ნიკომედე III
იერსახე
ნიკომედე III ევერგეტი (დ. ძვ. წ. 185 — გ. ძვ. წ. 94) — ბითინიის მეშვიდე მეფე. (ძვ. წ. 127-94 წწ.), რომის მოკავშირე. მის დროს ბითინიის სამეფო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. ძვ. წ. 105 წელს ნიკომედე III-მ და მითრიდატე VI ევპატორმა დადეს კავშირი, რომლის ძალითაც ძვ. წ. 106 წელს დაიპყრეს პაფლაგონია და გალატია. ძვ. წ. 102-100 წწ - კაპადოკია. კავშირი დაიშალა მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერია რომი და მთელ ამ ტერიტორიაზე რომის გავლენა აღდგა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 434.