ნაყოფიერება
ნაყოფიერება — ცხოველთა ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბებული ყოველი სახეობისათვის დამახასიათებელი უნარი ნამატის მოცემისა, რაც ნორმალურ პირობებში ბუნებრივი სიკვდილიანობის კომპენსაციას ახდენს. სხვადასხვა სახეობისათვის გამრავლების სხვადასხვა ტიპია დამახასიათებელი. მონოციკლური ცხოველები სიცოცხლეში ერთხელ მრავლდებიან და მრავალრიცხოვან შთამომავლობას იძლევიან, ხოლო პოლიციკლური ცხოველები - რამდენიმე თაობას და ნაკლებნაყოფიერი არიან. ხანგრძლივად მცხოვრები ცხოველები 1-2 ნაშიერს შობენ და ისიც არა ყოველ წელს. ხანმოკლედ მცხოვრები ცხოველები წელიწადში რამდენიმეჯერ მრავლდებიან. ნაყოფიერება ცვალებადობს ასაკის, სეზონის, წლის, საკვებით უზრუნველყოფის, კლიმატური პირობებისა და სხვა ფაქტორების შესაბამისად.
ნაყოფიერება დამახასიათებელია სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისთვისაც, მაგ. ფური და ფაშატი ერთნაყოფიანი ცხოველებია (ფურს ტყუპი უჩნდება შემთხვევათა 1-3%-ში, ხოლო ფაშატს 1-1,5%-ში; რეგისტრირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფურმა მოიგი 3-7 ხბოხოლო ფაშატმა 4 კვიცი); ღორი, იმის მიხედვით, თუ რა ჯიშისაა, ერთ დაყრაზე საშუალოდ 6-12 გოჭს შობს (განსაკუთრებით ნაყოფიერები - 17-20, ზოგჯერ 30-მდე); ცხვარი, ისე როგორც თხა, ჩვეულებრივ საშუალო 1-2 ბატკანს იძლევა, იმერული ცხვარი, რომანოვული, ფინური ლანდრასი და ზოგიერთი სხვა ჯიშის ცხვარი - საშუალოდ შობენ 5-6 (18-მდე) ბაჭიას; გალიური გამრავლების პირობებში მელია იძლევა - 4, სიასამური - 3, ყარსაღი - 11, წაულა - 5 ლეკვს. ცხოველთა გამრავლებისათვის ბუნებრივ-ფიზიოლოგიური შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენება მეცხოველეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოცანესი პრობლემა და აუცილებელი პირობაა ჯოგის გაფართოებული მომრავლებისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 337.