მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე
|
დიმიტრი ყიფიანი და ლებედევი
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. დიმიტრი ყიფიანის სტატიაში შემოტანილი გაქვს ლებედევის ციტატა. ეს ციტატა ზუსტია? საიდან არის შემოტანილი. ენციკლოპედიაში „რელიგიები საქართველოში“ 2008. გვ. 157 წერია, რომ ზუსტად მისი ციტატა ცნობილი არ არის. მინდა რომ დავამატო ამ სექციაში ინფორმაცია აღნიშნული ენციკლოპედიის მიხედვით. --M. განხილვაწვლილი 21:12, 9 დეკემბერი 2020 (UTC)
- გამარჯობა. სტატია ეხება მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიას, როცა ქადაგებები და სხვა მსგავსი ფაქტები ზეპირი ცნობებით გადადიოდა ან მოსმენილის შედეგად გაზეთებში ქვეყნდებოდა, ცხადია ფაქტის ზუსტ ვერსიას ვერც მაგ წიგნში და ვერც სხვა მასალებში ნახავთ. საიდანაა შემოტანილი უცნაური კითხვაა, სტატიას მთელი რიგი ლიტერატურა აქვს დამოწმებული და ყოველ მათგანში ეს ფაქტები დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებას მნიშვნელოვნად განსაზვრავს. ამ ფაქტის გამო გააგზავნა მან წერილი აღნიშნულ ეგზარქოსთან, ამ ფაქტის გამო იქნა საბოლოოდ გადასახლებული და შემდგომ მოკლული. ამაზე წერენ მისი ცხოვრების მკვლევარები, სხვა ვერსიას შესაბამის ლიტერატურაში ვერ ნახავთ. არ ვიცი სხვა რა სიზუსტეზე მეკითხებით. წიგნში „რელიგიები საქართველოში“ ასევეა მოყვანილი: ,,გავრცელდა ხმა, რომ რექტორის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა თქვა: «წყეულიმც იყოს საზოგადოება, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედს წარმოშობს» სიტყვა «საზოგადოება» ქართველ ერთან იქნა გაიგივებული, რის გამოც ეგზარქოსის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა აზვირთდა”. სტატიის ავტორია ბატონი ნუგზარ პაპუაშვილი, ,,გავრცელდა ხმა” მე-19 საუკუნეში სიტყვათა როგორი წყობით ჟღერდა ამაზე არსებობს სხვადასხვაგვარი პერიფრაზი, ერთ-ერთი მე მაქვს მოყვანილი ჩემს მიერ დამოწმებული ლიტერატურის შეჯერებით, ერთ-ერთი ბატონ ნუგზარ პაპუაშვილს. ვიკიპედია კი სამეცნიერო მსჯელობის გაშლის ასპარეზი არაა, რომ ყოველი პერიფრაზი სათითაოდ მომეყვანა, განმემარტა. რაზეც აგორდა იმდროინდელი პროტესტი და რაზეც შემდგომ ლებედევს გაეცა პასუხი ყოველივე ნათლად წერის უკვე აღნიშნულ სტატიაში. ამ სექციაში მაგ ლიტერატურის დამატება რამდენად საჭიროა არ ვიცი, რადგან ბატონი ნუგზარი არ არის დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფი და არც მასზე წერს, ის მაგ წიგნში წერს მე-19 საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე. წიგნს არ აქვს პრეტენზია, რომ მასში წარმოდგენილი ფაქტები უტყუარია - ,,კრებული «რელიგიები საქართველოში» მხოლოდ საცნობარო-საენციკლოპედიო ხასიათს ატარებს და ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების სისტემატიზებული გადმოცემის მცდელობას წარმოადგენს. საქართველოში რელიგიური მრავალფეროვნებისა და, ზოგადად, რელიგიურობის ფენომენის ღრმა და სამეცნიერო ანალიზი სამომავლო კვლევა-ძიების სფეროა”.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:15, 10 დეკემბერი 2020 (UTC)
- ცხადია ის ფაქტიც, რომ ეგზარქოსმა ეს სიტყვები წარმოსთქვა მე-19 საუკუნეში, იმდროინდელ რუსულ ენაზე, თავისთავად გარკვეული არქაულობით, როგორც ამას სასულიერო პირები აკეთებდნენ. შესაბამისად თარგმანისა და პერიფრაზის მრავალგვარი ვერსია არსებობს, მაგრამ ძირითადი აზრი ყველგან ერთია, რაც დიმიტრი ყიფიანის პასუხიდანაც ჩანს ,,რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც ამიტომ მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა თქვენგან”.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:29, 10 დეკემბერი 2020 (UTC)
ნიკოლოზ სააკაშვილი
