მუჰამედ VI (გრანადა)
იერსახე
მუჰამედ VI | |
---|---|
محمد الأحمر | |
გრანადის საამიროს მე-10 ამირა | |
მმართ. დასაწყისი: | 1360 |
მმართ. დასასრული: | 1362 |
წინამორბედი: | ისმაილ II |
მემკვიდრე: | მუჰამედ V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1332 |
გარდ. თარიღი: | 25 აპრილი, 1362 |
გარდ. ადგილი: | სევილია |
დინასტია: | ნასრიდები |
რელიგია: | ისლამი |
მუჰამედ VI (არაბ. محمد الأحمر; დ. 1332 — გ. 25 აპრილი, 1362) — გრანადის ამირა 1360–1362 წლებში. ისმაილ II-ის სიძე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1360 წლის 28 ივნისს მუჰამედ VI-ის ბრძანებით მოკლეს ისმაილ II და ტახტი დაიკავა. მის წინააღმდეგ კავშირი შეკრეს გრანადის საამიროს განდევნილმა ამირამ მუჰამედ V-მ და კასტილიის მეფე პედრო I მრისხანემ. მათი ძალები ერთმანეთს 1362 წელს შეხვდნენ. რამდენიმე ციხესიმაგრის დაკარგვის შემდეგ გრანადაში მუჰამედ VI-ს აუჯანყდნენ მუჰამედ V-ის მომხრეები და დაამხეს. 1362 წლის 16 მარტს მუჰამედ V-მ დაიბრუნა ამირას ტიტული, ხოლო ამავე წლის აპრილში პედრო I-მა მუჰამედ VI სიკვდილით დასაჯა სევილიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Islamic Spain 1250 to 1500 by Leonard Patrick Harvey; University of Chicago Press, 1992
- Pedro the Cruel of Castile 1350—1359 (The Medieval Mediterranean : Peoples, Economies and Cultures, 400—1453, Vol 6) by Clara Esto; Brill Academic Publishers, 1995
|