შინაარსზე გადასვლა

ნაზირ მანკიევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაზირ მანკიევი — დ. 27 იანვარი, 1985, სურკახი, ინგუშეთი) — არის ინგუშეთის მოჭიდავე, რომელმაც მოიპოვა ოქროს მედალი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. კრასნოიარსის მკვიდრი.

2007 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანი, რუსეთის ჩემპიონატების ჩემპიონი და მედალოსანი. რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ეროვნული ნაკრების წევრი 2004 წლიდან. არის ბექან მანკიევის უფროსი ძმა. ეროვნებით - ინგუში. მანკიევი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. სიმაღლით არის 155 სმ.

მან დაიწყო ბრძოლა 13 წლის ასაკში მშობლიურ სოფელ სპორტულ კლუბში გამოცდილი მენტორის რუსლან ჩახკიევის ხელმძღვანელობით, რომელმაც მოახერხა ახალგაზრდისთვის მიეცა ყველა ის უნარ-ჩვევები რაც საჭირო იყო მისი როგორც პროფესიონალი მებრძოლის ჩამოსაყალიბებლად. 2000 წელს მანკიევი გახდა ეროვნული ნაკრების წევრი. ორი წლის შემდეგ, კრასნოიარსკის კლუბის მწვრთნელმა მიხეილ გამზინმა მას კლუბში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

ნაზირ მანკიევი ერთ-ერთი ტიტულოვანი ინგუში სპორტსმენია. მას აქვს მოპოვებული, მთელი რიგი პრიზები, მათ შორის: ივან პოდუბნის 2008 წლის გრან პრი - ოქრო; ივან პოდუბნის 2010 წლის გრან პრი - ოქრო; ივან პოდუბნის 2011 წლის გრან პრი - ოქრო; ივან პოდუბნის 2013 წლის გრან პრი - ბრინჯაო; 2005 წლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატი - ვერცხლი; რუსეთის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2008 - ოქრო; 2006 წლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატი -ოქრო; 2007 წლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატი - ბრინჯაო; 2009 წლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატი - ოქრო; 2012 წლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატი - ვერცხლი.

ნაზირ მანკიევმა მოიპოვა მეგობრობის ორდენი - ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, მაღალი სპორტული მიღწევისთვის XXIX ოლიმპიური თამაშების 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე. პირველი ოქროს მედალი რუსეთის ნაკრებისთვის, პეკინში, 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნაზირ მანკიევმა. უმაღლესი ჯილდოსკენ მიმავალ გზაზე მან თითქმის დაუჯერებელი რამ გააკეთა, სწორედ აქ მან დაამარცხა ბოლო წლების მსოფლიო სამგზის ჩემპიონი, ირანელი ჰამიდ სორიანი, მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი პაკ იუნ ჩოლი და ევროპის ჩემპიონი როვშან ბაირამოვი აზერბაიჯანიდან.

გარდა ამ მიღწევისა, ასევე ნაზირ მანკიევი არის რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

  • Линдер В. И. Манкиевы // Большая российская энциклопедия : электронная версия. — 2016. — Дата обращения: 07.09.2018.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაზირ_მანკიევი“-დან