მეჭინჭრია (ლათ.Aglais urticae) — დღის პეპელა ნიმფალიდისებრთაოჯახისა. ფრთების შლილი 40–50 მმ-ს შეადგენს, ფერად ღია წითურია, აყრია შავი და მოყვითალო ლაქები. ფართოდ არის გავრცელებული ევრაზიისზომიერ სარტყელში. კვერცხებს დებს ჭინჭრის ფოთლებზე (აქედან სახელწოდება), იშვიათად სვიაზე, რომლითაც შემდგომში მუხლუხები იკვებებიან (ცხოვრობენ ჯგუფებად). ჭუპრი თავისუფალი ტიპისაა, თავით ქვემოთ ეკვრება მცენარეებს და სხვადასხვა ვერტიკალურ ზედაპირს. ზრდასრულ ინდივიდებს მიგრაცია შეუძლიათ; ზამთრობენ თავშესაფრებში.[1]