ნამდვილი ანტილოპები
იერსახე
ნამდვილი ანტილოპები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გარნა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Antilopinae (Gray, 1821) | |||||||||||||
|
ნამდვილი ანტილოპები (ლათ. Antilopinae) — საშუალო ზომის ცხოველები. ვაცის რკალივით მოხრილ რქებზე მრავალი რგოლოვანი ბორცვია; ნეზვს რქები უფრო მოკლე აქვს, ან სრულიად ურქოა. ნამდვილი ანტილოპები გავრცელებული არიან აფრიკისა და აზიის ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში, ევროპაში. მათგან ქურციკი გვხვდება წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში ბინადრობდა შირაქის, ელდარის, სამგორის, გარდაბნის ველებზე და თბილისამდეც აღწევდა, ამჟამად კი გადაშენებულია. ძერენი იცის სამხრეთ-აღმოსავლეთ ალთაიში, სამხრეთ-აღმოსავლეთ იმიერბაიკალეთში და მონღოლეთში. აფრიკის ტრამალების ხტუნია ანტილოპები, რომელთა ვაცს პატარა და სწორი რქები აქვს, მოძრაობისას მხოლოდ ჩლიქის წვერებს ეყრდობიან.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნამდვილი ანტილოპები
- გვარი გარნა
- გვარი დიბატაგი
- გვარი ჟირაფისებრი ანტილოპა
- გვარი გაზელი
- გვარი უდაბნოს გაზელი
- გვარი სამფერა გაზელი
- გვარი სპრინგბოკი
- გვარი ძერენი
- გვარი საიგა
- გვარი ორონგო
- გვარი ბეირა
- გვარი დიკ-დიკი
- გვარი ჯუჯა ანტილოპა
- გვარი კლიპშპრინგერი
- გვარი ორიბი
- გვარი სტენბოკი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტატია „ანტილოპები“, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 488.