შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:Henry McClean/არქივი 14

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მინიმალისტობა არჩიე ისევ, ჰენრი? :) — G.G. 06:37, 18 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი, დიდი მოყვარული ვარ მინიმალიზმის ზოგადად :D --H.McC. (მომწერეთ) 11:34, 18 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სურვილი აგიხდა, ჰენრი ვიღიმი. რედაქტირებას რომ დააჭერ, მიხვდები რაზეც გეუბნები (შეიძლება, კეშის გაწმენდა დაგჭირდეს მხოლოდ). — G.G. 07:23, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამიხარდა ნამდვილად! --H.McC. (მომწერეთ) 11:09, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, სინგლი და სიმღერაც რომ ჩავამატოთ? --H.McC. (მომწერეთ) 11:53, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

წესით, პრობლემა არ უნდა იყოს. — G.G. 11:56, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
რომელ სკრიპტშია? commons-ში მხოლოდ პუნქტებია, არა? --H.McC. (მომწერეთ) 11:57, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ჩავამატე. ქომმონში მხოლოდ პუნქტებია და რეალურად, ამგვარი გვერდებიდან იღებს კოდს.— G.G. 12:37, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

დავაკვირდი. რა თქმა უნდა, ყველაფერს არ შევტენი, მაგრამ საჭირო თარგებს ჩავამატებ, თუ რამეა. უღრმესი მადლობა. --H.McC. (მომწერეთ) 12:39, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

არაფერს. :) მაგრამ შენ ვერაფერს ჩაამატებ, ადმინი უნდა იყო რედაქტირების უფლება რომ მოგცეს. ისედაც უკვე ბევრია, ასე რომ მე ან სხვა ადმინს უნდა სთხოვო ეგ ამბავი. კიდევ ერთი დეტალი: კოდი ძალიან მგრძნობიარეა აბზაცების მიმართ. — G.G. 12:46, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰო, მქონდა ეგეთი ეჭვი (აბზაცებზე). ფრთხილად ვიმუშავებ, რა თქმა უნდა :) --H.McC. (მომწერეთ) 12:48, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ამოიღე წასაშლელის თარგები მაქედან, თორემ წაშლის ვინმე :) — G.G. 07:06, 22 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

უი, მადლობა, სულ დამავიწყდა მაგეების უკან დაბრუნება. --H.McC. განხილვაწვლილი 10:33, 22 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

საკუთარი მენიუ

[წყაროს რედაქტირება]

ვხედავ, ცდილობ საკუთარი მენიუს შექმნას. რამდენიმე რჩევას მოგცემ:

პირველ რიგში არ არის საჭირო მთლიანი მედიავიკის კოპირება მაგისთვის. საკმარისია მხოლოდ
/* * *   Drop down menus for template insertion   * * */

-დან

// ===========================================================
// დასასრული - დამატებითი ხელსაწყოები რედაქტირების ფანჯარაზე
// ===========================================================

-მდე ტექსტის დაკოპირება.

შემდეგ: რასაც დასაწყისში მიუთითებ, იმ გვერდის ქვეგვერდებზე უნდა განათავსო ტექსტი. მაგალითად, შენ გაქვს მითითებული ასეთი რამ:

var atplb = "მომხმარებელი:Henry McClean/Edit tools data/";

შესაბამისად, მაგ. ბითლსის სინგლის ქვეგვერდის მისამართი უნდა იყოს მომხმარებელი:Henry McClean/Edit tools data/ბითლზის სინგლი და არა მომხმარებელი:Henry McClean/common.js/ბითლზის სინგლი. — G.G. 10:54, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
გაგიკეთებია უკვე :)— G.G. 10:59, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, ყველაფერი გავაკეთე. edittools გვერდიც გავაკეთე. შევცვალე კიდეც იქ 'ბითლზის სინგლი' ჩავწერე, რომ ქვეგვერდზე წვდომა ჰქონდეს. არ სვამს. ფიქრობს და არ აკეთებს. ყველგან ყველაფერი შევამოწმე ახლა. :( --H.McC. განხილვაწვლილი 11:25, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ახლა კეში გაწმინდე და კიდევ სცადე. მძიმე მოვაშორე და კიდევ: მეც გავწვალდი ცოტა სამხედრო კონფლიქტზე. არ ვიცი, ზუსტად, რაშია საქმე, მაგრამ სანამ ვიკიპედიის ბოლო ცვლილებებიდან არ დავაკოპირე სახელწოდება, მანამდე არ უნდოდა მუშაობა.— G.G. 11:58, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გენიალურია!!!!!!!!!! გაიხარე, გიორგი, გამიადვილებს ძალიან! AWB-თი არ შევქმენი, ზოგი სინგლია, ზოგი სიმღერა უბრალოდ. --H.McC. განხილვაწვლილი 12:01, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

შევეცდები :) ჰო, მერე, როცა მარტო ბითლზის სინგლი არ გექნება და, ვთქვათ, ბითლზის სიმღერასაც დაამატებ, მძიმე დაამატე ისევ, მხოლოდ ბოლოს არ უნდა. გვერდის სახელები შენც ბოლო ცვლილებების გვერდიდან დააკოპირე ხოლმე შენს common.js-ში.
პ.ს. იხილე განსხვავება ვერსიებს შორის და იქნებ, მითხრა სად ნახე იგი. :) — G.G. 12:08, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ანუ თუ ყველაფერი სწორად გავიგე:

ყოველი პუნქტის ბოლოს, გარდა ბოლო პუნქტისა. ანუ ამგვარად:
პუნქტი 1,
პუნქტი 2,
პუნქტი 3, 
პუნქტი 4
ამ შემთხვევაში, მეოთხე პუნქტი ბოლოა. რა მაინტერესებს: ცალკე მენიუს სახით დაემატა, ალბათ, არა?— G.G. 12:17, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

აჰა, სწორად გამიგია, ესე იგი. კი, ცალკე დაემატა. ჰო და ახლა ვცდილობ, რომ ყველა ამოვშალო ამ ერთი ჩამოსაშლელის გარდა და არ გამოდის. თითქოს სწორად ვშლი კოდის დასაწყისიდან კოდის ბოლომდე. მაგრამ მაინც ასეა (ქეშიც არ შველის) - http://i.imgur.com/vdz9KHQ.jpg

--H.McC. განხილვაწვლილი 12:21, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

