შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის დიდი თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის დიდი თეატრი

რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრი (რუს.: Государственный академический Большой театр России) — თეატრისა და თეატრალური დასის სახელწოდება მოსკოვში, რუსეთი. თეატრის დიდსა და მცირე დარბაზებში სრულდება სპექტაკლები, ბალეტისა და ოპერის წარმოდგენები.

ბოლშოის დიდი დარბაზი

კომპანია დაფუძნდა 1776 წელს პიოტრ ურუსოვისა და მიხაილ მედოკსის მიერ. თავადპირველად წარმოდგენები კერძო სახლში იმართებოდა, ხოლო 1780 წლიდან მათ პეტროვსკის თეატრი შეიძინეს და სპექტაკლებისა და ოპერების დადგმა დაიწყეს.

თეატრის თანამედროვე ბინა 1825 წელს აშენდა პეტროვსკის თეატრის ადგილას, რომელიც 1805 წლის ხანძარმა დაანგრია. შენობის პროექტი ჯოზეფ ბოუვს ეკუთვნის, რომელმაც 1824 წელს ასევე იქვე მყოფი მცირე თეატრი ააშენა. ამ პერიოდში რუსეთის ყველა თეატრი იმპერატორის კუთვნილება იყო. მოსკოვსა და პეტერბურგში მხოლოდ ორი თეატრი არსებობდა, ერთის დანიშნულება ოპერა და ბალეტი იყო, მეორისა კი ტრაგედიები და კომედიები. ვინაიდან ოპერა და ბალეტი დრამაზე უფრო არისტოკრატიულად მიიჩნეოდა, ოპერის სახლს „გრანდ თეატრი“ (ბოლშოი გრანდის რუსული ვარიანტია) შეარქვეს, ხოლო დრამის თეატრს კი „მცირე თეატრი“ (მალი - რუსულად მცირეს ნიშნავს).

თეატრის ინაუგურაცია 1825 წლის 18 იანვარს მოხდა. თავდაპირველად აქ მხოლოდ რუსული წარმოდგენები იმართებოდა, უცხოელი კომპოზიტორების რეპერტუარი პირველად 1840 წელს გაჟღერდა. 1853 წლის ხანძარმა დიდი ზარალი მოუტანა თეატრს; რეკონსტრუქცია წარიმართა ალბერტ კავოსის, საოპერო კომპოზიტორი კატერინო კავოსის ვაჟი, მიერ და ხელახლა გაიხსნა 1856 წელს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თეატრი სერიოზულად დაზიანდა საჰაერო დაბომბის შედეგად, თუმცა ის მალევე აღადგინეს.

ბოლშოი მრავალი ისტორიული პრემიერის ადგილი იყო, მათ შორის ჩაიკოვსკის „La Voyavoda und Mazeppa“, და რახმანინოვის „Aleko“ და „Francesca da Rimini“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]