[წყაროს რედაქტირება]სალამი, სტატიაში „მიხეილ სააკაშვილი“ ბმულს ნიკოლოზ სააკაშვილი გადვყავართ პარლამენტის წევრზე და არა სააკაშვილის მამაზე----ჯეო2007განხილვაწვლილი 06:02, 23 დეკემბერი 2020 (UTC)
- გაკეთდა, მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:54, 23 დეკემბერი 2020 (UTC)
რჩევა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, გიორგი! უცენზურო სიტყვების შემთხვევაში მომხმარებელი იმთავითვე იბლოკება. ანუ ვანდალიზმის თარგის ნაცვლად უნდა ჩასვა თარგი {{დასაბლოკი}}. - OTOGI Messages 07:12, 24 დეკემბერი 2020 (UTC)
- @Otogi: არ ვიცოდი, ოთო, მადლობა!--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:12, 24 დეკემბერი 2020 (UTC)
გაფრთხილება
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. მსგავსი დესტრუქციული ქმედების კიდევ ერთხელ (მერამდენედ) წამოწყების შემთხვევაში, თქვენ მიმართ გატარდება შესაბამისი ქმედება. შეგიძლიათ, საბოლოო გაფრთხილებად ჩათვალოთ. წარმატებები! — Mikheil მიწერა 14:31, 15 იანვარი 2021 (UTC)
- რომელ ,,დესტრუქციულ” ქმედებებს გულისხმობთ? იქნებ შემახსენოთ, სად არის შესაბამისი გაფრთხილებები. ან რა არის დესტრუქცია, კენჭისყრის მოთხოვნა ვიკიპედიაში დესტრუქციას როდის შემდეგ ნიშნავს?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:40, 15 იანვარი 2021 (UTC)
დახმარების თხოვნა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, გიორგი. მინდა, გთხოვოთ დაგვეხმაროთ რომ მატილდა გვარლიანის შესახებ სტატიის შენარჩუნებაში. ვფიქრობთ, რომ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. არ გვინდა რომ ერთი ედიტორის გამო წაგვეშალოს (რომელმაც უკვე წაშლის კანდიდატის თარგი დაადო). თუ შეძლებთ, იქნებ დაგვეხმაროთ. უღრმესი მადლობა წინასწარ. --ქეთევან ასლანიშვილი განხილვაწვლილი 19:42, 6 თებერვალი 2021 (UTC)
- @ქეთევან ასლანიშვილი: მოგესალმებით, ქეთევან. ჩემი მხრიდან, როგორც ერთ-ერთი რედაქტორისგან, რაც შემეძლო გავაკეთე. სტატია მოვარგე ვიკიპედიის წესებს და დავაფიქსირე რომ წაშლის წინააღმდეგი ვარ, რადგან პიროვნება ნამდვილადაა საკმარისად ცნობადი, ამიტომ დაველოდოთ დანარჩენ ვიკიპედიელებსაც. აქ მსგავსი საკითხები კენჭისყრით წყდება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:47, 6 თებერვალი 2021 (UTC)
რჩევა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, გიორგი! მივადევნე თვალი ბოლო ცვლილებებს და როგორც ადმინისტრატორმა მინდა გითხრათ, რომ თუკი იკვეთება კონკრეტული ვანდალიზმი მომხმარებლის დაბლოკვა უნდა მოითხოვოთ, ვანდალური ქმედების განხილვა არ არის მიზანშეწონილი. - OTOGI Messages 11:16, 23 თებერვალი 2021 (UTC)
- გამარჯობა, ოთო. მე კი ვფიქრობ დაბლოკვის მოთხოვნა უკიდურესი ფორმაა, როცა რედაქტორს ვერ ასმენ რომ კონკრეტული საკითხი არ შეიძლება. შემდეგში ამას გავაკეთებ, მაგრამ არა ახლა. აკადემიური განხილვა, კორექტული და ვიკიწესების ფორმატში არ მგონია არ იყოს მიზანშეწონილი. ისე კი მკვდარი ბმულების საკითხზე, რაც დავწერე, თუ თავადაც გამოეხმაურები, კარგს იზამ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:31, 23 თებერვალი 2021 (UTC)
- კი ბატონო, დავწერე და ადრეც ვთქვი სადღაც ამის შესახებ, რომ ბმულების ამოღება ასე ხელის ერთი მოსმით არ შეიძლება, ვინაიდან მკვდარი ბმული შესაძლოა გარკვეულ ხანში კვლავ ამოქმედდეს (დაწვრილებით ამის შესახებ იხილე ჩემი კომენტარი ფორუმზე). - OTOGI Messages 13:59, 24 თებერვალი 2021 (UTC)
გაფრთხილება
[წყაროს რედაქტირება]მომხმარებელების დევნის გამო აუცილებლად მივმართავ ადმინისტრატორებს: შეიხედე ჯერ აი აქ და მოძებნე კანდიდატი სტატიები ჯერ სოჭის კონფლიქტი სადაც მომხმარებელ M.-ს უპირისპირდები, შემდეგ მოძებნე სტატია კანდიდატი დვალეთი (სადაც მომხმარებელი გიო ოქროს უპირისპირდები) და შემდეგ ნახე მომხმარებლის განხილვა:ზურა6446-ის განხილვა სადაც ასევე ძალიან უადგილოდ და დაუსაბუთებლად, არგუმენტის გარეშე უკრძალავ ვიკიპედიაში სექციის (და არა ქვეკატეგორიის, როგორც შენ წერ) შევსებას. მეოთხე შემთხვევაში ბლოკირების თარგს ჩაგისვამ. --Wiki - ჯაბა 15:51, 6 აპრილი 2021 (UTC)
- 1. მომხმარებელი M. დაიბლოკა მისი ვანდალური ქმედებების გამო. შესაბამისად ადმინისტრატორმა @Otogi:-მ სცნო მის მიერ ვიკიპედიის წესების დარღვევა; სტატია ,,სოჭის კონფლიქტს” რაც შეეხება სტატია არის რჩეულობის კანდიდატი და ჩვენი, როგორც ვიკირედაქტორების მოვალეობაა და უფლებაა განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა და დავტოვოთ კომენტარი ან დავაფიქსიროთ ხმა. 2. გიო ოქრო-ს თან მიმართებაშიც იგივეა, მე განვიხილავ მის სტატია დვალეთს, იგივე მიზეზით, რჩეულის კანდიდატია. თავად გიო ოქრომაც განიხილა თავის დროზე ჩემს მიერ წარდგენილი სტატია, მისი შენიშვნების ნაწილი გავითვალისწინე, ისევე როგორც ,,გიო ოქრომ” გაითვალისწინა ჩემი აკადემიური შენიშვნების ნაწილი. (@გიო ოქრო: თუ შეურაცხყოფა მოგაყენე სადმე შეგიძლია დააფიქსირო პოზიცია.); 3. მომხმარებელ ზურა6446-ს დავუტოვე რჩევა და არა ,,აკრძალვა” ამ ტერმინს შენ იყენებ. საჯარო შეურაცხყოფისა და არაერთი კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნისთვის, ყოველივეს დამატებული ეს ,,გაფრთხილება” ნათელი მაგალითია იმის, რომ ჩემს მიმართ ხარ ჩასაფრებული და ცდილობ ჩამრთო კონფლიქტში. @Otogi: გთხოვთ, როგორც ადმინმა გადახედოთ ბრალდებებს და თუ რომელიმე მათგანი სიმართლეა ჩემს მიმართ გამოიყენოთ ადმინისტაციული ზომა, ბლოკირება ან ა.შ. ან თუ ტყუილია ბრალმდებლის მიმართ იმოქმედოთ. მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:05, 6 აპრილი 2021 (UTC)
- სადღაც სამს ჩაუსაფრდი, მეოთხეც არ გაგიჭირდებოდა და იქნებ თავად ხარ ჩასაფრებული? :) ყველა ყველაფერს ხედავს და საჭიროდ არ ვთვლი თავი ვიმართლო. საქმეს მიხედე ვიკიპედიაში. წარმატებებს გისურვებ ვიკიპედიაში. --Wiki - ჯაბა 16:15, 6 აპრილი 2021 (UTC)
@Otogi: ამ მომხმარებელმა ,,გაფრთხილებაში” დამიწერა: ,,მოძებნე სტატია კანდიდატი დვალეთი (სადაც მომხმარებელი გიო ოქროს უპირისპირდები)”, მოვძებნე და ვნახე რომ თქვნც გაქვთ კომენტარი დატოვებული. მაინტერესებს, რჩეული სტატიის განხილვაში კომენტარის აკადემიურად დაფიქსირება, რჩევების ან პოზიციების დაწერა როდის აქეთაა დაპირისპირება? ანუ მეც და თქვენც დაპირისპირებულ მხარეებად ვითვლებით, რადგან კომენტარი დავტოვეთ? თუ არა რატომ მწამებს ცილს ეს მომხმარებელი? ამასთან ერთად პროგნოზირებს კიდეც, რომ ამ სამ მომხმარებელს ჩავსაფრებივარ და მეოთხეს ჩასაფრებაც არ გამიჭირდება.:) ანუ რამდენი რჩეული სტატიის განხილვაში მონაწილეობას მივიღებ ეს მომხმარებელი ჩასაფრებად აღიქვამს. გთხოვთ გააცნოთ შესაბამისი წესები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:23, 6 აპრილი 2021 (UTC)
მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, დამატებითი ესკალაცია არ გვინდა. ადმინისტრატორებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, მათ შორის იმ ადმინისტრატორმა, რომელსაც ორივე მხარემ მოუხმო. მოვრჩეთ.--Melberg მიწერა 18:25, 6 აპრილი 2021 (UTC)
- აქ არის სამი სერიოზული ბრალდება ჩემს მიმართ. ასევე მომხმარებლის განხილვის გვერდზეა სამი მიზეზი, რომ წამოიწყო კონფლიქტური სიტუაცია. როდის უნდა დასრულდეს ეს ყოველივე? სწორედ ესაა გადაკიდება და ელემენტარულ სამართლიანობას ვითხოვ ყოველი მომხმარებლისგან. დიდი ხანია არავის საქმეში ვერევი და ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაგრამ ეს ყოველივე რას ნიშნავს?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:30, 6 აპრილი 2021 (UTC)
გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „სურამისა და ხაშურის ეპარქია“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.