ის სიაში როცა მისი დებიუტი შედგა UFC 143-ზე 2012 წლის 4 თებერვალს, დასტინ პორიეს წინააღმდეგ, სადაც პირველ რაუნდში დამარცხდა. ჰოლოვეი ასევე წარდგა კონორ მაკრეგორის წინააღმდეგ 2013 წლის 17 აგვისტოს, სადაც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ამის შემდეგ ჰოლოვეიმ ბევრი ბრძოლები ჩაატარა სადაც 7-ჯერ დამარცხდა, მაგრამ იგი ნოკაუტში არასდროს ყოფილა. ბოლოს მან ბრძოლა ჯასტინ გეიჯთან ჩაატარა, 2024 წლის 13 აპრილს, UFC 300-ზე, "BMF" ("baddest motherfucker") ქამრისთვის. ჰოლოვეიმ ჯასტინს მეხუთე რაუნდის ბოლო წამს ნოკაუტით მოუგო, სადაც მან ამ ბრძოლით $600 ათასი გამოიმუშავა და მოგებების რიცხი 26-მდე აიყვანა. ჰოლოვეი 2024 წლის 26 ოქტომბერს, UFC 308-ზე, UFC Featherweight ჩემპიონს ილია თოფურიას დაუპირისპირდება.

ჰოლოვეი 2012 წელს დაქორწინდა თავის შყვარებულ კაიმანა პაალუჰიზე, ჰყავთ ერთი ვაჟი, რაშ ჰოლოვეი. წყვილი 2014 წელს დაშორდა, ხოლო 2017 წელს ოფიციალურად განქორწინდა. ჰოლოვეი 2018 წელს გამოჩნდა ფილმში „ქურდების ბუდე“. ჰოლოვეიმ 2020 წლის დასაწყისში დაიწყო შეეხვედრა ჰავაის პროფესიონალ სერფერთან ალესა კუიზონთან. 2022 წლის 16 აპრილს კი ისინი დაქორწინდნენ. [1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]