მტაცებელი ფრინველები
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ტერმინი - მტაცებელი ფრინველი, ხშირად იხმარება შევარდნისნაირთა რიგის წარმომადგენლებთან. აღნიშნული რიგი სამასამდე სახეობას შეიცავს, მათ შორის არწივს, ქორს, კაკაჩას და შევარდენს. თუმცა ყველა მონადირე ფრინველი არ არის მტაცებელი. მაგალითად, ბუს ყველაზე მახვილი თვალი და არწივის მსგავსი, ბასრი ბრჭყალები აქვს, თუმცა მას მტაცებლად არ თვლიან.
მტაცებელი ფრინველები ხორცით იკვებებიან (ნადირობენ მწერებზე, მცირე ზომის ფრინველებზე, რეპტილიებსა და წვრილ ძუძუმწოვრებზე). ნანადირევის მირთმევისას მათ ეხმარებათ ბუნებისგან ბოძებული ბასრი ნისკარტი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ნადავლის დანაწევრებაში.
მტაცებელი ფრინველების ყველა წარმომადგენელი საკვების მოპოვების მიზნით ნადირობს, თუმცა, სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით, მსხვერპლს ნისკარტით არ იჭერს. ამ დროს მტაცებელი ძლიერ კიდურებსა და ბასრ ბრჭყალებს იყენებს. გამონაკლისს წარმოადგენენ სვავები, რომლებიც მხოლოდ ლეშით იკვებებიან, ამიტომ მათ შედარებით სუსტი კიდურები და ბლაგვი ბრჭყალები აქვთ.
ყველა მტაცებელი ფრინველი (ბუსა და ჭოტის გამოკლებით), აქტიურობს დღისით, იმისდა მიუხედავად, ცოცხალ ნადავლზე ნადირობს, თუ ლეშს ეძებს. ზოგიერთი მტაცებელი ფრინველი, მაგალითად, შევარდენი (Falco rufigularis), აქტიურობს შებინდებისას, თუმცა ღამით მაინც არ ნადირობს. ღამით აქტიური ბუებისაგან განსხვავებით, ასეთ მტაცებელ ფრინველებს დღის ფრინველებს უწოდებენ. ისინი ძალიან გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. ზოგიერთი სახეობა ისეა ადაპტირებული გარემოში, რომ არსებობა შეუძლიათ როგორც მაღალმთიან რეგიონებსა და ჭაობიან ადგილებში, ასევე ტროპიკულ ტყეებსა და ტუნდრაში.
გადაფრენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მტაცებელ ფრინველთა ბევრი სახეობა მთელი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას არ ჩერდება. ზოგიერთი მიფრინავს მეტად თბილ ქვეყნებში, რათა თავი დააღწიოს სიცივეს, ზოგი კი - ახალი ნადავლის საძებნელად. მაგალითად, ისეთი სახეობები, როგორიცაა ბოლოკარკაზი და კირკიტა ზაფხულობით ჩრდილოეთით მიემართებიან, რადგან ამ დროს იქ ბევრი მწერია, რომლითაც ეს მტაცებლები იკვებებიან. მაგრამ, როგორც კი ზამთარი იწურება და მწერების რაოდენობა კლებულობს, აღნიშნული ფრინველები იძულებულნი ხდაბიან მზეს კვლავ სამხრეთით წამოყვნენ.
ნადავლის დევნაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მტაცებელ ფრინველთა ზოგიერთი ჯიში, რომელნიც სხვა ფრინველებით იკვებებიან, გადაფრენას ახორციელებენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ უკან მისდიონ სხვა გადამფრენ ფრინველებს, რომლებსაც შემდგომ საკვებად იყენებენ. მაგალითად, ე. წ. ელეონორას მარჯანს (Falco eleonorae) ხშირად დაწყვილების სეზონის გადადებაც კი უწევს გადამფრენი ფრინველების დევნაში. შევარდნისნაირთა რიგის სხვა წარმომადგენლები არ ასრულებენ გადაფრენებს და მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე დაფრინავენ ნადავლის მოსაპოვებლად.