აბა ახლა სცადე. შესაძლოა, კეშის გაწმენდაც მოგიწიოს. — G.G. 12:42, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰო, არ გამქრალა. კეშმა არ უშველა. ადგილს იკავებს უბრალოდ, თორემ ფუნქციურად არის. --H.McC. განხილვაწვლილი 12:51, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ჩემი მცირე კვლევის შედეგად, დავადგინე რომ, სადღაც კოდში არის გაწერილი ბრძანება (რომელსაც ვერ მივაგენი), რომელიც შენს მენიუსთან ერთად ახდენს საერთო მენიუების გენერირებასაც, და რადგან ეს ბრძანება ორჯერ მოდის (ერთი მედიავიკიდან, ხოლო მეორე შენი სკრიპტიდან), მენიუებსაც ორჯერ გიჩვენებს. რაც დანამდვილებით ვიცი: შესაძლებელია პირველი მენიუს მხოლოდ ერთხელ ჩვენება და ასევე, თემატური თარგების გამოჩენა (სურათში ისინი ჩანაცვლებულია „ჩემი თარგებით“). ანუ შესაძლოა, „ჩემი თარგები“ ჩავსვათ სამუშაო თარგების ადგილას, ან სულაც ცალკე, მაგრამ ამ შემთხვევაში მენიუების რაოდენობა ორით მოიმატებს. — G.G. 13:54, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ვხედავ, ბევრი გიმუშავია, გიორგი, რას ამბობ, რაც გააკეთე, იმაზეც უღრმესი მადლობა. იყოს ასე ერთი, საქმეს გააკეთებს. ოდესღაც მაგ სტატიებსაც დავასრულებ და აღარ დასჭირდება, ამოვშლი. --H.McC. განხილვაწვლილი 13:58, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ჰენრი. შენთან კითხვა მაქვს: {{subst:ტესტი}} თარგი მხოლოდ ანონიმ მომხმარებლებს ესმევათ? დარეგისტრირებულებზე არ შეიძლება? --შოთა [UT] 15:05, 24 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი, როგორც არა. ყველას. დააშავა რამე - დაუსვი. :) თვითონ თარგის შინაარსი ხომ გადმოსცემს აზრს? :) --H.McC. განხილვაწვლილი 15:08, 24 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

აზრს კი გადმოცემს, მაგრამ თარგს გაწერილი აქვს: [[User talk:{{PAGENAME}}/სავარჯიშო|პირადი სავარჯიშო]] რაც ანონიმებისთვისაა, ამ მომხამრებელს ჩავუსვი ტესტის თარგი, და შედეგად სავარჯიშო შექმნა არასწორს მისამართზე, თარგიდან გამომდინარე --შოთა [UT] 15:10, 24 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ააა მაგაზე ამბობ? კი, სავარჯიშო მაგისთვის არის :) თუ უნდა, ივარჯიშოს თავისთან. ეს ახალი მომხმარებელი რომ არის, კერესელიძეებზე რომ წერს, მაგალითად, მაგასაც შეუძლია საკუთარ ანონიმურ ქვეგვერდზე ივარჯიშოს. ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 15:12, 24 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, მე იმას ვგულისხმობ რომ სავარჯიშო იქმნება ასეთ მისამართზე: მომხმარებელი_განხილვა:SHOTHA/სავარჯიშო და არა მომხმარებელი:SHOTHA/სავარჯიშო. ასე უნდა იყოს? --შოთა [UT] 15:14, 24 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ააა, ტესტით? ჰო, წესით კოდი უნდა იყოს ასეთი: [[მომხმარებელი:{{PAGENAME}}/სავარჯიშო|პირადი სავარჯიშო გვერდი]] (ვთქვათ) --H.McC. განხილვაწვლილი 15:16, 24 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ხო, მაგას ვამბობ. შენ იმიტომ გკითხე, რომ მაინტერესებდა, იქნებ მომხმარებლებისთვის არ შეიძლებოდა ეს თარგი, ასეთი მისამართის გამო ვიღიმი გმადლობ ვაპაჭუნებ მაშინ ახლა თვითონ თარგის განხილვის გვერდზე დავამატებ, რომ შესაცვლელია --შოთა [UT] 15:18, 24 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ ჰენრი, სურათების დამატებისთვის ეგენი აღარ მახსოვდა.--Γεώργιος / - 07:13, 3 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

არაფრის, გიორგი, ლოგიკურად, სადაც მიმაჩნდა საჭიროდ, ჩავსვი, არ მინდოდა, გამქრალიყო ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 09:31, 3 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ხო, მაშინ, რომ მითხარი სულ გადამავიწყდა.--Γεώργιος / - 09:38, 3 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი ეს სტატია წავშალო თუ აპირებ დაწერას?--დათო1010 20:39, 3 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გუშინ რომ მითხარი, ის სტატიები წავშალო? — მიხეილ მიწერა 08:08, 8 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

უი არ წაგიშლია? მეგონა, წაშალე, რომ მომწერე. კი, მიხეილ, თუ შეიძლება, წაშალე. მართლა არ ღირს დასატოვებლად და საერთოდ - მეოხარისხოვანი პერსონაჟი თუ არის (ვინიცობისაა), ნარუტოს ასეთ პერსონაჟებს საერთო სტატია აქვთ. --H.McC. განხილვაწვლილი 08:18, 8 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

აი, ახლა წავშალე. — მიხეილ მიწერა 08:25, 8 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე. 1 თავის ტკივილით ნაკლები. ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 08:30, 8 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

თუ კომპანიის სათაური ეგაა და მაგ სათაურით წესებს ვარღვევ მაშინ როგორ დავამატო ვიკიპედიაზე ? =)), დამცინით ?

არ ვიცოდი როგორ მომეწერა და აქ დავწერე... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა SanomA (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

კარგი, გავითვალისწინებ!.. --08.03.Geo david განხილვაწვლილი 14:42, 8 მარტი 2013 (UTC)2013[უპასუხე]

კარგი, ჰენრი. :) წავშლი...

--17.03.Geo david განხილვაწვლილი 21:58, 16 მარტი 2013 (UTC)2013[უპასუხე]

ესე ჯობია, სურათების გარეშე :)

--17.03.Geo david განხილვაწვლილი 22:07, 16 მარტი 2013 (UTC)2013[უპასუხე]


იდეაში მაქვს, ეგრე გავაკეთო, ოღონდ მერე...

ახლა კი გავალ, დავიძინებ.

