მესამე სამყარო
მესამე სამყარო — სოციალ-ეკონომიკურად სუსტად განვითარებული სახელმწიფოების კრებითი სახელწოდება. ძირითადად მოიცავს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებს, რომლებიც ადრე განვითარებული სახელმწიფოების კოლონიები იყვნენ.
მესამე სამყაროს ცნება გაჩნდა ცივი ომის პერიოდში, რათა ზემოთ ნახსენები ქვეყნები გაემიჯნათ, ერთი მხრივ, განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოებისაგან („პირველი სამყარო“), ხოლო, მეორე მხრივ, კომუნისტური ბლოკისაგან („მეორე სამყარო“).
მესამე სამყაროს ქვეყნების დამახასიათებელ ნიშნებად მიიჩნევა არასტაბილური პოლიტიკური სისტემები, ეთნიკური სიჭრელე, სასაზღვრო დავები, ავტორიტარული ან ჰიბრიდული რეჟიმები და ნედლეულის მოპოვებაზე ორიენტირებული ეკონომიკები, რომლებშიც სოფლის მეურნეობა და მომპოვებელი დარგები ჭარბობს (იხ. ასევე, განვითარებადი სახელმწიფო).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბიშვილი დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.