გადაფრენისას მტაცებელი ფრინველები თავს არიდებენ ზღვით გადაფრენას, რადგან ისინი ლივლივს არიან მიჩვეულნი და არ ყოფნით სასიცოცხლო ენერგია დიდი მანძილის გადასალახად. თუმცა, შევარდნისნაირთა რიგის სხვადასხვა წარმომადგენელი ფრენის სხვადასხვა სტილს ფლობს. იმის დადგენა, თუ რა სტილით დაფრინავს მტაცებელი და რა ხერხებს იყენებს ნადირობისას, შესაძლებელია მისი ფრთების ფორმის მიხედვით.
ჩვეულებრივ, შავარდნისნაირთა რიგის წარმომადგენლებს გრძელი და ფართო ფრთები აქვთ. ამის წყალობით, ისეთ სახეობებს, როგორიცაა კონდორი (Vultur), სვავი (Aegypius) და არწივი (Aquila), დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ჰაერში გაჩერება ფრთების გაქნევის გარეშეც, ანუ ლივლივი. ეს თვისება ეხმარებათ მათ დაუღალავად გადალახონ დიდი მანძილები.
თუმცა ცაში ყველაზე ლამაზი არწივია. მისი გაშლილი ფრთები 2 მეტრს აღწევს, თითები ბუმბულითაა შემოსილი. ჰაერში იგი 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და უეცრად შეუძლია მიმართულების შეცვლა. ამისათვის იგი ფრთას კეცავს განსაკუთრებული კუთხით და რთულ მანევრს ასრულებს ჰაერში.
ბეღურებზე მონადირე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მტაცებელ ფრინველთა ისეთი წარმომადგენელი, როგორიცაა მიმინო, გამოირჩევა შედარებით მოკლე ფრთებითა და გრძელი კუდით. სხეულის ასეთი აგებულება ეხმარება მას ჰაერში სწრაფი მანევრირებისა და დიდი სიჩქარის მიღწევაში. მიმინო დაფრინავს გამწვანებულ ადგილებთან, სადაც ბევრი წვრილი ფრინველი ეგულება და იჭერს თავის მსხვერპლს წამიერი მოძრაობით.
მტაცებელ ფრინველთა შორის ყველაზე სწრაფი შევარდენია. როდესაც ქვევით ეშვება მსხვერპლის დასაჭერად, იგი 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. მისი ძირითადი ნადავლია მტრედი, რომელსაც შევარდენი 15/18 მეტრის სიმაღლიდან ხედავს და უსწრაფესად ეშვება ქვემოთ მის დასაჭერად. მიმინოს მსგავსად, შევარდენიც უსწრაფესი მოძრაობით განგმირავს მცირე ზომის მსხვერპლს. რაც შეეხება დიდ ნადავლს, მტაცებელი ნაწილ-ნაწილ მიირთმევს.
უსწრაფეს მტაცებლებს შორის არის მარჯანიც. მას შეუძლია მერცხლებზე ქვემოთ ფრენა და, ამავე დროს, ადვილად მანევრირება ჰაერში.
კირკიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვეულებრივი კირკიტა (Falco tinnunculus), შავარდნისნაირთა რიგის მიეკუთვნება. მისი სხეულის სიგრძე 31-38 სმ-ს აღწევს, მასა 250 გ-მდეა, ფერით წითელი სჭარბობს. კირკიტა ნადირობისას პატარა ფრინველებს ჰაერშივე იჭერს. მისი ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა ჰაერში ნავარდი. ასეთ მდგომარეობაში იგი კარგად აკვირდება მსხვერპლს ზემოდან. დანახვის თანავე კი ელვის სისწრაფით ეცემა მიწაზე და ბრწყალებით იჭერს მას.