ღამე მშვიდობისა, ჰენრი :)

--17.03.Geo david განხილვაწვლილი 22:18, 16 მარტი 2013 (UTC)2013[უპასუხე]

სალამი ჰენრი. ამ სტატიაში იქნებ ინგლისურიდან გადმოიტანო რამე გარე ლინკები, რასაც საჭიროდ ჩათვლი, თორემ ამ მომხმარებელმა გუშინდელს აქეთ პირდაპირ ტვინი წაიღო ფბ გვერდის პირად წერილებში, მომაცილე როგორმე ვიკრიჭებივიკრიჭებიმიხეილ მიწერა 19:09, 2 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა საზარელ მდგომარეობაშია ინგლისური სტატია. --H.McC. განხილვაწვლილი 19:13, 2 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

შენ გაიხარე. ისე, გამოვიდა, რომ მაინც თავისი გაიტანა — მილიონჯერ გავუგზავნე წესები და წაკითხვაც არ უნდოდა, მაგრამ რაც მთავარია, შეგვეშვება ვიკრიჭებიმიხეილ მიწერა 19:15, 2 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს რა. როდესაც ხედავ რომ გითითებენ, რატომ არ გინდა შემეკითხო გაერკვე.... ეჰ... --H.McC. განხილვაწვლილი 19:21, 2 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
რაღაც საოცარი შემთხვევა იყო, აქეთ გავილანძღე. „აი როგორი ყოფილა ქართული სერვისი“. ვიკრიჭებივიკრიჭებიმიხეილ მიწერა 19:27, 2 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვაჰ მე. ვიკრიჭები --H.McC. განხილვაწვლილი 19:32, 2 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

რატომ დამიპატარავდა შრიფტი? რას დავაწკაპუნო?--ცანგალა () 17:25, 3 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

Ctrl და + -ს დააჭირე აბა ან თუ ძალიან დიდი გამოვა - მინუსს --H.McC. განხილვაწვლილი 17:33, 3 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მადლობა.--ცანგალა () 17:40, 3 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ცეცხლისა და ყინულის სიმღერა

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, როცა მოიცლი ამ განხილვაში შეიხედე :) - განხილვა:ცეცხლისა და ყინულის სიმღერა--Tornike 20:38, 4 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ილუსტრაცია

[წყაროს რედაქტირება]

რუსულ ვიკიპედიაში: Википедия:Иллюстрирование და სხვა ვიკიპედიებში ვერ ვიპოვე ქართული ენა, რათა გადავიდე ქართულ ვიკიპედიაში — ვიკიპედია:ილუსტრაცია. მინდა ჩავტვირთო ფაილები, მაგრამ არ შემიძლია. რა გავაკეთო, რომ ჩავტვირთო ფაილები?LKonstantin განხილვაწვლილი 16:29, 5 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მარცხნივ არის ინსტრუმენტების ფუნქცია. თუ დაკეცილია, გაშალეთ და ეწერება - 'ფაილის ატვირთვა'. გადადით და გაეცანით ყველაფერს, რაც იმ გვერდზე წერია და მხოლოდ ამის შემდეგ ატვირთეთ. ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 17:11, 5 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ინსტრუმენტები, შემდეგ ფაილის დამატემა, შემდეგ - ეს სპეციალური გვერდი, მისი რედაქტირება არ შეგიძლიათ. რა შეიძლება გაკეთდეს რედაქტირებისათვის. 'ფაილის ატვირთვა' ვერ ვიპოვე.LKonstantin განხილვაწვლილი 06:24, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

სპეციალური:ატვირთვა, ამ ბმულზე გადადით. „ფაილის ატვირთვა“ იგივე „ფაილის დამატებაა“. ჰო კიდევ, რედაქტირება კი არ უნდა გაუკეთოთ, ფაილი უნდა ატვირთოთ. — G.G. 07:55, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ავტვირთვე: ფაილი:გენერალ-პოლკოვნიკი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე. 1943 წ..jpg მოვათავსე სტატიაში: კონსტანტინე ლესელიძე. სტატიაში არ არის ფოტო, არამედ წარწერა. რა გავაკეთო.LKonstantin განხილვაწვლილი 09:40, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამოვაჩინე. შეიხედეთ კოდში და იხილავთ, როგორ გავაკეთე. ზოგ ინფოდაფაში პირდაპირ ფაილის სახელი (ფაილი.jpg) ჯდება, ზოგში დამატებითი პარამეტრი უნდა. --H.McC. განხილვაწვლილი 10:01, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ჰენრი. თარგი:Beatles for Sale ეს თარგი შენ შეგიქმნია, მაგრამ არსადაა გამოყენებული. ჩავსვა შესაბამის სტატიებში თუ წასაშლელია?--შოთა [UT] 08:30, 6 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გთხოვ თარგებს რომ ენათშორისო ბმულები გაუკეთო. --ცანგალა () 08:52, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

რომელს კონკრეტულად? შენს ბოლო რედაქტირებებში თარგები, რომლებზეც მიმუშავია, არ მინახავს. --H.McC. განხილვაწვლილი 08:57, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა მაგრამ ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურებოდა შენი გზავნილი. მაფიქრებინა, რომ თარგების მთელი სერია მაქვს ეგეთ მდგომარეობაში. ერთი თარგი იყო სულ - ისიც უბრალოდ შემთხვევით გამომრჩა თავის დროზე. მით უმეტეს, თარგი:დაიწყე თარიღი ჩემი გაკეთებულია ადრე და ინტერვიკიც ჩაწერილი აქვს. --H.McC. განხილვაწვლილი 09:13, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ნამეტნავი ოფიციციალური ტონი გამომივიდა? მაპატიე. ახლა სხვა საკითხი სპონგილასებრნი ჩავსვი ბმული ვეტამონაცემებში რატომ არ დაატრიალა?--ცანგალა () 09:33, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]


ცოტა არ იყოს :) უბრალოდ დავპანიკდი. :) ვიკიდატას რაც ეხევა - ერთი მინუსი აქვს - იქ შენახვის მერე აქ უნდა შეინახო რამე ცვლილება და გამოჩნდება (თუ ეგრევე გსურს, რომ გამოჩნდეს). თავისით კი რაღაც დროის მერე ყველასთვის გამოჩნდება. --H.McC. განხილვაწვლილი 09:55, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
უბრალოდ სპორა დატრიალდა და სპონგილასებრნი არა. ისე შენახვის შემდეგ კიდევ გავხსენი - მაინტერესებდა რა იქნებოდა. ასეთი შეკითხვა მაქვს - ბოტები ძველ ბმულებს როდესაც იღებენ ვიკიმონაცემებით სვამენ? მაგ. გიორგის ვუთხარი, რომ ხელით ჩაესვა თარგში რუს. ბმული (რადგან სხვა ენებზე არ არსებობს) - ბმული რას მოიქმედებს? ორივეს (ქართულ- რუსულს) ვიკიმონაცემებით შეაერთებს, თუ მხოლოდ ამოიღებს რუს. ბმულს?--ცანგალა () 10:01, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

