ნედ სტარკი
ნედ სტარკი | |
---|---|
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ „სატახტოთა თამაში - პერსონაჟი | |
შონ ბინი ნედ სტარკის როლში, ტელესერიალში „სატახტოთა თამაში“. | |
პირველი გამოჩენა |
|
ბოლო გამოჩენა |
|
შემქმნელი | ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი |
მსახიობი |
შონ ბინი („სატახტოთა თამაში“) |
ინფორმაცია | |
ზედმეტსახელ(ებ)ი | მშვიდი მგელი |
სხვა სახელები |
|
სქესი | მამრობითი |
ოჯახი | სტარკები |
მეუღლე(ები) | კეიტლინ სტარკი |
შვილები | |
ნათესავები |
|
ედარდ (ნედ) სტარკი (ინგლ. Edard Stark) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ და მისი სატელევიზიო ადაპტაციის, „სატახტოთა თამაშის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. სერიალში მას განასახიერებს მსახიობი შონ ბინი.
ნედ სტარკი, იყო სტარკების სახლის ხელმძღვანელი, ვინტერფელის ლორდი და ჩრდილოეთის მცველი. მოგვიანებით ის გახდა შვიდი სამეფოს მეფის, რობერტ ბარათეონის, მარჯვენა ხელი. ის იყო ბენჯენ სტარკის უფროსი, ხოლო ლიანა და ბრანდონ სტარკის უმცროსი ძმა. ის არის რობის, სანსას, არიას, ბრანისა და რიკონის მამა, რომლებიც შეეძინა მისი მეუღლის კეიტლინ სტარკისგან, ასევე არის ბიძა ჯონ სნოუსი რომელიც გაზარდა როგორც უკანონო შვილი. ის იყო თავდადებული ქმარი და მამა, ერთგული მეგობარი და პატავსაცემი ლორდი.
ედარდის სიკვდილით დასჯამ და სერსეი ლანისტერის შვილების უკანონობის გამოვლენამ გამოიწვია დაპირისპირება ჯოფრი ბარათეონსა და რობ სტარკს შორის რაც მოგვაინებით გადაიზარდა ხუთი მეფის ომში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ: ჯოფრი ბარათეონი, რობ სტარკი, რენლი ბარათეონი, სტანის ბარათეონი და ბელონ გრეიჯოი.
ნედის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეები აყალიბებდნენ ვესტეროსის მომავალს წლების განმავლობაში. რობ სტარკი ჩრდილოეთის სხვადასხვა ლორდებმა აღიარეს სრულიად ჩრდილოეთის პირველ მეფედ ეიგონ ტარგარიენის დაპყრობების შემდეგ. რობ სტარკმა ომი გამოუცხადა რკინის ტახტს და 18 000-კაციანი არმიით გაემართა დედაქალაქისკენ, მან ლანისტერები ყველა ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა მისმა ახლადშეძენილმა ლორდმა, ვოლდერ ფრეიმ უღალატა და მოკლა წითელ ქორწილში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ედარდი დაიბადა უინტერფელში, ის იყო ლორდ რიკარდ სტრაკისა და ლედი ლიარა სტარკის მეორე ვაჟი. მას ჰყავდა უფროსი ძმა, ბრანდონი, უმცროსი და ლიანა და უმცროსი ძმა ბენჯენი.
ლორდი ჯონ ერინი მის აღზრდას უინტერფელიდან მოშორებით 8 წლის ასაკიდან შეუდგა. აქ ედარდი მომავალში თავის უახლოეს მეგობართან, რობერტ ბარათეონთან ერთად იზრდებოდა. როდესაც მან თექვსმეტი წლის ასაკს მიაღწია, ის უკვე ზრდასრული კაცი იყო და თავისს დროს უინტერფელსა და ეირს შორის ატარებდა. უინტერფელში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მან მამამის წარუდგინა საქორწინო შეთავაზება რობერტისგან რომლის თანახმადაც რობერტი უინტერფელის ასულის ხელის სთხოვდა, ლორდმა რიკარდ სტარკმა ეს შემოთავაზება მიიღო და დათანხმდა. მოგვიანებით ლიანამ გამოაცხადა საჯაროდ რომ რობერტი არასდროს დარჩებოდა ერთი ქალის ერთგული, რადგანაც მას უკვე ჰყავდა უკანონო შვვილი მია სტოუნისგან, ნედმა ეს ყოველივე ვერ უარყო რამეთუ აქამდე ნანახი ჰყავდა ეს ბავშვი.
