ოპერაცია ურღვევი კლდე
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ოპერაცია ურღვევი კლდე}} |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ოპერაცია „ურღვევი კლდე“ | |||
---|---|---|---|
ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტების ჩაჭერა „რკინის გუმბათის“ სისტემის მიერ | |||
თარიღი | 8 ივლისი, 2014 — 26 აგვისტო, 2014 | ||
მდებარეობა |
ისრაელი | ||
Casus belli | ისრაელის სამხრეთზე სარაკეტო იერიშების განახლება | ||
შედეგი | კონფლიქტი გრძელდება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ოპერაცია ურღვევი კლდე ვიკისაწყობში |
ოპერაცია „ურღვევი კლდე“ ან „დამცავი კლდე“ ან „თავდაცვის ზღვარი“ (ებრ. מבצע צוק איתן - მივცა ცუკ ეითან, Mivtza Tsuk Eitan) — კოდური სახელწოდება ისრაელის თავდაცვითი ძალების ოპერაციისა, რომელიც ღაზის სექტორში 2014 წლის 8 ივლისის გამთენიისას დაიწყო.[1] ოპერაციის გაცხადებული მიზანია ზოგიერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული ჰამასის და მისი მოკავშირეების ინფრასტრუქტურის განადგურება და ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვების შეწყვეტა.
ოპერაციის დაწყებიდან 17 ივლისამდე ოპერაცია შემოიფარგლებოდა წერტილოვანი დარტყმებით ღაზის სექტორის ტერიტორიაზე. 17 ივლისს ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაიწყო ოპერაციის სახმელეთო ნაწილი, „რომლის მიზანია ღაზიდან ისრაელის მიმართულებით გათხრილი გვირაბებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება“.[2]
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 2014 წლის 12 ივნისის საღამოს გაიტაცეს სამი ებრაელი მოზარდი — გილად შაერი, ეიალ იფრახი და ნაფტალი ფრენკელი. ისრაელის მთავრობამ მოზარდების მოტაცებაში ბრალი მოძრაობა ჰამასს დასდო. მოზარდების ცხედრები გაძლიერებული სამძებრი ღონისძიებების შემდეგ 30 ივნისს აღმოაჩინეს. 2,5 კვირიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას და შეტაკებების შედეგად დაიღუპა 7 პალესტინელი, დაკავებულ იქნა 419, რომელთაგან 279 ჰამასისში ირიცხებოდა.
ოპერაციის დაწყების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ისრაელის ტერიტორიის მასირებული სარაკეტო დაბომბვა გახდა. ასე მაგალითად, 2014 წლის ივნისში სულ დაფიქსირდა 30 სარაკეტო იერიში დაფიქსირდა, რომლის დროსაც ტერორისტებმა 66 რაკეტა გაისროლეს და დაჭრეს 3 მოქლაქე. ივლისში მხოლოდ 8 დღეში განხორციელდა 104 იერიში, გაიშვა 250 რაკეტა, დაიჭრა 7 მოქალაქე. 7 ივლისს ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთის მიმართულებით 80 რაკეტა გაუშვეს. თავდაპირველად იერიშს დაექვემდებარა დასავლეთ ნეგევის ტერიტორია და ღაზასთან მოსაზღვრე დასახლებული პუნქტები, შემდეგ დაიბომბა აშდოდი და ნეთივოთი. ტერორისტების სამიზნეებად იქცნენ ის ქალაქები, რომლებზეც იერიში არ განხორციელებულა 2012 წლის ნოემბერში განხორციელებული ოპერაცია „ღრუბლიანი სვეტის“ მერე.
2014 წლის 7 ივლისს უსაფრთხოების საკითხებში ვიწრო კაბინეტის სხდომაზე მიღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება, კოდური სახელით „ურღვევი კლდე“
ქრონოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]7 ივლისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღაზის სექტორის საზღვრებთან ისრაელის თავდაცვითი ძალების კონცენტრაცია დაიწყო. ისრაელის საჰაერო ძალებმა და არტილერიამ წერტილოვანი დარტყმების მიყენება დაიწყო სავარაუდო მიზნებზე. საპასუხოდ ღაზიდან განაგრძეს ებრაული ტერიტორიის სარაკეტო და სანაღმმტყორცნო დაცხრილვა.
