შინაარსზე გადასვლა

მოძრავი სურათები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კადრი სამწამიანი ფირიდან.
მოძრავი სურათები

მოძრავი სურათები (იაპონ. 活動写真?) — მოკლე ანიმე, რომელიც 50 კადრისგან შედგება. მისი შექმნელის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა, ცნობილია, რომ ეს არის პირველი ანიმე, შექმნილი იაპონიაში.

კადრები 2005 წლის 31 ივლისს აღმოაჩინა ნაცუკი მაცუმოტომ, ოქსფორდის ხელოვნებათა უნივერსიტეტის ლექტორმა, რომელმაც კიოტოში ოჯახის კუთვნილი ძველი პროექტორი აღმოაჩინა (მრავალ სხვადასხვა ანიმაციურ ფილმთან ერთად)[1][2]. მანამდე ითვლებოდა, რომ უძველესი ანიმე იყო „ამბავი მეკარე მუკუძო იმოკავასი“[3].

პროექტორში შემონახული იყო 50 კადრი, რომელიც ცელულოიდის ფირზე იყო დახატული. თავად ანიმაციური სეგმენტი გრძელდება დაახლოებით 3 წამს. მასზე წარმოდგენილია ბიჭუნა მატროსულით, რომელიც დაფაზე კანჯიზე წერს: მოძრავი სურათები (იაპონ. 活動写真?), შემდეგ მაყურებლისკენ იხედება და პატივისცემის ნიშნად, ქუდს იხსნის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Clements, McCarthy 2006, p. 169.
  2. China People's Daily Online (Japanese Edition): 日本最古?明治時代のアニメフィルム、京都で発見. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 19 November 2009.
  3. Oldest Anime Found. Anime News Network (2005-08-07). ციტირების თარიღი: 2016-08-09.