ნიკარაგუის ისტორია
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ნიკარაგუა არის ყველაზე დიდი სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. იგი მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დამაკავშირებელ ვიწრო მატერიკზე. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჰონდურასი, სამხრეთიდან კი, კოსტა-რიკა. ნიკარაგუას მსოფლიო ოკეანეში გასასვლელი აქვს წყნარ და ატლანტის ოკეანეების სანაპიროებზე. მასვე ეკუთვნის რამდენიმე კუნძული და რიფები ატლანტის ოკეანეში.
ნიკარაგუის სახელი მომდინარეობს სიტყვიდან ნაუატლური სიყვის "ნიკარაო" და და ესპანური agua (წყალი) შერწმით. ეს სახელი ჩნდება მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიებზე ესპანელები გამოჩნდებიან.
ნიკარაგუა დასახლებული უნდა ყოფილიყო პალეოინდიელებით 6, 000 წლის წინ. ამას ადასტურებს აკაუალინკას უძველესი ფეხის ანაბეჭდები.
მე-15 საუკუნისთვის დასავლეთ ნიკარაგუა დასახლებული იყო ინდიელებით, რომლებიც კულტურულად და ლინგვისტურად უკავშირდებიან მექსიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ინდიელებს. ისინი მისდევდნენ პირველყოფილ მეურნეობას და ცხოვრობდნენ ქალაქებში, რომლებიც აერთიანებდნენე სამეფოებს. მათი რაოდენობა სავარაუდოდ ერთ მილიონს შეადგენდა და სამი ათეული წლის შემდეგ რამდენიმე ათი ათასამდე დავიდა ესპანელი კონკისტადორების მიერ შემოტანილი დაავადებებისა და სახადების გავრცელების გამო. აღმოსავლეთ ნიკარაგუაში კი ცხოვრობდნენ კოლუმბიიდან და პანამიდან გადმოსახლებული ინდიელები, რომლებიც ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენდნენ თავს.
კოლუმბიმდელი ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკარაგუის კარიბული დაბლობების უმეტესი ნაწილი დასახლებული იყო ენდოგენური ტომებით, რომლებიც გადაადგილდებოდნენ კოლუმბიიდან ჩრდილოეთით. ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ენები უკავშირდება კოლუმბიაში არსებულ ჩიჩბას ენას. აღმოსავლეთ ნიკარაგუაში სახლობდნენ ტომებად და ოჯახებად მაცხოვრებელი ინდიელები. საარსებო საკვებს მოიპოვებდნენ თევზაობით, ნადიორბით და აგროვებდნენ ბანანსა და კასავას ფესვებს. როგორც ჩანს განიცადეს კარიბის ზღვისპირეთის მაცხოვრებელთა გავლენა და მათს მსგავსად ცხოვრობდნენ ჩალის ქოხებში და იყენებდნენ კანოეებს.
1500-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ნიკარაგუაში ჩავიდნენ ესპანელი კონკისტადორები, მათ ნახეს სამი სხვადასხვა ინდური ტომი,რომლებიც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან კულტურითა და ენით. ესენი იყვნენ, ნიკირანო, ჩოროტეგანო და ჩონტალი. ამ განსხვავებულ ტომებს ეჭირა ნიკარაგუის თითქმის მთელი ტერიტორია და გააჩნდათ თავიანთი ბელადები, რომლებიც მართვადნენ საკუთარი კანონებითა და ტრადიციებით. საომარ იარაღებად იყენებდნენ ხმალს, შუბს და ხისგან დამზადებულ ისრებს. ტომებში მმარველობის დამკვიდრებული ფორმა იყო მონარქია. უმაღლესი ხელიუფალი იყო ტომის ბელადი, რომელიც თავის დიდგვაროვნებთან ერთად წარმოადგენდა ტომის არისტოკრატიას. კანონები და წესრიგი მყარდებოდა შიკრიკების საშუალებით, რომლებიც მიდიოდნენ თითოეულ ქალაქში და აცნობდნენ ქალაქის მოსახლეობას ახალ გადაწყვეტილებებს.
ნიკარაგუის ტბასა და წყნარი ოკეანის სანაპიროს შორის ცხვორობდა ნიკირანოს ტომი, რომელსაც მართავდა ნიკარაო, მდიდარი მმართველი, რომლის სატახტო ქალაქი იყო ნიკარაოკალი, დღევანდელი რივასი. ჩოროტეგანოს ტომი ცხოვრობდა ნიკარაგყუის ცენტრალურ რეგიონში. ამ ორ ტომს ესპანელებთან ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ჩონტალის ტომი (რაც ნაუას ენაზე ნიშნავს "უცხოელი") სახლობდა ნიაკარგუის ცენტრალურ მთიანეთში. ეს ტომი პირველ ორ ტომთან შედარებით მცირერიცხოვანი იყო. მათი ნიკარაგუაში დასახლების თარიღი უცნობია.
ნიკარაგუის დასავლეთით და მაღალმთიანეთში, სადაც ესპანელები დამკვიდრდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას მუსრი გაავლო ესპანელების შემოტანილმა სახადმა. გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ამ დაავადებების მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნდა, მათი გენოფონდის უკიდურესად შემცირებას ხელი შეუწყო ესპანელების კოლონიზატორულმა რეჟიმმა.
