მეკვერნე
მეკვერნე — ძაღლის ერთადერთი ქართული სანადირო ჯიში; გამოყვანილია დასავლეთ საქართველოში, ძირითადად გურიასა და აჭარის მაღალმთიან ზონაში. ასევე გვხვდება თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთში. მიეკუთვნება ყეფიების ჯიშურ ჯგუფს, მაგრამ გარეგნულად მათგან განსხვავებულია.[1]
ტანად პატარაა (სიმაღლე მინდაოში 45–50 სმ). ახასიათებს სოლისებური ფორმის თავი, სწორმდგომი დაცქვეტილი ყურები, მოკლე და მკვრივი კისერი, სწორი და პარალელური წინა და სახსარში მოხრილი უკანა კიდურები, მოკლე კუდი. ბალანი მოკლე და უხეში აქვს. დამახასიათებელია მხოლოდ ერთი შეფერილობა — ყავისფერი, სხვადასხვა ელფერით. განსაკუთრებული ნიშანია თეთრი ზოლისებური საყელო კისერზე და კუდის თეთრი ბოლო. ცალკეულ ინდივიდებში თეთრი წინწკლები ასევე გვხვდება მკერდზე, მუცელზე და კიდურებზე. გამორიჩევა ყნოსვის კარგი უნარით. როგორც სახელიდან ჩანს, გამოიყენება კვერნაზე და გარეულ კატებზე სანადიროდ.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ქართული მეკვერნე. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება. catalog.elkana.org.ge. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო, 2022.