თუ ვიკიმონაცემებში რამე ენა არ არის, მაშინ ტოვებენ აქ, მგონი. ისე რუსულს ვერ გავუგე - ვიკიმონაცემებში ვამატებ და რუსულში არ ჩნდება (თუმცა, იქ ვიკიმონაცემები არაა, მაგრამ ბოტმა მაინც არ უნდა ჩაამატოს?) --H.McC. განხილვაწვლილი 10:34, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჯერ ეტყობა სისტემა არეულია. ალბათ სურთ ყველგან ვიკიმონაცემებით შეცვაალონ ხოლო მერე ყველაფერი ავტომატურად დატრიალდება. ვნახოთ რას მოგვიტანს მომავალი. ისე ეს ვიკიმონაცემები კარგი აზრია, რადგან თუ სტატია არ არსებობს ვიკიმონაცემებში ბმულს ვერ დაამატებ.--ცანგალა () 11:19, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰო აი ეგ მომწონს ძალიან. კარგი იქნებოდა ვთქვათ, იქ რაღაც პარამეტრები ყოფილიყო, რომ სტანდარტულად ის ენა აგერჩია, რომელიც შენი ძირითადია. ანუ შეხვიდოდი და უკვე დაგხვდებოდა რომ ქართულს ამატებ და მხოლოდ სტატის სათაურს შეიტანდი. ხოლმე ლათინურზე მაქვს გადართული კლავიატურა და ქ უნდა ავირჩიო, რომ გავაჩინო ეგ სია. --H.McC. განხილვაწვლილი 11:35, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ლათინურზე კლავიატური გადართვა არ გჭირდება ქართული ქ შეგიძლია დამატება.--ცანგალა () 15:09, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰო და მანამდე მაქვს გადართული ხოლმე, სხვადასხვა მიზეზით. ეგ არაფერი, უბრალო წვრილმანია, ისე ვახსენე. ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 15:14, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ka-თიც შეგიძლია ვიღიმი შემოჭრისთვის ბოდიშს ვიხდი ვაპაჭუნებ--შოთა [UT] 15:33, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
როგორ გეკადრება. როდის აქეთ არის დახმარება შემოჭრა? ვიღიმი მადლობა. --H.McC. განხილვაწვლილი 15:34, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე ვიღიმი ისე, თუ დაკვირვებიხარ, თუ ვიკიმონაცემებში ერთი სტატია უკვე ჩასმულია რომელიმე ენათშორისი ბმულების სიაში, ხელმეორედ ვეღარ დაამატებ სხვა სიაში) არადა რამდენ სტატიასა და თარგს აქვს არეული ინტერვიკები) ყველაზე მეტად ეგ მომწონს ვიკიდატაში--შოთა [UT] 15:39, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰო, ეგეც გიგანტური პლიუსია. არეული ინტერვიკები ჩვენი ტკივილია ზოგადად. --H.McC. განხილვაწვლილი 15:43, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ეს განხილვა ამოწურულად მიგაჩნიათ, ანუ პრობლემაზე თვლით, რომ სათანადო გადაწყვეტილებაა მიღებული?--ხაშურელი (გ) 16:59, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე მანდ ვერაფერს ვიტყვი მეტს. ჩემი აზრი დავაფიქსირე. წერია კიდეც - ქსე-ში ზოგან დეივიდ წერია, ზოგან - დევიდ --H.McC. განხილვაწვლილი 17:09, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ქსე-ში VI-ე ტომში წერია დეივიდი--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 17:13, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი იქ რა წერია, მე იმაზე ვწერ, რაც იმ განხილვაში წერია - "Saliner, რაც შეეყება ყატარს და იმას, რომ ზოგან დეივიდი წერია და ზოგან დევიდი — საქმე ისაა, რომ ამ წესებს ხშირად არღვევს ისეთი აკადემიური წყარო, როგორიცაა ქსე. შესაბამისად მას ვეთანხმებით, სულ ესაა." (მიხეილმა დაწერა) --H.McC. განხილვაწვლილი 17:16, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

კარგით, ერთი თხოვნა მექნება თქვენთან. რადგან, შევათანხმეთ, რომ დეივიდია, როგორც თქვენ თქვით, ახლა საჭიროა ბოტის გაშვება და ყველგან შეცვლა. სამწუხაროდ, მე ბოტი არ მაქვს, ჯაბა ლაბაძესაც ვკითხე და არც მას, თუ შეგიძლიათ, ამ საკითხში დაგვემაროთ?--ხაშურელი (გ) 17:17, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბოტს ყველგან ვერ გავუშვებთ, სამწუხაროდ. ვერ აიტანს, გაჭედავს და ერორს ამოაგდებს (პროგრამა), ძალიან დიდი სია იქნება. 70.000-ზე მეტი სტატია უნდა შეამოწმოს. შეთანხმებით კიდევ არ შეგვითანხმებია. ეგ საკითხი კარგი იქნება, გატანილი იქნას ფორუმში, გამოკითხვის სახით. საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს ჩემი აზრია. როგორც რიგითი მომხმარებლის. --H.McC. განხილვაწვლილი 17:26, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

თქვენ გაიტანთ, თუ მე გავიტანო?--ხაშურელი (გ) 17:29, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი, ვისაც სურს, გაიტანოს. მე ჩემი პრიორიტეტები მაქვს. --H.McC. განხილვაწვლილი 17:33, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ სტატიაში სტაფილო ვიტამინი ბ ორი, ციფრი 2 ქვევით დასვა. წინასწარ მადლობა.--ცანგალა () 13:37, 9 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

როგორ შევაერთოთ პარალელური სტატიები სხვადასხვა ენებზე?