ესპანელთა დაპყრობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველმა ევროპელმა ნიკარაგუის მიწაზე ფეხი დაადგა 1522 წელს. ეს იყო ხილ გონსალეს დავილა, რომელიც მცირე ჯარით ნიაკრაგუის დასავლეთ საზღვრებს კოსტა-რიკიდან მიადგა. გაოცებულს ინდური ცივილიზაციის აღმოჩენით, მოგზაურობა გაუგრძელებია დასავლეთის ნაყოფიერ მიწებზე. ყარიბები მოგზაურობის განმავლობაში აგროვებდნენ ოქროსა და ნათლავდნენ ინდიელებს. თუმცა ინდიელებთან შეტაკება მოუხდა და დავილა იძულებული გახდა მოქზაურობის დასაწყის წერტილს დაბრუნებოდა. პანამაში დაბრუნებულმა ყველას ამცნო ახალი ქვეყნის აღმოჩენა, რომელსაც ნიკარაგუა უწოდა. გუბერნატორმა პედრარიას დავილამ ბრძანა მისი შეპყრობა და მოგზაურობის დროს შეძენილი ქონების ჩამორთმევა. შევიწროებული დავილა სანტა დომინგოში ჩავიდა ახალი ექსპედიციის მოსაწყობად.
აღნიშნული მოვლენიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ნიკარაგუაში რამდენიმეჯერ შეიჭრა ესპანელი კომნკისტადორების ჯარი. გონსალეს დავილას სამეფო დეკრტით უფლება ებოძა შესულიყო ნიკარაგუაში ჰონდურასის კარიბის ზღვის სანაპიროდან. პანამის გუბერნატორის ბრძანებით ფრანსისკო ერნანდეს დე კორდობა კოსტა-რიკიდან მიუახლოვდა ნიკარაგუას, პედრო დე ალვარადო და კრისტობალ დე ოლიდი ერნან კორტესის წინამძღოლობით გვატემალადან დაიძრნენ ჰონდურასისა და სალვადორის გავლით.
კორდობა იწყებს ნიკარაგუის ინტენსიურ კოლონიზაციას. 1524 წელს აარსებს ორ დასახლებას, გრანადასა და ლეონს, რომლებიც შემდგომში ნიკარაგუის უმთავრეს ქალაქებად გადაიქცნენ და დედაქალის ტიტულსაც ატარებდნენ. მეტის დაპყრობის სურვილით შეპყრობილი კონკისტადორები ერთმანეთს გადაემტერნენ. მალე კორდობა მიხვდა, რომ ქალაქს სჭირდებოდა დაცვა მისი მოწინააღმდეგე კონკისტადორებისგან. მიუხედავად იმისა, რომ კონკისტადორები ერთმანეთს ემტერებოდნენ და არაერთხელ მომხდარა საბრძოლო შეტაკებები მათ შორის, ენდოგენური მოსახლეობის განადგურებისთვისაც იცლიდნენ. საბოლოოდ ინდური ცივილიზაცია განადგურდა. 1529 წლისთვის ნიკარაგუის დაპყრობა დასრულდა. დაპყრობილი ნიკარაგუა კი იმ კონკისტადორებს დარჩათ რომლებმაც სიცოცხლე შეინარჩუნეს და გაიმარჯვეს კიდეც. ერთი ამათგანი იყო პედრარიას დავილა. მართალია ნიკარაგუისთვის ბრძოლა მას პანამის ფასად დაუჯდა, რადგან კონტროლი დაკარგა ამ უკანასკნელზე, მაგრამ ენერგიულად დაიწყო დასაკუთრებული ტერიტორიის მართვა. თავის რეზიდენციად გადააქცია ქალაქი ლეონი და იმასაც მიაღწია, რომ ნიკარაგუის პირველი გუბერნატორი გახდა.
ნიკარაგუა დაინაწილეს კონკისტადორებმა და მათმა მიზნების განხორციელებამ ფრთები გაშალა. ისინი განსაკუთრებით ისწრაფოდნენ დასავლეთის ნაყოფიერი მიწებისკენ. ურთულეს მდგომარეობაში ჩაცვივდნენ ინდიელები, რომელთა სამომავლო პერსპექტივა ან ჩრდილოეთ ნიკარაგუისა და პერუს საბადოებში გაგზავნა, ან ადგილობრივი არისტოკრატიის მონური მსახურება იყო, რაც საბოლოოდ მტანჯველი სიკვდილით სრულდებოდა.
კოლონიიდან ერამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1538 წელს შეიქმნა ახალი ესპანეთის ვიცე სამეფო, რომელიც აერთაინებდა მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკას პანამის გარდა. ახალ ესპანეთს სამხრეთი ნაწილი გამოეყო და 1570 წელს შეიქმნა გვატემალის საკაპიტანო, რომელშიც გაერთიანდა ნიკარაგუაც. ამ პერიოდისთვის ნიკარაგუა ნაწილებად იყო დაყოფილი, ადმინისტარციული ცენტრი კი ლეონი იყო. სეისმურად აქტიურ რეგიონში, 1610 წელს ლეონთან ახლოს მდებარე ვულკანი მომოტომბო ამოიფრქვა და ქალაქი მთლიანად გაანადგურა. ლეონი კვლავ აღადგინეს, მხოლოდ ძველი ადგილმდებარეობიდან ჩრდილოეთით.
ნიკარაგუის ისტორია ახსოვს სამასწლიანი შეტაკებები და ომი. ხშირად ხდებოდა სამოქლაქო ომები და აჯანყებები, რომლებიც ძირითადად მალე სრულდებოდა. მისი ტერიტორია იყო ფრონტის ხაზი ფრანგ, ჰოლანდიელ და ბრიტანელ კოლონისტებს შორის. თავად ქალაქი გრანადა ორჯერ ააოხრეს 1658 და 1660 წლებში.
1822-1823 წლებში ნიკაარგუა შედიოდა მექსიკის იმპერიაში, შემდეგ კი გაწევრიანებული იყო ცენტრალური ამერიკის გაერთიანებულ პროვინციებში. 1838 წელს კი დამოუკიდებლობაც მოიპოვა. გაერთიანებული პროვინციები დაიშალა პარტიული დაპირისპირებების გამო, რომლებიც სამოქლაქო ომში გადაიზარდა. სამოქლაქო ომებისა და მუდმივი აჯანყებების ფონზე ყალიბდებოდა ახლად შექმნილი ნიკარაგუის რესპუბლიკა. ძირითადად დაპირისპირებული იყვნენ ლეონის ლიბერალურ ელიტა და გრანადის კონსერვატული საზოგადოება. დაპირისპირებული მხარეებისთვის პოლიტიკური შეხედულებები უფრო მთავარი იყო ვიდრე სახელმწიფოებრივი ერთიანობა, რაც ძვირად უჯდებოდათ სამოსალაქო ომისგან გადაღლილ ნიკარაგუელებს. 1855 წელს აჯანყებულმა კონსერვატორებმა ამერიკელი ავანტიურისტი, უილიამ უოლკერიც, კი მიიწვიეს დასახმარებლად. გაპრეზიდენტებული უოლკერის გასადევნად კი ერთი კიდევ ომის გადახდა მოუწია, არამარტი ნიკარაგუას, მის მოსახღვრე კოსტა-რიკასა და ჰონდურასს. ამ პერიოდში იწვება ნიკარაგუის საზღვრების ჩამოყალიბებაც. დღევანდელი ნიკარაგუის აღმოსავლეთით მოსკიტების სანაპიროზე ნიკარაგუის სუვერენიტეტი არ ვრცელდებოდა. 1655 წლიდან 1850 წლამდე იგი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო. 1859 წელს კი ბრიტანეთმა ჰონდურასს გადასცა სამართავად, რასაც მოჰყვა მოსკიტების აჯანყება. 1860 წელს მოსკიტების სანაპირო ნიკარაგუის შემადგენლობაში შევიდა ავტონომიის სტატუსით. მოსკიტებს ეყოლებათ საკუთარი ხელისუფალი და შიდა საკითხების მოგვარებაში ნიკარაგუის მთავრობას უფლება არ ექნებოდა. ასე იყო 1870-იან წლებამდე. მას შემდეგ ნიკარაგუას ადგილობრივი ხელიუფლება არ უცვნია. 1890-იან წლებში კი პრეზიდენტ ხოსე სანტოს სელაიას პრეზიდენტობის დროს მოსკიტების ავტონომია გაუქმდება და სანაპიროზე ნიკარაგუის ჯარი შევა. ამ სარისკო გადაწყვეტილებას ბრიტანეთი სამხედრო ძალით არ უპასუხებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკიტები აჯანყდნენ და ბრიტანეთს მიმართეს დახმარებისთვის, ზღვათა მფრობელი იმპერიისთვის მოსკიტების სანაპიროს დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
შეერთებული შტატების ინტერვენცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1909 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ხოსე სანტოს სელაიას წინააღმდეგ აჯანყებულ კონსერვატორებს. შტატებს ნაკლებად ადარდებდა კონსერვატორების პოლიტიკური შეხედულებები. მისი ინტერვენციის მთავარი მიზეზი ნიკარგუის საშინაო საკითხებში ჩარევისა იყო ის, რომ გაეკონტროლებინა ნიკარაგუის არხის შესაძლო მშენებლობის საკითხი, რომლის აშენებაც მისი შეხედულებით, რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და ხელი შეეშალა სელაიასთვის ეკონტროლებინა უცხო ქვეყნების ხელმისაწვდომობა ნიკარაგუის ეროვნულ რესურსებზე. 1909 წლის 17 ნოემბერს სელაიას ბრძანებით ორი ამერიკელი სიკვდილით დასაჯეს, რადგან აღიარეს რომ სურდათ აეფეთქებინათ "Diamante" მდინარე რიო სან ხუანში. შტატებმა ეს მისი საკუთრების ხელყოფად აღიარა და ნიკარაგუაში შეიჭრა. მისი სზღვაო ძალები დაბანაკდნენ ბლუეფილდსთან და უფრო აქტიურად ეხმარებოდნენ მოკავშირე კონსერვატორებს. სელაია 1909 წლის ბოლოს დანებდა და ქვეყნიდან წავიდა. ხელისუფლება კი ხოსე მადრისს გადაულოცა და ქვეყანა დატოვა.
ხოსე მადრისი ცდილობდა აჯანყება ჩაეხშო, თუმცა უშედდეგოდ. ისიც იძულებული გახდა 1910 წლის აგვსტოში დაეტოვებინა ქვეყანა. საბოლოოდ, აშშ-ის მხარდაჭერით ნიკარაგუის პრეზიდენტი გახდა ადოლფო დიასი. 1912 წლის აგვისტოში მან გამოსცა განცხადება ომის მინისტრ ლუის მენას გადაყენების შესახებ. მას ბრალდებოდა აჯანყების მეთაურობა. გენელალი მენა თავის ძმასთან, მანაგუის პოლიციის უფროსთან, ერთად ნიკარაგუიდან გაიქცა. როდესაც აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ სთხოვა დიასს დაეცვა ამერიკელების საკუთრეაბა ამერიკელი მოქალაქეების მშვიდობა და უსფრთხოება, შეერთებული შტატების მარიონეტმა ასე უპასუხა:
- ჩემს მთავრობას სურს შეერთებულმა შტატებმა თავისი ჯარების მეშვეობით დაიცვას ამერიკის საკუთრება და ეს ვრცელდება ნიკარაგუის მთელს მოსახლეობაზე.
1912 წელს აშშ-ის ჯარებმა დაიკავეს ნიაკრაგუა და დაიწყო ოკუპაციის პერიოდი, რომელიც 1933 წლამდე გაგარძელდა. 1910 წლიდანნ 1926 წლამდე ნიკარაგუის მთავრობას აკომპლექტებდა ნიკარაგუის კონსერვატული პარტია. ჩამოროს ოჯახი, რომელიც უძღვებოდა კონსერვატორებს, ასევე ეფექტურად აკონტროლებდა ნიკარაგუას. 1914 წელს დაიდო ბრაიან-ჩამოროს შეთანხმება. მისი ძალით ამერიკამ დაიზღვია თავი იმისგან, რომ აშენებულიყო ნიკარაგუის არხი. 1926 ამერიკის ჯარები გავლენ ნიკარაგუიდან და იმავე წელს მორიგი დაპირისპირება წარმოიშობა ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, რომელიც ისტორიაში კონსტიტუციონალისტების ომის სახელით შევა. ამერიკის საზღვაო ძალები კვლავ დაიკავებენ ნიკარაგუას და გუერილას ჯარების წინააღმდეგობას წააწყდებიან.
1927-1933 წლებში გენერალ აუგუსტო სესარ სანდინო უძღვება გუერილას ჯარებს, პირველყოვლისა კონსერვატორების და შემდეგ ამერიკის ჯარების წინააღმდეგ, რათა გაიმარჯვოს ნიკარაგუის ლიბერალურმა პარტიამ. სანდინო არ შეუერთდებ ა1927 წელს დადებულ შეთანხმებას ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, რომლის ძალითაც, უნდა შეწყვეტილიყო დაპირისპირება და კვლავ გაპრეზიდენტებული ადოლფო დიასს დაესრულებინა პრეზიდენტობის ვადას.
1933 წელს ამერიკის ჯარები დიდი დეპრესიის გაღრმავების გამო გავლენ ნიკარაგუიდან. ისინი ჩამოაყალიბებენ და შეაიარაღებენ ეროვნულ გვარდიას, რომელიც დაკომპლექტებული იყო სამხედრო პირებითა და პოლიციელებით. არმია ჩააბარეს შტატების ახლო მეგობარს ანასტასიო სომოსა გარსიას. იგი შედიოდა ნიკარაგუის მმართველ ტრიუმვირატში, სანდინოსა და პრეზიდენტ ხუან ბაუტისტა საკასასთან ერთად.
ამერკის მთავრობამ დააწესა ნიკარაგუის კამპანიის მედალი, რომლითაც აჯილდოებდნენ იმ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ნიკარაგუის კონფლიქტში.
სომოსას დინასტის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანასტასიო სომოსა გარსიას მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანასტასიო სომოსა გარსიამ, რომელსაც ამერიკის მთავრობა უჭერდა მხარს, ეროვნული გვარდის შესაძლებლობები ჯეროვნად შეაფასა და ჯერ აუგუსტო სადინო მოაკვლევინა 1934 წლის თებერვალში, შემდეგ პრეზიდენტ ბაუტისტა საკასას მომდევრები ჩამოაშორა და 1936 წელს გაპრეზიდენტდა კიდეც. დაამყარა რა დიქტატურა 1979 წლამდე მისი ოჯახი მართავდა ნიკარაგუას.
სომოსას უპირველესი მოწინააღმდეგეები იყვნენ განათლებული საშუალო კლასი და კონსერვატული ელიტა, მათ შორის პედრო ხოაკინ ჩამორო კარდენალი. ლიბერალები თანდათანობით გადაიქცნენ უფრო მძვინვარე და რადიკალ მარქსისტებად. 1951 წლის 21 სექტემბერს ახალგაზრდა მარქსისტ-ლენინისტი პოეტი რიგობერტო ლოპეს პერესი მივიდა საღამოზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტო სომოსა გარსია და მკერდში ესროლა. მოგვიანებით ანასტასიოს შვილი ანასტასიო სომოსა დებაილე თავის მეუარებში"მოტყუებული ნიკარაგუა' ამტკიცებდა, რომ ჩამორომ წინასწარ იცოდა ამ მკვლელობის შესახებო. მკვლელი ლენინისტი ტყვიების წვიმაში ადგილზევე გარდაიცვალა, სომოსა გარსია კი- რამდენიმე დღის შემდეგ ამერიკულ ჰოსპიტალში, პანამაში.
აღზევება და დიქტატორიის რეფორმაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსერვატულმა პარტიამ 1932 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად წამოაყენა ხუან ბაუტისტა საკასა. ანასტასიო სომოსას წყალობით პრეზიდნტის პოსტი უკვე დაუძლურებული იყო. თავად ლიბერალური პარტიის მმართველს თავისი გავლენა მოეხდინა კონგრესზე და ხელმძღვანელობდა ნიკარაგუის ეროვნულ არმიას. პრეზიდენტ საკასას პოპულარობა შემცირდა მისი სისუსტისა და 1934 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდების გამო. სომოსა გარსიამ იხეირა ბაუტისტას წარუმატებლობით. მან კავშირები დაამყარა ყოფილ პრეზიდენტებთან მონკადასა და ჩამოროსთან. გადამწყვეტ მომენტში კი ეროვნული არმიის ძალით ბაურტისტას მომხრეები ჩაანაცვლა მისთვის საიმედო პირებით და კონგრესს მიაღებინა კანონი, რომლის მიხედვით ბაუტისტა უნაროდ ცხადდებოდა. ბაურტისტას შემცვლელად კარლოს ბრენეს ხარკინი დანიშნა. ამგვარად, სომოსას გზა ჰქონდა გაკაფული პრეზიდენტობისკენ. მან ოფიციალურად დატოვა ეროვნული არმიის მეთაურის თანამდებობა და 1936 წლის დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. გაპრეზიდენტებულმა 1937 წლის 1 იანვარს კვლავ დაიბრუნა გავლენა ეროვნულ არმიაზე, დაუქვემდებარა რა პრეზიდენტს სამხედრო ხელმძღვანლის თანამდებობა. შემეგი ნაბიჯი საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გადადგა და ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაურიგა საპასუხისმგებლო თანამდებობები. სომოსას ოჯახს გავლენა ჰქონდა ეროვნულ-ლიბერალურ პარტიაზე, რომელიც თავის მხრივ აკონტროლებდა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. ამრიგად სომოსა ერთპიროვნული მმართველი გახდა, რითაც ნიკარაგუა გადაიქცა დიქტატურად. პოლიტიკურ ოპოზიციას იმდენად შეეძლო დაპირისპირებოდა ხელისუფლებას, რამდენადაც საფრთხე არ შეექმნებოდა მმართველ ელიტას. ამიტომაც იყო, რომ სომოსას ეროვნული არმია არ ინდობდა თავის თანამემამულეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ სერიოზულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ფლობდნენ და მათი მოწყობილი დემონსტარციები საფრთხეს უქადდა ავტორიტარიზმს.
ორი წლის შემდეგ სომოსა გარსიამ გაამჟღავნა სურვილი დარჩენილიყო პრეზიდენტის თაანამდებობაზე თავისი ვადის გასვლის მიუხედავად. 1938 წელს კონგრესს გადაარქვა დამფუძნებელი ასამბლეა და ფაქტობრივად ჩამოართვა საკანონმებლო ფუნქციები. საპრეზიდენტო ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გააზრდევინა რითაც კიდევ რვა წლით გაიხანგრძლივა მმართველობის წლები.
ახალგაზრდა სომოსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანასტასიო სომოსა გარსია შეცვალა თავისმა ძემ ლუის სომოსა დებაილემ. 1956 წლის 29 სექტემბერს გაპრეზიდენტებული სომოსა ნიკარაგუის დიქტატორი იყო, მის უმცროსი ძმა ანასტასიო სომოსა დებაილე კი ნიკარაგუის ეროვნული არმიის მეთაური და მნიშვნელობით მეორე პირი ქვეყანაში. შეერთებულ შტატებში განათლებამიღებულ სომოსას უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა აშშ-სთან ვიდრე მამამისს და ამბობდნენ ინგლისურად უკეთ საუბრობს ვიდრე მშობლიურ ესპანურადო.
სომოსას რევოლუციონერი ოპოზიციონერები კუბის რევოლუციამ წაახალისა და ახალი ძალა მისცა. იმედისა და შთაგონებსი გარდა აჯანყებულებისთვის რევოლუციამ მოიტანა იარაღი და საბრძოლო საშუალებები. აჯანყებულები კოსტა-რიკაში დაიწყებენ მოქმედებას და ჩამოაყალიბებენ სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალურ ფრონტს, რომელსაც როგორც სანდინისტებს ისე გაიცნობენ. მათ სახელი დაირქვეს ლეგენდარული ნიკარაგუელის აუგუსტო სესარ სანდინოს პატივსაცემად. დაიწყება ნიკარაგუის გუერილას ბრძოლა სომოსას რეჟიმის წინააღმდეგ. აშშ-სგან მიღებული დახმარებით სომოსები ჩაახშობენ გუერილას მოძრაობას.
მართალია აჯანყება დამარცხდა, მაგრამ შედეგად ის მიიღო, რომ აჯანყებით შეფიქრიანებულმა პრეზიდენტმა ლუის სომოსა დებაილემ 1963 წლის თებერვალში დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებში მან გაიმარჟვა, რადგან გააყალბეს და სადამკვირვებლო კომისიაში, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს, არ შესულან მოწინააღმდეგე კონსერვატული პარტიის წევრები. სომოსამ კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება, რომლის ძალითაც ნიკარაგუის პრეზდენტობა მისი ოჯახის წევერებს არ გადაეცემოდათ. ამ ცვლილებებს სკეპტიკურად აღიქვამდნენ ნიკარაგუელი ოპოზიციონერები. ლუსი სომოსას გარდაცვალების შემდეგ 1967 წელს ისევ სომოსას ოჯახი აკონტროლებდა ქვეყანას და 1967 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ სომსას ოჯახის წევრმა, ამჯერად ანასტასიო სომოსა დებაილემ გაიმარჯვა.
სანდინისტების აჯანყება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სომოსას რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად გარდამტეხი წერტილი იყო 1972 წლის დეკემბერში მომხდარი მიწისძვრა, რომლემაც დაანადგურა დედაქალაქ მანაგუიას 90% და, მოკვდა 10, 000-ზე მეტი ადამიანი, 500 000 ადამიანამდე კი უსახლკაროდ დარჩა. ნიკარაგუამ მიიღო უზარმაზარი საერთაშოირსო დახმარება. გამომცემელმა და ჟურნალისტმა პერდო ხოაკინ ჩამორომ დაიწყო სენსაციური ამბების წერა იმის შესახებ, თუ როგორ ითვისებდა ამ თანხებს სომოსა და ეროვნული არმია. ამან გააღიზიანა ნიკარაგუის მოსახლეობა. ისინი აგრესიას იჩნდნენ არამარტო სომოსას რეჟიმის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც (რადგან შტატები მხარს უჭერდა სომოსას კომუნისტების წინააღმდეგ). სომოსას რეჟიმის კორუფცია უკვე თვალშისაცემი გახდა. პოლიტიკური ოპოზიცია, განსაკუთრებით კი რევოლუციონერები(სანდინისტები) გამოცოხლებას იწყებენ, რომელთაც ზურგს კუბა და საბჭოთა კავშირი უმაგრებდა.
ახალი წლის წვეულებაზე სომოსას ოჯახის რამდენიმე წევრი და მისი მეგობარი აჯანყებულებმა დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. ამ პერეიოდს სომოსა თავის მემუარებში იხსენებდა აჯანყებულებისა და მთავრობის დაპირისპირების ესკალაციის დაწყებას. ტერორისტული მოქმედების შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ეროვნულმა არმიამ დაიწყო სოფლების აოხრება და სანდინისტების მომხრეთა დაწიოკება. ადამიანის უფლებათა დამცველებმა ამხილეს სომოსას რეჟიმი, თუმცა პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს ნიაკარგუის დიქტატორთან ურთიერთობის შეწყვეტა არ სურდა.
აჯანყებულები წარმატებით აგრძელებდნენ მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას. 1878 წელს პედრო ჩამოროს მკვლელობის შემდეგ ნიკარაგუა სრულმასშტაბიან სამოქალქო ომში ჩაება. სომოსას რეჟიმის მსხვერპლის დაკრძალვას 50, 000 ადამიანი დაესწრო. ნიკარაგუის მოსაზღვრე კოსტა-რიკასა და ჰონდურასში თავმოყრილი სანდინისტები შეიჭებიან ნიკარაგუაში, იზოლაციაში დარჩენილი დასახლებების ასაღებად. სანდინისტები ქალქებს იღებდნენ და აძევებდნენ იქიდან ეროვნულ არმიას. ამის საპასუხოდ სომოსა გაზრდილი ძლადობითა და რეპრესიებით მოქმედებდა. როცა, აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი ლეონი, მან ქალაქის საჰაერო დაბომბვა გადაწყვიტა და განკარგულება გასცა: "დაებომბათ ყველაფერი რაც მოძრაობდა იქამდე, სანამ მოძრაობას არ შეწყვეტდა."
აშშ-ის საინფორმაციო საშუალებები ფართოდ აშუქებდნენ ნიკარაგუაში მომხდარ ამბებს. გააანალიზა რა სომოსას დიქტატურა დღეებს ითვლიდა, კარტერმა აიძულა იგი დაეტოვებინა ნიკარაგუა. სომოსა, რომელიც იმედოვნებდა ეროვნული არმიის მეშვეობით შეინარჩუნებდა ძლაუფლებას, არ დასთანხმდა კარტერს. აშშ აყოვნებდა, რადგან არ სურდა სანდინისტებს ჩაეგდოთ ძალაუფლება. როდესაც ABC-ის რეპორტიორი ბილ სტიუარტი მოკლა ნიკარაგუის ეროვნულმა გვარდიამ, ამერიკის მოსახლეობა აღშფოთდა და უფრო მტრულად მოეკიდა სომოსას რეჟიმს. კარტერმა შეუწყვიტა სომოსას სამხედრო დახმარება, მიაჩნდა რომ სომოსას რეპსრესიული მოქმედებები სანდინისტებს კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს გამოუჩენდა.
სანდინისტების პერიოდი (1979 - 1990)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც კი ნიკარაგუის მთავრობა დაემხო ეროვნული გვარდიის მეთაურები სომოსასთან ერთად გაიქცნენ შეერთებულ შტატებში, რომელიც ჯერ დასთანხმდა თავშესაფარს მაიამიში, შემდეგ კი უარი განუცხადა მიღებაზე. აჯანყებულები ტრიუმფით შევიდნენ დედაქალქში და 1979 წლის 19 ივლისს ეროვნული აღორძინების მთავრობის ხუნტამ, რომელსაც უღვებოდა დანიელ ორტეგა, საკუთარ თავზე აიღო ნიკარაგუის მართვა.
რევოლუციური ომის შედეგად აშშ-ის ზარალმა $480 მილიონს მიაღწია. სანდინისტებმა მემკვიდრეობით მიიღეს დამშეული, დაავადებული ერი. ნიკარაგუის ტბა ავრცელებდა სიკვდილს, რადგანაც ათწლეულების განმავლობაში მასში ჩაედინებოდა მომწამვლელი ნარჩენები ტბის გარშემო აშენებული ქარხნებიდან. ნიადაგის ეროზია და მტვრის ქარიშხლები ტყეების გაჩეხვის ფონზე მწვავე პრობლემად ესხებოდა ქვეყანას. ამ თავსატკივარის აღმოსაფხვრელად სანდინისტურმა მთავრობამ შექმნა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ეროვნული ინსიტიტუტი.
1984 წლის 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 67%-ით სანდინისტებმა გაიმარჯვეს. საერთაშორისო დამკვირვებლების უმეტესობამ არჩევნები გაყალბებულად სცნო. ძირითადი ოპოზიციის კანდიდატმა არტურო კრუსმა, რომლის უკან ამერიკის შეერთებული შტატები იდგა, ვერ გაუძლო შტატების ზეწოლას არ მიეღო 1984 წლის არჩევნებში მონაწილეობა. მოგვიანებით აშშ-ის პოლიტიკოსები იტყვიან: "(რეიგანის) ადმინისტრაცია არ დასთანხმდებოდა კრუსს არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ამ შემთხვევაში სანდინისტებს შეეძლებოდათ ემტკიცებინათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური იყო." სხვა პოლიტიკური პარტიები, როგორცი იყვნენ კონსრვატულ-დემოკრატიული და თავისუფალი ლიბერალური პარტიები, შეძლეს სანდინისტას მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა და არჩევნებში მონაწილეობა. კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიკოსი კრისტოფერ ენდრიუსი ამტკიცებდა, რომ სელპ-მა ზეწოლა მოახდინა მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიებზე, რომელთაგან მეტ საფრთხეს მოელოდა, ხოლო ზომიერი პარტიებს მოქმედების მეტი შესაძლებლობა მისცა და დაიტოვა იმის, მაჩვენებლად, რომ ნიკარაგუაში ერთპარტიული მმართველობა არ იყო. ორტეგა აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა ნიაკარაგუის დაცემული ეკონომიკის ფონზე სიღარიბე მთელს ქვეყანას მოედო.
