შინაარსზე გადასვლა

მემუარები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრი ტოროს მემუარების, „უოლდენის“ სატიტულო გვერდი. (1854)

მემუარები (ფრანგ. memoire, ლათ. memoria — მოგონება) — ეპიკური ჟანრის პუბლიცისტური ნაწარმოები. იმ პირთა ჩანაწერები, რომელნიც წარსულ ამბავთა მონაწილენი თუ თვითმხილველნი იყვნენ[1][2]. თხრობის ფორმითა და ასახული მასალის მოწოდებით უახლოვდება დღიურს.

მემუარებში ორი მხარეა საყურადღებო:

  • მწერლის პიროვნული, ავტობიოგრაფიული მომენტის წინ წამოწევა, რომლითაც შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ მისი ცხოვრების ზოგიერთ მხარეს;
  • საერთო საზოგადოებრივი ამბების, ეპოქის, ისტორიული შემთხვევების, საზოგადოებრივი აზრის განვითარების აღწერა, რომლის უშუალო მონაწილეც ზოგჯერ თვით მწერალი ყოფილა. ამიტომ, ძალზე ხშირად, მეტად მნიშვნელოვანია მემუარების ავტორის მიერ მოწოდებული ცნობები.

მემუარების ნიმუშებია: სენ-სიმონის „მემუარები“, ნაპოლეონ ბონაპარტეს მემუარები წმინდა ელენედან, ჟან ჟაკ რუსოს „აღსარება“, გერცენის „ნამყო და ფიქრები“, შარლ დე გოლის მემუარები.

ქართულ ლიტერატურაში აღსანიშნავია გაბრიელ მცირის „მემუარული თხრობანი“, ალექსანდრე ამილახვარის „გეორგიანული ისტორია“, თედო სახოკიას „როგორ ვიზრდებოდით ძველად“, შალვა დადიანის „რაც გამახსენდა“, დავით კლდიაშვილის, დიმიტრი ყიფიანის და ა.შ.

  1. „memoir“. Merriam-Webster.com. Merriam-Webster. July 5, 2015.
  2. „memoir“. Oxford Dictionaries. Oxford University Press. July 5, 2015.