შინაარსზე გადასვლა

მუტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მუტალა
შვედ. Motala
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 58°32′00″ ჩ. გ. 15°02′00″ ა. გ. / 58.53333° ჩ. გ. 15.03333° ა. გ. / 58.53333; 15.03333
დაარსდა 1288
ფართობი 19,29 კმ²
ცენტრის სიმაღლე 89 მეტრი
მოსახლეობა 29 823 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 546 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი https://start.motala.se/
მუტალა — შვედეთი
მუტალა

მუტალა (შვედ. Motala) — ქალაქი შვედეთში, ესტერგეტლანდის ლენში. მდებარეობს ვეტერნის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე და მიიჩნევა გეტას არხისა და მიმდებარე ტბების რეგიონის მთავარ ცენტრად. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 29 823 ადამიანს შეადგენს.[1]

მუტალას ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება. საუკუნეთა განმავლობაში ის პატარა სოფლად რჩებოდა და წარმოადგენდა გაჩერებას შუა საუკუნეების შვედეთის ერთ-ერთი კულტურული ცენტრის — ქალაქ ვადსტენისკენ მიმავალ გზაზე. გარდა ამისა, მუტალაში საკუთარი საცხოვრებელი აიშენა მეფე გუსტავ ვაზამ, მოგვიანებით კი დედოფალმა კრისტინამ მისგან 20 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარე მედევიზე საზაფხულო რეზიდენცია ააგო.

როდესაც XIX საუკუნის დასაწყისში გეტას არხი აშენდა, მუტალა არხზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მან მიიღო სავაჭრო დასახლების სტატუსი, 1823 წელს პატარა პრივილეგია, 1881 წლის 1 აპრილს კი ქალაქის სტატუსი. 1971 წლის მუნიციპალური რეფორმის შემდეგ გახდა მუტალის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.