ტურნირი ჰარენჰალში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეიგონის დაპყრობიდა 281 წელს ნედი ეირიდან ჩამოვიდა და დაესწრო ტურნირს ჰარენჰოლში. ასევე იმყოფებოდნენ ედარდის მეგობარი რობერტი, მისი აღმზრდელი მამა ჯონი და მისი სამი და-ძმა, ბრენდონი, ლიანა და ბენჯენი. სწორედ ამ ტურნირის დროს გაიცნო ედარდი მამის დიდგვაროვანი, ჰოულანდ რიდი. ჰოლანდი და ედარდი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრები დარჩნენ. ედარდი პირადად შეესწრო იმ მომენტს როდესაც პრინცმა რეიგარ ტარგარიენმა გაიმარჯვა ტურნირში და სილამაზის დედოფლად ნაცვლად თავისი ცოლისა გამოაცხადა ლიანა სტარკი. ნედი ახასიათებს ამ მომენტს როგორც „მომენტი როდესაც ყველა ღიმილი გაქრა“.
იმავე წელს რეიგარმა მოიტაცა ლიანა სტარკი. ბრანდონ სტარკი გაემართა მეფის საბიჯელში ლიანას დასახსნელად, ის რეიგარს დაემუქრა ამის გამო კი დააპატიმრეს. რიკარდი დაიბარეს დედაქალაქში და 200 კაციანი ამალით მივიდა სადაც თავისი შვილის დასახსენლად ორთაბრძოლით გასამართლება მოითხოვა. ეირის II ტარგარიენმა კი მამა-შვილი სიკვდილით დასაჯა და ცოცხლად დაწვა. ეირისმა ჯონ ერინს მოსთხოვა ნედისა და რობერტის მასთან მიყვანა, თუმცა არ დამორჩილდა და ჯარი შეკრიბა.
რობერტის აჯანყება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნედ სტარკს მამა და ძმა გარდაეცვალა, ამიტომაც ის გახდა უინტერფელის ლორდი. ნედს სურდა რომ თავისი ლორდები შეეკრიბა, ჯარი გამოეყვანა და შეერთებოდა რობერტის აჯანყებას, მაგრამ ჩრდილოეთიდან ვეილში მოსახვედრად მას უნდა გადაელახა გულთაუნი, თუმცა ეს სარისკო იყო რადგან გულთაუნის ლორდი რკინის ტახტისადმი ერთგული იყო. ედარდმა გადალახა მთვარის მთები, სადაც დაიქირავა მეთევზე რომელსაც ნავით უნდა გადაეყვანა თეთრ ნავსადგურში. ისინი შტორმში მოყვნენ და მეთევზე დაიხრჩო. თუმცა მისმა ქალიშვილმა ედარდი „სამ დაში“ მიიყვანა. ბორელის სახლის მეისტერმა, ლორდ ბორელს ურჩია, რომ მისი თავი მეფე ეირისისთვის მიეტანა, თუმცა რადგანაც ჯონ ერინმა და რობერტმა დაიკავეს გულთაუნი მან აღარ იცოდა ვინ გაიმარჯვებდა კონფლიქტში. ამიტომაც ლორდმა ბორელმა ნედი გაუშვა და გააფრთხილა, რომ არავისთვის არ ეთქვა მისი აქ ყოფნის შესახებ იმ შემთხვევაში თუ აჯანაყებაში დამარცხდებოდა.
ედარდმა მოუწოდა თავის ლორდებს და შეკრიბა ჩრდილოეთის არმია, რათა შეერთებოდა რობერტს და ჯონს. ჰოსტერ ტალი შეურთდა თავისი არმიით ნედს და რობერტს დროულად მიუსწრეს „ზარების ბრძოლაში“ სადაც მთლიანად ბრძოლის ბედი გადაწყდა მათი მოსვლით. ამის შემდეგ ისინი რივერანში გაემართნენ, სადაც ჯონმა შეირთო ჰოსტერის უფროსი ქალიშვილი კეიტლინი, რომელზეც მისი ძმა ბრანდონი იყო დანიშნული სიკვდილამდე, ხოლო ჯონ ერინმა ცოლად მოიყვანა კეიტლინის და ლიზა. ორმაგმა ქორწილმა შეკრა ალიანსი ამ ოთხ საგვარეულოს შორის.
აჯანყებულებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს „სამკბილას ბრძოლაში“, სადაც რობერტმა მოკლა პრინცი რეიგარ ტარგარიენი. იმის გამო, რომ რობერტი ბრძოლაში დაიჭრა ნედს დაევალა მოწინააღმდეგის ჯარის ნარჩენები მეფის საბიჯელისკენ გაედევნა.