ეჭვგარეშეა, რომ მტაცებელმა ფრინველებმა საუკეთესო და უსასტიკესი მონადირეების სახელი დაიმკვიდრეს. თითოეულ სახეობას ნადირობის საკუთარი მეთოდი გააჩნიათ, რათა თავიდან აიცილონ ერთმანეთს შორის მეტოქეობა. განსაკუთრებული ჩვევები ახასიათებთ ლეშიჭამია სვავებსაც. მაგალითად, ე.წ. აფრიკულ სვავს გააჩნია ძლიერი ნისკარტი, რომლის საშუალებითაც ახლად მოკლულ ნადავლს ადვილად მიირთმევს, ხოლო ე.წ. თეთრთავა სვავი ელოდება, სანამ მისი მსხვერპლი კარგად დალპება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ჭამას.
შედარებით პატარაა ე.წ. ეგვიპტური სვავი, რომელიც, სხვა სვავებისაგან განსხვავებით, სადილად სიამოვნებით მიირთმევს სირაქლემას კვერცხებს.
ადვილად მოსაპოვებელი საკვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეშის ჭამა არა მხოლოდ სვავებს ახასიათებთ. მტაცებელ ფრინველთა ზოგიერთი წარმომადგენელი მძორს,როგორც ადვივლად მოსაპოვებელ საკვებს, ხშირად მიირთმევს. თუმცა მტაცებელთა უმრავლესობას ნადირობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს და მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ლეშიჭამია ფრინველების მსგავსად,რომლებიც ნადავლს ერთმანეთში უპრობლემოდ ინაწილებენ,მონადირე სახეობებიც ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით ინადირონ და ერთმანეთს მეტოქეობა არ გაუწიონ.ასევე,მეტოქეობა არ არსებობს დედლებსა და მამლებს შორის.დედალი ყოველთვის უფრო დიდია მამალზე და მიირთმევს მტრედებს,მამლები კი იკვებებიან ისეთი პატარა ჩიტებით,როგორიცაა წიწკანა და სკვინჩა.
"მფრინავი მეთევზე"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღსანიშნავია, აგრეთვე, თევზის მოყვარული მტაცებელი ფრინველები.მათ რიცხვს მიეკუთვნება თევზიჭამია შევარდენი, რომლის ბრჭყალებიც ისეა აგებული, რომ ადვილად იჭერს ნადავლს წყალში. მას ოთხი მოძრავი თითი აქვს, რომლებიც კრავენ სპეციალურ პოზიციას და თევზს არანაირი შანსი არ აქვს თავი დააღწიოს ტყვეიბას. მას ხშირად "მფრინავ მეთევზესაც" უწოდებენ.
მტაცებელ ფრინველთა უმრავლესობას ოთხი თითი აქვთ. ამათგან სამი წინ იყურება, ხოლო ერთი — უკან. თითების დაბოლოებებზე აქვთ ძალზედ ბასრი ბრჭყალები, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ მსხვერპლის საბოლოოდ განგმირვაში. ამ ფრინველებს გააჩნიათ გრძელი კიდურები, რაც, ასევე, ეხმარება მსხვერპლის დაჭერაში. მაგალითად ე.წ. აფრიკულ შევარდენს ორსახსრიანი კიდურები აქვს, რომელთა საშუალებით ხშირად დაუჭერია მსხვერპლი კლდის ნაპრალში.
დაწყვილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჰაერო მანევრირება მტაცებელ ფრინველებს უწევთ მაშინაც, როდესაც ისინი მეწყვილეს ეძებენ. ამგვარ წარმოდგენას ჰაერში ხშირად თან სდევს სპეციფიკური გახმოვანება. მამალი ხშირად დასდევს დედალს ისე, თითქოს ის მისი მსხვერპლი იყოს. ხშირად დაწყვილება ნადირობის დროს ხდება. ნანადირევს ხან მამალი გადაუგდებს დედალს, ხან კი - პირიქით. ზოგი წყვილი ბრჭყალებით ეჭიდება ერთმანეთს და ჰაერში ასე ნავარდობენ.