[წყაროს რედაქტირება]

როგორ შევაერთოთ პარალელური სტატიები სხვადასხვა ენებზე: Орден «Трудового Красного Знамени ССР Грузии» და საქართველოს სსრ–ის შრომის წითელი დროშის ორდენი ? მოვსინჯე Википедия:Интервики и Википедия:Викиданные დახმარებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა.LKonstantin განხილვაწვლილი 20:36, 10 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

არც გამოვიდოდა. სტატია რამდენიმე ენაზე უნდა იყოს, ხოლო 1 ენის გამო ეგ ფუნქცია დამატებული არ ექნებოდა. ჩავუმატე ენა ხელით იქ, ჩავუმატე აქაც. ინტერვიკი ეწოდება ჩვენთან ამას. --H.McC. განხილვაწვლილი 20:47, 10 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი შენი ჩამატება და კომენტარი ვნახე, ამ ბოლო დროს რაღაც ელემენტარულ შენიშვნებს მაძლევთ კოლეგები, არ დამავიწყდა კატეგორიის ჩასმა უბრალოდ სხვა რამეს ვაკეთებდი ჯერ. ისიც ვიცი თარგს თუ სტატიას კატეგორია და (სასურველია) ინტერვიკიც რომ უნდა ჰქონდეს ვიღიმი--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 20:13, 13 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

კეთილი, ეგ სხვა რამის გამო იყო - ბოლო დროს ბევრი თარგი შემხვდა უკატეგორიოდ და ამიტომ ინსტინქტმა იყივლა. ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 20:36, 13 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამძვინვარებული ვანდალიზმი

[წყაროს რედაქტირება]

დღეს რა ხდება, ვანდალიზმის საერთაშორისო დღე ხომ არ არის შემთხვევით? ვიკრიჭები Nodar Kherkheulidze განხილვა 16:11, 16 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ერთი თვის თუ მეტის წინ რამდენიმე დღე გადაბმულად ისეთი იყო, დღევანდელი მოგონილია. ქვეყანაში სიჩლუნგის გეომეტრიული პროგრესიით მატებაა სახეზე (მათი ნაწერების პათოსს რომ შევხედოთ). --H.McC. განხილვაწვლილი 16:19, 16 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

სალამი ჰენრი, რატომ ჯოშუა?--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 13:13, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

Joshua არ არის? მოსმენა --H.McC. განხილვაწვლილი 13:24, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

რატომ თუ ენციკლოპედიაში ასეა რას ვერჩით?--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 13:27, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

რომელ ენციკლოპედიაში, კაცო.. Joshua იკითხება ჯოშუა და ამიტომ გადავიდა 'ჯოშუაზე'...განა რა არის ამაში ასეთი ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 13:44, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

რომელ ენციკლოპედიაში და საიდანაც დავწერე ვიკრიჭები, ეგ მეც ვიცი, რომ უცხოურში ეგრე ეწერა და სიმართლე გითხრა გამიკვირდა--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 13:47, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

წერტილ მძიმე

[წყაროს რედაქტირება]

პირველი არ ხართ ვინ მაგას მეუბნება :)) აწი ყურადღებით ვიქნები (უფრო). გვერდის სახელის გადასწორება მარტო ადმინებს შეუძლიათ?

სალამი --Bus-bus-bus განხილვაწვლილი 14:42, 21 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მადლობ გავაკეთე --Bus-bus-bus განხილვაწვლილი 15:01, 21 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

სალამი. მომხმარებლის განხილვა:Bemarktbilisi რატომაა მიუღებელი მომხ. სახელი? გუგლში ჩავწერე, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვიპოვე... – BruTe () 11:29, 22 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეგეთი ეჭვი გამიჩნდა. რაღაც ბრენდს ჰგავდა. მაშინ ამოიღე ჯერ-ჯერობით, ბოდიში. --H.McC. განხილვაწვლილი 11:35, 22 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

კეთილი, ჯერჯერობით ამოვიღე. თუ რამეს იპოვნი, ისევ ჩაუსვი. ვიღიმიBruTe () 11:37, 22 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს. რას იტყვი ამის შესახებ? იდუმალი მდინარე? საქმე ისაა, რომ ეს მდინარის სახელია. მე ასე ვფიქრობ: იდუმალი მდინარე სტატია ფილმის შესახებ და იდუმალი (მდინარე) მდინარის. --M. განხილვაწვლილი 11:47, 22 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ალბათ ეგრე იქნება სწორი. ვინაიდან მაინც მდინარე იყო პირველი. --H.McC. განხილვაწვლილი 11:54, 22 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მდინარის სახელი ქართულში გადმოითარგმნება? არ უნდა იყოს ასე: მისტიკი (მდინარე)?--შოთა [UT] 12:01, 22 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
მაშინ კინოს სახელიც ასე უნდა იყოს მდინარე მისტიკი ? --M. განხილვაწვლილი 12:20, 22 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი, მაგრამ არსად მინახავს, რომ გეოგრაფიულ სახელს ვთარგმნიდეთ--შოთა [UT] 12:23, 22 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეს ამდენი ხანი ასე იყო?! ვწუხვარმიხეილ მიწერა 09:26, 24 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გადავირიე. თან შემოწმებული იყო. ვწუხვარ --H.McC. განხილვაწვლილი 09:28, 24 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

არა რა, დავმუნჯდი. ასეთ დროს აქედან გაქცევა მინდება. — მიხეილ მიწერა 09:36, 24 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში, რომ ჩავეჩარე, მაგრამ გიორგიმ (13) დაამოწმა ეს, თუ მეჩვენება რამე? თუ მან დაამოწმა, უნდა მივწერო. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:00, 24 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბექამ დაარედაქტირა, ალბათ წინა ცვლილებას არც გადახედა. და მერე ბექას ნაწერი შეამოწმა გიორგიმ. --H.McC. განხილვაწვლილი 10:18, 24 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაგვემართოს, უბრალოდ, ცოტა მეტი დაკვირვება გვინდა. — მიხეილ მიწერა 10:58, 24 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ეს რა მომსვლია, ალბათ კარგად ვერ დავაკვირდი, თორემ ასეთ რაღაცეებს შეძლებისდაგვარად სულ ვაუქმებვწუხვარ--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 11:34, 24 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ჰენრი :) ახლა ვნახე. კარგი, მანდედან ავარჩევ. :)

რომელ ფოტოსაც ამოვრჩევ, პოსტერის სტატუსი მივანიჭო?

პრინციპში პირდაპირ სახელს დავაკოპირებ და ჩავსვამ იქ.

უნებლიე შეცდომა

[წყაროს რედაქტირება]

უი, ბოდიში ჰენრი, განხილვის გვერდზე უცბად ჯაბას ნაწერი ვერ დავინახე. ვიღიმი--გიორგი () 16:07, 26 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრიიი, ენებს ვერ ვამატებ რომი შნაიდერის გვერდზე და თუ შეძლებ, დაამატე და მეც მასწავლე თან.