როდესაც ნედ სტარკმა დედაქალაქამდე მიაღწია ნახა რომ ტაივინ ლანისტერს თავისი ჯარით უკვე აეღო ქალაქი. მთელი აჯანყების მანძილზე ტაივინი ნეიტრალური რჩებოდა და ბოლოს გადაწყვიტა გამარჯვებულის მხარეს დამდგარიყო. ედარდის ზიზღმა ყველაზე მეტად მაშინ იმატა როდესაც გაიგო, რომ ლანისტერებმა ქალაქი ღალატით აიღეს და სასტიკად მოკლეს პრინცი რეიგარის ცოლ-შვილი. ლორდი სტარკი მეფის სასახლისკენ დაიძრა რათა რობერტისთვის გვირგვინი მოეპოვებინა. სატახტო დარბაზში შესვლისას მან ნახა, რომ მეფე ეირისი მკვდარი იყო ხოლო ტახტზე იჯდა მისი მკვლელი ჯეიმი ლანისტერი.
ედარდი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა მას შემდეგ რაც რობერტმა ქალაქში შესვლის შემდეგ არ დასაჯა პრინცი რეიგარის ოჯახის მკვლელები. ასევე შეიწყალა ჯეიმი ლანისტერი, რაზეც ნედი ურჩევდა რომ ღამის საგუშაგოზე გაეგზავნა, რადგან მან წმინდა ფიცი დაარღვია.
ედარდმა რობერტი დედაქალაქში დატოვა და გაემართა გრიგალის კიდისკენ სადაც ალყაში მოქცეული ქალაქი გაათავისუფლა, რომელსაც სტანის ბარათეონი იცავდა მთელი ომის მანძილზე. ამის შემდეგ, ედარდი გაემგზავრა დორნის წითელ მთებში, რათა გაეთავისუფლებინა თავისი და ლიანა, რომელიც, სიხარულის კოშკში იყო. როდესაც კოშკთან მივიდნენ ნახეს რომ ლიანას იცავდა მეფის სამი მცველი: სერ არტურ დეინი, ოსველ უენტი და ლორდ მეთაური ჯეროლდ ჰაიტაუერი. ნედი და თავისი ხუთი კომპანიონი მათ შეებრძოლნენ, რის შემდეგად მხოლოდ ნედი და ჰოლანდ რიდი გადარჩნენ. ამბობენ, რომ ედდარმა მოკლა არტური, დილის მახვილი, ერთ ბრძოლაში.
სამწუხაროდ როდესაც კოშკში ავიდნენ ნახეს რომ ლიანა სიკვდილის პირას მყოფი იყო. სიკვდილამდე ნედს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და პირობა დაადებინა რომ არავის არ ეტყოდა. სამწუხაროდ რა უთხრა არავინ არ იცის. ლიანას სიკვდილის გამო საერთო მწუხარებამ ნედი და რობერტი შეარიგა.
როდესაც ედარდი უინტერფელში დაბრუნდა, მას თან ახლდა მისი უკანონო ვაჟი, ჯონ სნოუ. ამან დაძაბა ურთიერთობა მის მეუღლესთან კეტლინთან, რომელმაც ომის დროს რივერრანში მათი ვაჟი რობი გააჩინა. ედარდმა უარი განაცხადა ჯონის დედასთან დაკავშირებთ საუბარზე. თუმცა, ისტორიები მის ვინაობასთან დაკავშირებით გავრცელდა. კეიტლინს ესმა, რომ ბიჭის დედა იყო დორნელი დიდგვაროვანი აშარა დეინი, ის ნედს დაუკავშირდა ამის გამო, ნედმა კი უხეშად მოახსენა რომ ბიჭი მისი სისხლი და ხორცი და ეს იყო საკმარისი რაც უნდა სცოდნოდა. ლორდი ედრიკ დეინი ამბობს რომ ბავშვის დედა იყო მათ სახლში მომსახურე ერთ-ერთი გოგო სახელად უილა, მოგვიანებით ნედმა რობერტთან თავიანთ უკანონო შვილებზე საუბრისას ახსენა სახელი, უილა. გოდრიკი ბორელი ამბობს რომ იმ მეთევზის ქალიშვილი იყო დედა რომელმაც ნედი მის ციხესიმაგრესთან შეაპარა.
ედარდმა თავისი და-ძმა უინტერფელის ქვეშ დამარხა როგორც სტარკების წესი იყო, თავიანთი მამის გვერდით. ნედის უმცროსი ძმა ბენჯენი კი ღამის ებგურს შეურთდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|