მეჩხერი ტყე
იერსახე
მეჩხერი ტყე — უდაბლესი სიხშირის (0,1 - 0,2) ტყე, რომელიც წარმოიქმნება არასწორი ამორჩევითი ან პირობითი პირწმინდა ჭრების, ძლიერი ქარქცევის დროს, აგრეთვე გვალვის და მავნებლების მასობრივად გამრავლების შედეგად. მაგ., საქართველოში 1945-1948 წლებში ნაძვნარი ტყის კერობრივი გამეჩხერება გამოიწვია ექვსკბილა ქერქიჭამიამ, ხოლო 1960-1961 წლებში — ნაძვის დიდმა ლაფნიჭამიამ. მეჩხერ ტყეში ფეხს იკიდებს ბალახეული საფარი, რაც აბრკოლებს ტყის ბუნებრივ განახლებას. მეჩხერი ტყეს დაკარგული აქვს წყალმარეგულირებელი და დაცვითი ფუნქციები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მირზაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 638.