კომუნისტური მისწრაფებები და აშშ-ის კონტრისტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეერთებული შტატების მრავალწლიანი მხარდაჭერა სომოსას რეჟიმისადმი სანდინისტურ მთავრობასთან კონფრონტაციული პოლიტიკით შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კარტერის ადმინისტრაცია ცდილობდა არ შეეწყვიტა დახმარება ნიკარაგუის ახალი მთავრობისათვის, რათა კიდევ უფრო არ დაახლოვებოდნენ საბჭოთა ბანაკს, მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის მიმდევრამა სანდინისტებმა მაინც საბჭოეთთან მეგობრბა არჩიეს და აშშ-სთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. სანდინისტები გეგმავდნენ საბჭოთა კავშირის დახმარებით თავისი 75, 000 ჯარი შეეიარაღებინათ Т-55-ით, მძიმე არტილერიითა და მილ მი-24-ით, რითაც ნიკარაგუა ცენტრალურ ამერიკაში უძლიერესი არმიის მფლობელი იქნებოდა, ვიდრე მთელი რეგიონის ქვეყნების შეიარაღება ერთად აღებული. საბჭოთა კავშირი ნიკარაგუას დაჰპირდა მიგ-21-ის ტიპის გამანადგურებლებს, თუმცა არ მიუცია, რამაც ძლიერ გაანაწყენა სანდინისტები.
მანაგუა იყო მეორე დედაქალაქი დასავლეთ ნახევარსფეროში ჰავანის შემდეგ, რომელსაც ჰქონდა საელჩო ჩრდილოეთ კორეაში. ჩინეთისა და თავისი საბჭოთა სპონსორების დაპირისპირების შემდეგ სანდინისტური მთავრობა დასთანხმდა ტაივანს ჰყოლოდა ნიკარაგუაში თავისი წარმომადგენლობა, ჩინეთის წარმომადგენლები კი ქვეყანაში არ შეუშვა.
ამ პერიოდში გახმოვანდა კონტრისტული დაჯგუფებების შექმნა. თავდაპირველად იგი დაკომპლექტდება სომოსას ეროვნული გვარდიის იმ ჯარისკაცებისგან, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ნიკარაგუა და იმჟამად ჰონდურასში იმყოფებოდნენ. კონტრისტები ნიკარაგუელი ბიზნეს ელიტის გავლენის ქვეშ მოექცევა. მათ სურდათ დაებრუნებინათ საკუთარი ქონება. კონტრისტების მეთაურთა ჯაჭვი შეიცავდა ყოფილი ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს, კონტრისტების არმიის დამფუძვნებელს ენრიკე ბერმუდესსა და სხვებს. ერთი აღსანიშნავი კონტრისტების მეთაური იყო სანდინისტური რევოლუციის გმირი ედენ პასტორა, იგივე "კომანდანტე ზერო" ("Commadante Zero"), ვინც გაემიჯნა ლენინისტურ ორიენტაციას.
1980 წელს რონალდ რეიგანის არჩევის შემდეგ ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და სანდინისტურ მანაგუას შორის დათბა. რეიგანის ადმინისტრაციამ მომეტებული ყურადღება დაუთმო "კომუნისტურ საფრთხეს, რომელიც მოდიოდა სანდინისტებისგან. თავად სანდინისტებს მხარს უჭერდა კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო და მათ მჭიდრო სამხედრო ურთიერთობა ჰქონდათ საბჭოთა კავშირთანაც. ამგვარად ცენტრალური ამერიკა ცივი ომის დროს ფრონტის ხაზი იყო. ამერიკა ცდილობდა დაეცვა თავისი ბიზნეს ინტერესები, რომელიც სანდინისტებისგან შევიწროებული იყო. საბოლოოდ აშშ-ის მთავრობა დასთანხმდა დაეფინანსებინა იარაღით და პრაქრიკულად გაეწრთვნა ჰონდურასსა და კოსტა-რიკაში განთავსებული კონტრისტების არმია სანდინისტების ჩამოსაგდებად. პრეზიდენტმა რეიგანმა კონტრისტებს "ჩვენი დამფუძვნებელი მამების მსგავსნი" უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხოცავდნენ ყველას ვინც მათი წინააღმდეგი იყო.
ამერიკის ზეწოლამ ნიკარაგუის მთავრობის მიმართ პიკს მიაღწია 1983-1984 წლებში. აშშ არ ერიდებოდა ნიკარაგუიის პორტებსა და ნავთობის რეზერვუარების დაბომბვას. 1986 წელს ნიკარაგუამ საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა შტატებს. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომ ამერიკის ეს ქმედება არაკანონიერი იყო. თუმცა რეიგანის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე და განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საქმის განხილვა. საბოლოოდ გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის შემდეგაც აშშ-ის მთავრობა იძულებული გახდა ნიკარაგუისთვის ჯარიმა გადაეხადა. მხოლოდ ისრაელმა და სალვადორმა, რომელიც იღებდა დიდი სამხედრო დახმარებას საკუთარი გუერილას აჯანყებულების წინააღმდეგ, მხარი დაუჭირეს შეერთებულ შტატებს. გადასახდელი ჯარიმა კი ჯერ კიდევ არ არის გადახდილი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ჯეინ კირკპატრიკმა, გააკრიტიკა საერთაშორისო სასამართლო და "ნახევრად სამართლიან" ორგანოდ მიიჩნია. 1985 წლის 1 მაისს რეიგანმა ეკონომიკური ემბარგო დაუწესა ნიკარაგუას, რომელიც ძალაში 1990 წლის მარტამდე დარჩა.
1982 წელს შტატებში გამოიცა კანონმდებლობა, რომელმაც აკრძალა კონტრიტების დაფინანსება. რეიგანის ადმინისტრაცია კი არალეგალუირად აგრძელებდა მათს მხარდაჭერას. შტატები ირანს საიდუმლოდ მიჰყიდდნენ იარაღს და იქიდან აღებული ფულით აფინასებდნენ კონტრისტებს. საიდუმლო გამომჟღავნდა და ირან-კონტრას სკანდალი მოჰყვა 1986-1987 წლებში. ორმხრივი დაუძლურების ფონზე, სანდინისტურ მთავრობას შეეშინდა კონტრისტების წარმატებების და მასთან მორიგება ამჯობინეს. ადგილობრივი მმართველობების შუამავლობით დადეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 1988 წლის 23 მარტს. კონტრისტები ამის შემდეგ გაერთიანდებიან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნბში მონაწილეობის მისაღებად.
სანდინისტების შემდგომი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წლის 25 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური კავშირის კანდიდატმა ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორომ დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი დანიელ ორტეგა. ვიოლეტა ჩამოროს თითქმის 7 წლიანი პრეზიდენტობის პირველ წლებში სანდინისტები კვლავ აკონტროლებდნენ არმიას, მუშათა გაერთიანებებსა და სასამართლოს. მისმა მთავრობამ დიდ წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეროვნული აღორძინებაზე ზრუნვისთვის, ეკონომიკის მდგრადობის მოსაპოვებლად, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების პროცესსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლისას. 1994 წელს მიღებული სამხედრო კანონით სანდინისტას სახალხო არმიის მეთაური უმბერტო ორტეგა კვლავ დაინიშნა სახელგადარქმეული ნიკარაგუის არმიის მეთაურად 1995 წლის თებერვალში. პოლიციის შესახებ მიღებული ახალი კანონის მეშვეობით პოლიციაზე საზოგადოებრივი კონტროლი დაწესდა.
1996 წლის 20 ოქტომბერს საპრეზიდნტო, საკანონმდებლო და ადგილობრივი მმართველობების არჩვენები მოეწყო, რომელიც როგორც საერთაშორიოს ისე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს. არჩევნებში გაიმარჯვა მანაგუის ყოფილმა მერმა, ლიბერალური ალიანსის მეთაურმა არნოლდო ალემანმა. ალემანმა გააგრძელა ლიბერალური ეკონომიკის განვითარება და წინასაარჩევნო პირობის "საქმე, არა სიტყვები" გამართლება. ამ დროს იგება ახალი მაგისტრალები და გზები, ხიდები. ნიკარაგუა იღებს დიდი საერთაშორიოს დახმარებას 1998 წლის ოქტომბერში თავს დამტყდარი ქარიშხალი მიჩის ზიანის ასანაზღაურებლად. ალემანის საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ მას ბრალად კორუფციაში მონაწილეობა ედება და აპატიმრებენ. 2000 წელს თანამდებობის ზოგიერთი პირი გადადგა.
2000 წლის ნოემბერში მოეწყობა მუნიციპალური არჩევნები, რომელშიც საერთო ჯამში გაიმარჯვებს ალემანის პარტია. თუმცა საქალაქო დასახლებებში, განსაკუთრებით დეპარტამენტების დედაქალაქებში, მათ შორის მანაგუაში, სანდინისტას ეროვნულ-ლიბერალური ფრონტი მოიპოვებს მნიშვნელოვან წარმატებებს.
2001 წლის 4 ნოემბერს გაიმართება საპრეზიდენტო და საკანონმდებლო არჩევნები. ენრიკე ბოლანიოსი გაიმარჯვებს და გახდება ნიკარაგუის შემდგომი პრეზიდენტი. ეს არჩევნებიც, რომელიც 1990 წლის შემდეგ მეოთხე თავისუფალი და გაუყალბებელი არჩევნები იყო, საერთაშორიოს დამკვირვებლების მიერ დადებითად შეფასდა.
2006 წელს მოწქყობილ საპრეზიდენტო არჩევნებშI 16 წლიანი ინტერვალის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა დანიელ ორტეგა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Oleg Ignatiev, "The Storm of Tiscapa", in Borovik and Ignatiev, The Agony of a Dictatorship. Progress Publishers, 1979; English translation, 1980. Covers the rebellion against Somoza.
- Library of Congress (United States), Country Study: Nicaragua, 1993.
- Andrés Pérez, "Nicaragua: History, social conflict, and missions for peace" დაარქივებული 2008-10-22 საიტზე Wayback Machine. , in Gregory Wirick and Robert Miller (ed.s) Canada and Missions for Peace: Lessons from Nicaragua, Cambodia and Somalia. IDRC (Canada), 1998. The middle part of the document linked to is a good general history from about 1850 to the 1990s.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Article discussing American media inaccurate polling in 1990 election
- International Court of Justice[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული]
- United Nations General Assembly resolution
- Article discussing history behind American funding of the Contra-rebels დაარქივებული 2004-01-18 საიტზე Wayback Machine. .
- Independence of Nicaragua
- Information regarding Nicaragua prior to the revolution[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული]
|