შინაარსზე გადასვლა

ნადირობა გოლუმზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნადირობა გოლუმზე“
რეჟისორი კრის ბუშარდი
პროდიუსერი კრის ბუშარდი
სცენარის ავტორი კრის ბუშარდი
ეფუძნება ბეჭდების მბრძანებელი
ჯ.რ.რ. ტოლკინი
მუსიკა ადამ ლენგსტონი
ენდრიუ სკრაბუტენასი
კრის ბუშარდი
არ არის მითითებული
ოპერატორი კრის ჩაილდი
ჯონ-პოლ ფრეიზერი
გარეთ ბრაუ
მაიკ რიჩი
ნილ ფილიპსი
შტაინ სტაი
მონტაჟი ლუის ოლბროუ
სტუდია Rickety Shack Films
Independent Online Cinema
დისტრიბუტორი Independent Online Cinema
გამოსვლის თარიღი 3 მაისი 2009
ხანგრძლივობა 38 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 5.000 აშშ დოლარზე ნაკლები
შემოსავალი (შემოსავლის გარეშე - უფასო გავრცელება)

ნადირობა გოლუმზე (ინგლ. The Hunt for Gollum) — კრის ბუშარდის 2009 წლის ფენტეზის ჟანრის ბრიტანული სამოყვარულო ფილმი, რომელიც ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანის, ბეჭდების მბრძანებლის დანართებს.[1][2][3] მისი სიუჟეტი მიმდინარეობს შუახმელეთში. ჯადოსანი განდალფი შიშობს, რომ გოლუმი მტერს უამბობს ერთი ბეჭდის შესახებ, ამიტომ პოულობს არაგორნს და აძლევს დავალებას, იპოვოს გოლუმი.

გადაღებები მიმდინარეობდა ჩრდილოეთ უელსში, ეპინგის ტყესა და ჰემპსტედ ჰითში. ფილმი გადაღებულია მაღალგანზომილებიან ფორმატში, დაახლოებით 3.000 გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტით.[3] იგი მთლიანად არაოფიციალურია, თუმცა ბუშარდი ამბობდა, რომ Tolkien Enterprises-თან 2009 წელს შეთანხმებას მიაღწია. ნამუშევარს შემოსავალი არ ჰქონია, ვინაიდან იგი უფასოდ ვრცელდებოდა.

ფილმის პრემიერა გაიმართა კინოფესტივალ Sci-Fi-London-ზე და ინტერნეტში, 2009 წლის 3 მაისს.[2][4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Steele, Francesca (9 October 2009). „Gollum spearheads the Hollywood fan-film revolution“. The Times. ციტირების თარიღი: 1 February 2010.[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 Masters, Tim (30 April 2009). „Making Middle-earth on a shoestring“. BBC News. BBC. ციტირების თარიღი: 1 May 2009.
  3. 3.0 3.1 Sydell, Laura (30 April 2009). „High-Def 'Hunt For Gollum' New Lord Of The Fanvids“. All Things Considered. National Public Radio. ციტირების თარიღი: 1 May 2009.
  4. The Hunt for Gollum. Sci-Fi-London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 1 May 2009.