საღამოს ებრაული ავიაცია ბომბავდა ღაზაში გაშლილ ტერორისტების ინფრასტრუქტურას. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში ღაზაში გაავრცელეს ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ 12 საათიანი ოპერაციის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 30 ადამიანი.
8 ივლისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღამით და დილით ავიაციამ ღაზის სექტორში 50 სამიზნეზე იერიში მიიტანა. დაინგრა ჰამასის მაღალჩინოსნების ოთხი სახლი. ჰან-უნისის რაიონში დაიბომბა ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო ფრთის, „იზ ად-დინ ალ-კასამის“ ბრიგადის მეთაურის, სამერ აბუ დაკის სახლი. მასთან ერთად დაიღუპა 7 ადამიანი. ნაგებობა, დაბომბვის შედეგად მიწასთან გასწორდა. შენობაზე იერიში განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიის ოფიცერი დაუკავშირდა ტელეფონით ამ ნაგებობაში მაცხოვრებელ ხალხს და აცნობა შენობის დატოვების აუცილებლობის შესახებ დაგეგმილ დაბომბვასთან დაკავშირებით. ასევე განადგურდა 18 სარაკეტო დანადგარი და დაზიანდა ტერორისტების სახმელეთო ინფრასტრუქტურის 10 ელემენტი. დაბომბის შედეგად დაიჭრა 14 ადამიანი.
„იზ ად-დინ ალ-კასამის“ მებრძოლებმა სცადეს ებრაული ვერტმფრენის ჩამოგდება გასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტრელა-2“-ის გამოყენებით. მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ისრაელის საჰაერო ძლებმა რაფახის რაიონში გაანადგურეს ჰამასის მებრძოლების სამეთაურო ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საველე მეთაური ჰატომ მუჰამად აბდელ რაჰმან გოდა.
ტერორისტებმა განაგრძეს ქალაქ აშდოდოს, აშკელონის, სდეროთის, ნეთივოთის, ასევე ეშკოლის, ჰოფ-აშკელონის, სდეროთ-ნეგევის, შაარ ხა-ნეგევის და რამათ-ნეგევის რაიონული საბჭოების ტერიტორიის დაბომბვა. დაუსრულებელი ინტენსიური დაბომბვების გამო ზურგის სარდლობამ აშკელონსა და სდეროთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა, რადგან გამავალი რკინიგზა ხვდება ცეცხლის ხაზის ზონაში. იყო სდეროთის კირიათ-მალახის, ოფაკიმის ბეერ-ტუვიას და იოავის დაბომბვის მცდელობა.
ბეერ-შევას მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. აშდოდში ისრაელის ცხრა მოქალაქემ სამედიცინო დახმარებას მიმართა. ქალაქ სდეროთამდე მისაღწევად რაკეტას 15 წამი ესაჭიროება, სწორედ ამდენი დრო აქვს მოსახლეობას თავის შესაფარებლად. აშკელონამდე ესაჭიროება 30-32 წამი. ბეერ-შევამდე — არაუმეტეს ორი წუთისა. ბენ გურიონის უნივერსიტეტში სასავლო პროცესის შეწყვეტის და გამოცდების კვირის ბოლომდე გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს.
ჯებალიის რაიონში საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა ჰამასის საზღვაო სპეცრაზმის მეთაურის, 24 წლის მუჰამად შააბანას ავტომანქანა. ამ საჰაერო რეიდის შედეგად ოთხი პალესტინელი დაიღუპა.
