შინაარსზე გადასვლა

მელქიორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
5 შვეიცარიული ფრანკი

მელქიორისპილენძის და ნიკელის შენადნობი. სიტყვა მომდინარეობს იტალიური melchior-დან, რაც არის ფრანგული maillechort-ის დამახინჯებული ფორმა. მელქიორი ზოგჯერ შედგება არა მარტო ნიკელისა და სპილენძისგან, არამედ თუთიისგანაც. ამ შენადნობს ეწოდება ნიკელის ვერცხლი. მელქიორი მარტივად დეფორმირდება მაღალ და დაბალ ტემპერატურაზეც. შენადნობი, რომელიც შეიცავს 30% ნიკელს, 0,8% რკინას, 1% მანგანუმსა და 68,2% სპილენძს, გამოიყენება საზღვაო გადაზიდვაში, კერძოდ კონდენსატორული მილების დასამზადებლად. რადგან მელქიორი შეიცავს ნიკელს, ამიტომ მას აქვს ვერცხლისფერი შეფერილობა, განსხვავებით სპილენძისა და ბრინჯაოსგან.[1]

  1. Melchior Russian. Great Soviet Encyclopedia.