პ.ს. ბოლოდან მეორე კომენტარი ჩემია, ხელმოწერა დამავიწყდა : )))

--27.08.Geo david განხილვაწვლილი 13:54, 27 აპრილი 2013 (UTC)2013[უპასუხე]

იხ. (მანდვე მაქვს ახსნილი) --H.McC. განხილვაწვლილი 14:00, 27 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

კაჭკაჭი და კრუხი

[წყაროს რედაქტირება]

მემგონი სკოლაში პირველ კლასში მაგ ტექსტზე ვვარჯიშობდით კითხვაზე ვიკრიჭები. Deu. 18:27, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეს მომხმარებელი რატომაა დასაბლოკი? Deu. 18:29, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

დათო, ახლა ვიმკითხავოთ, ერთი და იგივე ადამიანი იყო თუ სხვადასხვა ერთი IP-დან? ვიღიმი ერთი მეუბნებით ისე, მეორე ასე და როგორც მითხრეს, ისე ვაკეთებ - ბოლო გაფთხილების (ვანდალი 2) შემდეგ (და არა ერთი გაფრთხილების) შემდეგ ვაწერ ბლოკს. წვლილს კი, სამწუხაროდ, ვერ ვნახავ, წაშლილია ყველა (ადმინისტრაციის მიერ). --H.McC. განხილვაწვლილი 18:36, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

(რედ. კონფლიქტი) ჩვენ ზუსტად გვაქვს განსაზღვრული, თუ რა არის ვანდალიზმი. აქვეა მოცემული ფსევდო-ვანდალიზმების ჩამონათვალიც. ყოველთვის მინდა ერთი საკითხის გარკვევა და ზოგადად რომ არ ავხსნა, კაზუსს მოვიყვან, ასე ჯობია:
ვთქვათ, რომელიმე ანონიმმა შექმნა ტესტური გვერდი; ჩვენ ჩავუსვით {{ტესტი}}. გაიმეორა და კიდევ შექმნა ტესტური გვერდი. ამ შემთხვევაში, ჩვენ როგორ უნდა ვიმოქმედოთ: ა) ჩავუსვათ {{ტესტი}} განმეორებით თუ ბ) ჩავუსვათ {{ვანდალი}}? რეალურად მას ვანდალიზმი არ განუხორციელებია... ჩვენ კი ტესტის მეორე შემთხვევას ვანდალიზმად ვთვლით, მესამეს მეორე ვანდალიზმად და მეოთხეზე ვბლოკავთ. მე არ ვიქნები სამართლიანი ადმინისტრატორი, რომ ეს ადამიანი დავბლოკო. ჩვენსავე წესებს დავარღვევ მაგით, ფსევდო-ვანდალიზმისათვის ვერ დავსჯი.
მეორე მხრივ, სიჯიუტეც ერთგვარი ვანდალიზმია, თუ ამას განზრახ აკეთებს მაგრამ ეს არც იმ ჩამონათვალში გვაქვს და, ესეც რომ არ იყოს, სამჯერ ტესტური გვერდის შექმნა შეიძლება ჩაითვალოს სიჯიუტედ?! მოკლედ, ვიკიპედიის წესების თანახმად ამ მომხმარებლის ბოლო ცვლილება იყო ჩვეულებრივი ტესტი, რის გამოც მე მას ვერ დავბლოკავ. სხვა ადმინისტრატორები რას გადაწყეტენ, არ ვიცი. Deu. 18:44, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ერთი და იგივე და სხვადასხვა აი-პი ვერ გავიგე... (ერთსა და იმავე პიროვნებას ორი აი-პის გამოყენება არ ეკრძალება, თუ ამას გულისხმობ). Deu. 18:47, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ერთი და იგივე Ip-ზე ორი სხვადასხვა ადამიანი ვიგულისხმე ერთი ოჯახი, ერთი დაწესებულება და ა.შ. (თუმცა დაწესებულების თანამშრომლის ნაწერს არ ჰგავდა). --H.McC. განხილვაწვლილი 18:50, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
აა, გასაგებია. რამდენიმე ტესტთან დაკავშირებით რას იტყვი? მე მგონია, რომ ჯერ-ერთი მეორე ტესტი არ უნდა ჩაითვალოს ვანდალიზმად და ამას გარდა, ვანდალიზმი რომც ჰქონდეს წინ გაკეთებული, ვანდალიზმის შემდგომი ტესტიც არ უნდა შეერაცხოს ახალ ვანდალიზმად. უფრო სწორად, ვფიქრობ კი არა, ვიკიპედიის წესიდან გამომდინარე ვამბობ, თუმცა პრაქტიკა სხვანაირი გვაქვს. ხშირად განმეორების შემთხვევაში (თუმცა ეს ხშირად არ უნდა იყოს სამჯერ) ალბათ შეიძლება ვანდალიზმად ჩავთვალოთ... Deu. 18:53, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მაგრამ სადამდე უნდა უწერო ტესტები და მსგავსები, ეგ მაინტერესებს... ან სად წერია ჩვენთან, რომ აქამდე და აქამდე უნდა ვაგრძელოთ მსგავსი გაფრთხილებების მიცემა, სულ რომ 100 ცალი სატესტო გვერდი შექმნან? --H.McC. განხილვაწვლილი 18:55, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
არა, რა თქმა უნდა. მე ვსაუბრობ პრობლემაზე, რომელიც ვიკიპედიაში გვაქვს, შენ კი არ მიგითითებ, ასე და ასეა სწორი მეთქი :). ალბათ ვანდალიზმთა ჩამონათვალს უნდა დაემატოს მსგავსი სიჯიუტე. რაოდენობის განსაზღვრა არაა საჭირო, შეფასებითი იყოს (რაოდენობის გარდა სიხშირეზეცაა დამოკიდებული). აქ, სხვათა შორის უფრო ვრცელი ჩამონათვალია; ეგებ აქ იყოს მსგავსი შემთხვევა განსაზღვრული. ამ ეტაპზე, რაც ჩამომიყალიბდა ჩემი აზრი ისაა, რომ ასე მეორევე ტესტი ვანდალიზმად არ უნდა ჩავთვალოთ, ასევე მესამეც... Deu. 19:01, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბოდიშს ვიხდი ჩარევისთვის. დათო, ჰენრის ვეთანხმები, სამწუხაროა, რომ ბოლო დროს აქტიური არ ხარ და ამიტომ უყურებ ასე მშვიდად ვანდალთა თარეშს, თითქოს შორიდან. ყველაფერს აქვს ზღვარი, ფაქტია, მასეთი ტექსტების შემომტანისგან ვიკიპედიელი არ დადგება, აი რამდენიმედღიანი ბლოკის შემდეგ კი, შესაძლოა იგივეს გაკეთება აღარ მოუნდეს. — მიხეილ მიწერა 19:55, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მიხეილს შემიძლია რაღაც მხრივ დავეთანხმო. საკუთარ ტყავზე ვიგემეთ უკანასკნელი წლისა და თვეების მანძილზე ისეთი რაღაცეები, მუშაობის ყოველგვარ სურვილს დაგიკარგავს. მგონი მეც კი ბოლო დროს საგრძნობლად მოვუკელი წერას. --H.McC. განხილვაწვლილი 20:02, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ ყოველდღე ვხედავთ, დღეში რამდენიმეჯერ, რომ იტყვიან, ჭამის წინ და ჭამის მერე. --H.McC. განხილვაწვლილი 20:04, 28 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, ხალხო, მაგრამ ჩვენივე დადგენილ წესს ვარღვევთ მეთქი. ტესტს ვთვლით ვანდალიზმად და ნერვებს ვიშლით ამაზე. Deu. 03:44, 29 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

