შინაარსზე გადასვლა

ნიკარაგუის ოკუპაცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკელი მეზღვაურები აუგუსტო სესარ სანდინოს დროშით, ნიკარაგუა, 1932

ნიკარაგუის ოკუპაცია 1912-1933 წლებში შეერთებულმა შტატებმა მოახდინა. სამხედრო ინტერვენციის ძირითადი მიზანი ნიკარაგუის არხის მშენებლობისთვის ხელის შეშლა იყო. აშშ არ იყო წინააღმდეგი ამ არხის მშენებლობისა, თუმცა სურდა, რომ მხოლოდ მას აეშენებინა ნიკარაგუის არხი. ნიკარაგუამ გამოაცხადა კვაზი-პროტექტორატი 1916 წელს დადებული ჩამორო-რაიანის შეთანხმებით. ოკუპაცია დასრულდა მას შემდეგ, რაც აუგუსტო სესარ სანდინო გაუძღვა გუერილას ჯარს ოკუპანტი ამერიკელების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ოკუპაციის დასასრულის ერთ–ერთი მიზეზი დიდი დეპრესიის დასაწყისი გახდა.

ერთადერთი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელმაც სანდინოსთან ჩაწერა ინტერვიუ, იყო კარლეტონ ბეალსი, გაზეთ ნეიშენის ჟურნალისტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]