დაწყვილების სეზონში მტაცებლები მტკიცედ იცავენ თავიანთ ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში, თავს ესხმიან კონკურენტს. დიდი დედალიც ხშირად ესხმის თავს უცხო მამალს და ხშირ შემთხვევაში, კლავს კიდეც მას.
მტაცებელი ფრინველების სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ადგილს ეძებს ბუდის გასაკეთებლად. ხშირად ამგვარი ბუდეები მაღალ სიმაღლეებზე შენდება, მაგალითად კლდეებზე ან მაღალ ხეებზე. არის შემთხვევები, როდესაც მტაცებლები სხვის ბუდეს ესხმიან თავს და იკავებენ მას საჭიროებისამებრ.
მტაცებელი ბარტყები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა მტაცებელი ფრინველი სხვადასხვა რაოდენობის კვერცხს დებს, საშუალოდ ერთიდან ექვსამდე. რაც უფრო დიდია ფრინველი, მით უფრო ნაკლები რაოდენობის კვერცხს დებს. სახეობის მიხედვით განსხვავდება კრუხობის პერიოდიც, მაგალითად, არწივი კრუხობს 40-45 დღეს.
კვერცხი ხშირად ზიანდება, თუმცა ერთი ბარტყი მაინც იჩეკება ხოლმე.
სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით, მტაცებლების ბარტყები შედარებით ნელა ვითარდებიან. ბართყების კვების საკითხს ორივე მშობელი წყვეტს. ხშირ შემთხვევაში მამალს მოაქვს საკვები, ხოლო დედალი უშვალოდ აჭმევს პატარებს. როგორც კი წამოიზრდებიან, ბარტყები დამოუკიდებლად ცდილობენ საკვების მოპოვებას.
ასევე რთული პროცესია ფრენის სწავლა. პატარა ბარტყები ძალიან მოუქნელები არიან და მათი ფრენის "პირველი გაკვეთილი" ხშირად სავალალოდ მთავრდება. მშობელი ბარტყებს ნადირობასაც ასწავლის. მათ მოაქვთ პატარებისთვის ნადავლი, ტოვებენ ბუდეში და აიძულებენ ბარტყებს დამოუკიდებლად დააქუცმაცონ. ზოგ შემთხვევაში, დედა ჰაერში აგდებს საკვებს, რათა ბარტყმა თვითონ სცდოს მისი დაჭერა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბარტყი ისწავლის თავისუფლად ფრენას და შეისწავლის ნადირობის ძირითად წესებს, ის დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს.
ფრინველი "მდივანი"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა მტაცებელი ფრინველებისაგან განსხვავებით ფრინველმდივანის აქვს გრძელი ფეხები, რომლებიც ეხმარება აფრიკის მინდვრებში გადაადგილებისას. მას ხშირად ნახავთ მოსეირნეს, ნადირობის დროს იგი მიწაზე იმყოფება და ფრინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საფრთხე იგრძნო.
იგი, ძირითადად, იკვებება კალიებით, ხვლიკებითა და პატარა ბარტყებით, რომლებსაც ბალახში პოულობს. ხშირად მის მსხვერპლს გველიც წარმოადგენს. თუ გველი დიდია და ფეხის ერთი დარტყმით არ კვდება, მტაცებელს იგი ჰაერში აჰყავს და ზემოდან გადმოაგდებს.
მისი სახელი მომდინარეიბს ლამაზი ბუმბულიანი ბიბილოდან. ბუმბულები წააგავს საწერ კალამებს, თვით ფრინველი კი მდივანს, როდესაც ყურს უკან ხშირად აქვს კალამი.
საინტერესო ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბუს ყველაზე მახვილი თვალი და არწივის მაგავსი ბასრი ბრჭყალები აქვს. მიჩნეულია, რომ ბუ ე.წ. უფეხურასაგან წარმოიშვა.
- მტაცებელი ფრინველები თავიანთ ნადავლს მთლიანად მიირთმევენ. მათ გააჩნიათ ძლიერი საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელსაც შეუძლია მოინელოს ძვალიც კი.
- შევარდენი ყველაზე გავრცელებული მტაცებელი ფრინველია.
- ე.წ. პალმის სვავი განსხვავდება სხვა მტაცებელი ფრინველებისაგან იმით, რომ მიირთმევს ბევრ ხილსა და ბოსტნეულს. ასევე უყვარს მკვდარი თევზი.
- კირკიტა ბევრად უკეთ ხედავს ვიდრე ადამიანი.
- ყველაზე დიდი მტაცებელი ფრინველია ე.წ. ანდების კონდორი, რომლის გაშლილი ფრთები 3 მეტრს აღწევს. ყველაზე პატარა კი აფრიკული ჯუჯა შევარდენია, რომლის სიგრძეც 16 სანტიმეტრია.
მტაცებელთა სახელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არწივი არის დიდი მტაცებელი ფრინველი, აქვს განიერი ფრთები და ძლიერი ფეხები.არწივი აშენებს დიდი ბუდეს, ხის ტოტებით.
- ძერას აქვს გრძელი ფრთები და სუსტი ფეხები. იგი დიდ დროს ცაში ნავარდობაში ატარებს. ძერა საკვების მოსაპოვებლად კი ნადირობს, მაგრამ მეტწილად ლეშით იკვებება.
- შავარდენი არის პატარა ზომის მტაცებელი ფრინველი, გრძელი წვეტიანი ფრთებით. მას ყველა მატაცებელი ფრინველისგან განსხვავებული გარეგნობა აქვს. იგი მიეკუთვნება უფრო Falconidae ვიდრე ქორისებრნს. ბევრი მათგანი ძალიან სწრაფი მფრინავია. ბინას იდებს ბუდეში, შავარდენი ისაკუთრებს ჩიტების მიერ მიტოვებულ ძველ ბუდეს, მაგრამ ხანდახან კვერცხს კლდის ნაპრალში ან ხის ფუღუროში დებს.
- ბუ არის ღამის მონადირე ფრინველი. დაფრინავს უხმაუროდ, აქვს მახვილი სმენა და მხედველობა.
- ბოლობეჭედა არის დიდი, ტანადი ქორის მსგავსად, აქვს გრძელი კუდი და წვრილი გრძელი ფეხები. საუკეთესო მონადირეა ჭაობიან ადგილებში მისი განიერი ფრთების წყალობით.
- ქორი არის საშუალო ზომის მტაცებელი ფრინველი. იგი ჩვეულებრივ Accipiter სახეობას ეკუთვნის. ქორი არის უმთავრესად ტყიანი ადგილების ბინადარი მტაცებელი ფრინველი. მას აგრეთვე აქვს გრძელი კუდი.
- კაკაჩა არის მტაცებელი, ძლიერი სხეულითა და განიერი ფრთებით. ამ სახეობის ზოგიერთი ფრინველი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგალითად buteo (იგი ძალიან ჰგავს ჩრდილოეთ ამერიკულ ქორს).
- სვავი არის ლეშიჭამია მტაცებელი ფრინველი, რომელიც უხსოვარი დროიდან მოყოლებული დღემდე არსებობს. მას მემკვიდრეობით ერგო შიშველი თავი.
სურათები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ე.წ. წითელი ძერა (red kite), რომელიც მსხვერპლზე თავდასასხმელად ემზადება. ძერა არის დიდი მტაცებელი ფრინველი, რომელსაც გრძელი ფრთები და გაშლილი კუდი აქვს.
-
ე.წ. შავმკერდა არწივი, რომელსაც ვხვდებით აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ევროპაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- naturephoto[მკვდარი ბმული]
- Explore Birds of Prey დაარქივებული 2007-01-14 საიტზე Wayback Machine. with The Peregrine Fund
- Birds of prey videos on the Internet Bird Collection
- Helydon Show Dogs and Birds of Prey
- Bird of Prey Pictures
- Global Raptor Information Network