ღაზის სექტორში შეიარაღებული ძალების შეყვანის საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ძალოვან უწყებებს „ღაზაში უწყვეტი, ხანგრძლივი და მძლავრი საბრძოლო მოქმედების“ წარმოება დაავალა.მისი თქმით, ცაჰალი მზად უნდა იყოს წავიდეს ბოლომდე , რადგან „სახმელეთო ოპერაციის დაწყების საკითხმა აქტუალობა შეიძინა“. სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის წავრებმა მოიწონეს 40 ათასი რეზერვისტის მობილიზაციის გადაწყვეტილება, რომელთაგან 15 ათასი პირველ ეტაპზე იქნებიან მობილიზებულნი. უყებას მიიღებენ ჯავშანსატანკო შენაერთების, ელიტური ქვეითი ბრიგადების, საინჟინრო ჯარების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რეზერვისტები. მოგვიანებით დამატებით 1,5 ათასი რეზერვისტის გაწვევის ბრძანება გაიცა. იმავე დღეს, ღაზის სექტორთან მოსაზღვრე 40 კილომეტრიანი ზოლი „სპეციალური სიტუაციის“ ზონად გამოცხადდა.
გრძელდებოდა ცაჰალის კონცეტრაცია ღაზის სექტორის საზღვრებთან.
ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ებრაულმა ავიაციამ სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ჰამასის პრეს-ცენტრამა დაადასტურა ორგანიზაციის რამდენიმე წევრი დაღუპვა. საჰაერო იერიშების შედეგად დაინგრა ჰამასის კიდევ სამი მაღალჩინოსნის სახლი.
ჰამასის პოლიტსაბჭოს წევრმა, იზატ არ-რიშეკმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში — რამდენიმე საათში მისი ორგანიზაცია თელ-ავივს დაბომბავს. ჰამასის წარმომადგენელმა, აბუ ობეიდამ ისრაელს 2012 წელს ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ზავის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა: „ამ აგრესიის პირობებში სიონისტი მტერი არ უნდა ოცნებობდეს მშვიდობასა და სტაბილურობაზე".
ღაზიდან ისრაელზე სარაკეტო იერიშები გაძლიერდა. დაცხრილვის დისტანცია გაიზარდა. ცევა ადომი ჩაირთო კირიათ-მალახში, გედერაში, მაზკერეთ-ბათიასა და რეჰევოთში. სარაკეტო განგაში გაისმა ბეით-შემეშსა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში.
საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა ყველა ქალაქში სამხრეთიდან თელ-ავივამდე და გუშ-დანის ოლქში. რაკეტა ჩამოგდებულ იქნა თელ-ავივის თავზე.
განგაში გაისმა თელ-ავივში, ხოლონში, ბათ-იამში, რიშონ-ლე-ციონში, გივათაიმში, რამათ-განსა და გუშ-დანის სხვა ქალაქებში.პარალელურად დაიცხრილა გედერა, მაგარამ აქაც „რკინის გუმბათის“ სისტემამ მოიგერია გასროლილი რაკეტები. კიდევ ერთი რაკეტა აფეთქდა აშკელონში, ზარალი არავის მიადგა. თელ-ავივის დაცხრილვაზე პასუხისმგებლობა პალესტინური ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებამ აიღო.
ღაზის სექტორიდან გაშვებულმა რაკეტამ დაფარა 120 კმ და დაეცა დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ხადერაში. ცაჰალის აზრით, აღნიშნული რაკეტა არის ჩინურ-სირიული წარმოების M302. ასეთივე რაკეტები აღმოცენილ იქნა ირანულ ჰომალდ KLOS-C-ზე, რომელიც ებრაულმა საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში დააკავეს. ცაჰალის აზრით ღაზაში ასეთი ტიპის კიდევ ათეულობით რაკეტაა.
ზიკიმის კიბუცის რაიონში, ისრაელის და ღაზის საზღვართან ებრაულმა ჯარებმა ტერორისტების ჯგუფი შენიშნეს და გააუნებელყვეს.კიბუცში შეჭრის მცდელობაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. თავდასხმელები დაჯგუფების სპეცრაზმელები იყვნენ.
ოპერაციის პირველ დღე-ღამეში ღაზაში მოკლულ იქნა 30-ზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან 13 ბავშვია, 100-ზე მეტი დაიჭრა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ტელეიმედი: ღაზის სექტორი - ისრაელის ანტიტერორისტული ოპერაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-12. ციტირების თარიღი: 2014-07-23.
- ↑ ტაბულა: ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო