ნეშვილი — აშშ-ის შტატის, ტენესის დედალაქი. მდებარეობს დევიდსონ ქაუნტიში მდინარე კამბერლენდზე შტატის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში; მნიშვნელოვანი ცენტრია ჯანდაცვის დაწესებულებებისა და საგამომცემლო ინდუსტრიებისთვის.
2006 წლის ცენზით ნეშვილის მოსახლეობა 613,856 ადამიანს შეადგენს და შტატის სიდიდით მეორე ქალაქია მემფისის შემდეგ. ნეშვილის აგლომერაციის საერთო მოსახლეობა 1,486,695-ს შეადგენს და უდიდესია ტენესის შტატში.