უკვე სასაცილოა, სატირალი რომ იყოს. აი რა დონის სიჩლუნგეა - აკეთებს გვერდს „ბედი ქართლისა (პოემა)“ და შიგნით წერს ტექსტს „იგი იყო მკურნალი“ ვწუხვარ სიურეალიზმის ზღვარია, ფაქტიურად. --H.McC. განხილვაწვლილი 11:35, 29 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

და ეს სიჩლუნგე არაა ვანდალიზმი. რომელიღაც წითელი ბმულიდან გადავიდა და შეამოწმა შესაძლებლობები. რომც არ იყოს ასე, ვანდალიზმი არ იყო. Deu. 11:45, 29 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ოჰ, ნეტა აქ იჯდე მთელი დღე ჩვენსავით და თუნდაც მიხეილის დღეში გქონდეს ნერვები (ეგ მგონი, მთლად ორ ფრონტზე მუშაობს, ცალკე იმ ეგოიზმში ჩაძირულ გამოჩერჩეტებულ ფეისბუკის თაობასთან). ტესტია თუ ვანდალიზმია, რამდენი მინახავს ეგეთი და ძალიან მაინტერესებს - სადამდე უნდა უგოროს ამას კოჭი კაცმა და რამდენჯერ გინდა ჩაუსვა გაფრთხილება და მსგავსი რაღაცეები? --H.McC. განხილვაწვლილი 11:56, 29 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ერთხელაც არ ჩაგვისვია ამ შემთხვევაში {{ტესტი}} ვიღიმი. მაპატიეთ, ჰენრი და მიხეილ, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია და დავიღალეთ, ცალკეულ შემთხვევების ვანდალიზმად ჩათვლა არასამართლიანია. გარდა ამისა, მგონია, რომ ზედმეტად იშლით ნერვებს და მაგ ზედმეტი ნერვმოშლილობის მიზეზიც ზუსტად ისაა, რომ თქვენს ცნობიერებაში ვანდალიზმის ცნებას ძალიან აფართოებთ, ყველაფერს ვანდალიზმად აღიქვამთ; შეხედეთ ამას როგორც ტესტს, ჩაუსვით {{ტესტი}} და მორჩა. ზედმეტი სიმკაცრით (თანაც წესის დარღვევით) ვერ მოვაშთობთ ასეთ შემთხვევებს, ეს ხომ ცხადია. თუ ჯიუტად გაიმეორებს, მერე დავბლოკოთ, თუ საჭირო გახდა. Deu. 12:05, 29 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

როგორც მითხრეს თავის დროზე, ისე ვაკეთებ:

ვიკიციტატა
„გამარჯობა Floydgeo, პირველ რიგში გილოცავ 44 444-ე სტატიის დაწერასა და ვიკიორდენი მიღებას. :) თხოვნას რაც შეეხება: ვანდალიზმის მეორე შემთხვევისას ვსვამთ {{ვანდალი 2}}-ს, ხოლო კვლავ განმეორების შემთხვევაში უკვე {{დასაბლოკი}}-ს. – BruTe (გ) 15:14, 12 დეკემბერი 2010 (UTC)“

--H.McC. განხილვაწვლილი 12:06, 29 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

შენი საქმის შენ იცი დათო. ვინც დაგვღალა უნებლიე, მუხანათმა, ვერაგმა თუ ჯანდაბა ვანდალებმა, დაე ჩვენითვე გავუმკლავდებით როგორმე. მით უმეტეს, ყოველთვის შენვე ამბობ, რომ ვიკიპედიაში კანონის სახის წესები არ არსებობს და კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ვიღიმიმიხეილ მიწერა 12:11, 29 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
„უნებლიე, მუხანათმა, ვერაგმა თუ ჯანდაბა“ მომეწონა ვიკრიჭები. ჰო, სწორად უთქვამს ბრუტუსს. მაგრამ სანდრო ვანდალიზმზე ლაპარაკობს. ვანდალიზმი კი არ ყოფილა; ხომ გესმის, პირველად არ ვიცი რა ჩაიდინა, მაგრამ მეორე ქმედება ჩვეულებრივი ტესტი იყო და არა ვანდალიზმი. განა არ შეიძლება, რომ პირველი ვანდალიზმის შემდეგ მომხმარებელმა დატესტოს? და ჩვენ ამას უსაფუძვლოდ ვთვლით მეორე ვანდალიზმად (რაზეც სანდრო ლაპარაკობს). მიშა, კანონის სახის წესები არ არსებობს, ამას არ ვამბობ, ვამბობ, რომ მყარი წესები არ არსებობს — პრინციპული სხვაობაა, თუმცა რა აზრი აქვს ამას. ჩემი ნათქვამი არცერთ ვიკიპედიელს არ მოსწონდა, როცა კი გავახმაურე, ახლა საჭირო გახდა ჩემი დაჯერება? : )). მე სამართლიანობაზე ვამახვილებდი ყურადღებას, ესეც რომ არ იყოს — ჩემი პრინციპი იყო ის, რომ სამართლიანობა დგას ნებისმიერ კანონზე მაღლა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს კანონს, ხოლო თუკი იგი განსხვავდება სამართლიანობისაგან, მაშინ სამართლიანობას. Deu. 12:19, 29 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

საშინელების რა მოგახსენო მაგრამ მე მსგავს შეცდომებს ბოლოსთვის ვინახავ ხოლმე :))) პანზერზე გეუბნები --Bus-bus-bus განხილვაწვლილი 18:43, 30 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, იმ ორ სურათს ახალგაზრდა ქვრივის სტატიაში ერთნაირი სახელები ჰქონდათ ალბათ და აირია. და ბევრჯერ ავტვირთე : | იდეაში მაქვს თავიდან რა პოსტერიც იყო ის ისევ ინფოდაფაში დარჩეს და ქვემოთ ის სურათი, სადაც სამივენი არიან.

--07.05.Geo david განხილვაწვლილი 10:44, 7 მაისი 2013 (UTC)2013[უპასუხე]

რთული არაფერი იყო. უნდა შესულიყავი ისტორიაში, გენახა გვერდის ძველი ვერსია, აგეღო ფაილის სახელი და ჩაგესვა ახალ ვერსიაში, ხოლო ახალი პოსტერი უბრალოდ გადაგეტანა ქვემოთ. --H.McC. განხილვაწვლილი 11:13, 7 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ისე პოსტერად ქვედა არ ჯობია? ეგ ახლა ავტვირთე...

--07.05.Geo david განხილვაწვლილი 11:21, 7 მაისი 2013 (UTC)2013[უპასუხე]

გთხოვ, ახალ-ახალ სექციებს ნუ მიკეთებ გამოხმაურებისათვის, რედაქტირება მიეცი ძველს. თუ ახალი სექციის გაკეთება უფრო ადვილია, მაშინ სათაურს (მრავალ წერტილს) ნუ ჩაუწერ და ავტომატურად წინა სექციაში ჩაეწერება.

პოსტერი რომელიც შენ მოგწონს, ის დაუყენე, მაშინ მეორე ფაილი ან ქვევით დასვი ან წავაშლევინებთ ადმინისტრაციას (გამოუყენებლობის გამო). --H.McC. განხილვაწვლილი 11:27, 7 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

კარგი, ეგრე ვიზამ!

--07.05.Geo david განხილვაწვლილი 12:06, 7 მაისი 2013 (UTC)2013[უპასუხე]


სურათის შესახებ

[წყაროს რედაქტირება]

ქართველებს ორი ჩემპიონი გვყავდა და რაღა ვიღაც უშენინას სურათს დებთ. ეგებ ის სურათი ჩიბურდანიძე- ალექსანდრია დადოთ განხილვაწვლილი 18:29, 16 მაისი 2013 (UTC)--ალეკო ოქროსუბნელი განხილვაწვლილი 18:29, 16 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

სურათი შემოტანილია იქიდან, სადაც თავისუფალ წვდომაშია. რაც იდო ორიგინალურ სტატიაში, იგივე დავდე ანალოგად. ქართული ვიკიპედია ქართულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასში მკვეთრად ქართულზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს საინფორმაციო გამოშვება არ არის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ქართველების წარმატებებს. --H.McC. განხილვაწვლილი 18:33, 16 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირება

[წყაროს რედაქტირება]

სალამი ჰენრი, როცა ახალ სტატიას ვქმნი გთხოვ მაცადო მუშაობა--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 13:26, 23 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბექა, სხვა სტატიაში რომ იყავი შესული, იმიტომ შევიტანე კატეგორიები. მე არ მესწავლება მასეთი რაღაცეები. მაგ სტატიის მერე სხვაგან რომ არ შესულიყავი, ჩავთვლიდი, რომ ჯერ იმ სტატიაში ხარ. ეგ არის და ეგ. --H.McC. განხილვაწვლილი 13:33, 23 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, ეს პირველად არ გაგიკეთებია, პირველად რომ გაგეკეთებინა აღარ დავწერდი, ეს მანამდეც გააკეთე, ასე, რომ ნუ გვეწყინება შენიშვნა :)--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 13:36, 23 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მსგავს განცხადებებს ფაქტებიც უნდა დავურთოთ (იმაზე, რომ პირველად არ ვაკეთებ). ფაქტს თუ დამიდებ შემდგომში, დიდად მადლობელი ვიქნები. რაღაც არ მახსოვს, რომ ბოლო პერიოდში კუდში დაგდევდი და შენს სტატიების ვარედაქტირებდი.

ახლა რედაქტირებაზე - დროზოფილაში იყავი ამ სტატიის მერე შესული და საიდან უნდა მივხვდე, დაბრუნდები იმ სტატიაში თუ არა და როდის დაბრუნდება - უბრალოდ ერთი წამით წარმოიდგინე. შენიშვნა არ მეწყინა. უბრალოდ იმ მომენტში უადგილო მეჩვენა. მე არ ვეხები სხვის სტატიას, თუ ის ადამიანი იმ დროს სხვა სტატიას არედაქტირებს ან იმ სტატიის მერე კიდევ 1-2-ში შეიარა.

თანაც იგივე 'შავ სამუშაოს' აკეთებ შენ, როდესაც სხვის მიერ გამოტოვებულ წლებს 'ლინკავ', არა? კატეგორიების hotcat-ის ფუნქციით უცებ-უცებ ჩასმა ხელის შეშლაა? --H.McC. განხილვაწვლილი 13:45, 23 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

უბრალოდ უსიამოვნო ფაქტია, როცა მუშაობ ახალ სტატიაზე და რედაქტირების კონფლიქტში ყვები, იხილე მისიონერობა --ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 13:54, 23 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

კარგი, კარგია რომ ეგ დამიდე. მაგრამ მანდ ერთმა დამაფიქრა - ნახე, შენი რედაქტირება ბოლო იყო ' 13:00, მაისი 16, 2013', შემდეგ ჩემი (ეგრევე), მაგრამ შენი შემდგომი - უკვე '17:40, მაისი 16, 2013‎ '. რა ხდებოდა მანდ, გახსოვს? მე არ ვიცი, მაგრამ ჩანს, უფრო გვიან შემოსულხარ. არ იფიქრო, რომ ახლა რაღაც წვრილმანებში ვეშვები, მაგრამ ეგ შემთხვევა კონფლიქტს ნაკლებად ჰგავს (ბოლოსგან განსხვავებით). ასე თუ ისე - შევეცდები მთლად ეგრეც არ ჩავერიო, თუკი ეგეთი ვითარებაა. :) --H.McC. განხილვაწვლილი 13:59, 23 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

არა, არც შენ იფიქრო, რომ მე ვეშვები წვრილმანებში. ზუსტად არ მახსოვს მგონი მისიონერობაში მოვყევი რედაქტირების კონფლიქტში შენთან. არაუშავს იმედია არ მოხდება მეორედ ვიღიმი--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 14:11, 23 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

Hi, I noticed that you have created article about singer Lou Reed. Thank you for them. Should I request to you, you would want to create at least a short article for John Cale (endees) (also founding member of The Velvet Underground)? Thank you in advance for any resolution. --Marek Koudelka განხილვაწვლილი 16:53, 1 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

I'll consider creating a stub for that one as well. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:30, 1 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]