შინაარსზე გადასვლა

ოტო კრიუმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტო კრიუმელი
გერმ. Otto Krümmel
დაბ. თარიღი 8 ივლისი, 1854(1854-07-08)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ბიდგოშჩი
გარდ. თარიღი 12 ოქტომბერი, 1912(1912-10-12)[1] [2] (58 წლის)
გარდ. ადგილი კელნი[4]
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კილის უნივერსიტეტი და მარბურგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი

ოტო კრიუმელი (გერმ. Otto Krümmel; დ. 8 ივლისი 1854, კცინია — გ. 12 ოქტომბერი, 1912, კელნი) — გერმანელი გეოგრაფი. მოღვაწეობდა ოკეანოლოგიასა და გეოფიზიკაში. ოკეანოლოგიის გამოჩენილი მკვლევარი.

სწავლობდა მედიცინას, შემდეგ მოღვაწეობდა გეოგრაფიულ და ფიზიკურ მეცნიერებებში. ქალაქ ლაიფციგში სწავლობდა ოსკარ ფერდინანდ პეშელთან, გეტინგენში — იოჰან ედუარდ ვაპოისთან და ზეებახთან, ბერლინში — ადოლფ ბასტიანტან და ჰენრიხ კიპერტთან. გეტინგენში 1876 წელს მიიღო მეცნიერების კანდიდატის წოდება, 1878 წელს იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გეოგრაფიაში. 1882-1883 წლებში ჰამბურგში მუშაობდა საზღვაო მეტეოსადგურში, სადაც მოღვაწეობდა ოკეანოლოგიის დარგში. 1883 წელს ქალაქ კილში მიიწვიეს პროფესორად. 1897-1898 წლებში იყო რექტორი. ერთდროულად მუშაობდა საზღვაო-სამხედრო აკადემიის დოცენტად.

1889 წელს მონაწილეობდა ატლანტის ოკეანეში ჩატარებულ ექსპედიციაში. 1911 წელს მარბურგში გახდა გეოგრაფიის პროფესორი. მოღვაწეობდა გეოგრაფიის ყველა ძირითად დარგში. ლექციებს კითხულობდა მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, მორფოლოგიის, ანთროპოგეოგრაფიის, ქვეყანათმცოდნეობისა და ეთნოგრაფიის დარგებში. ბერლინის, ამსტერდამის, ლონდონის, რომისა და სხვა. იყო გეოგრაფიული საზოგადოებების წევრი.

• Die äquatorialen Meeresströmungen des Atlantischen Ozeans u. d. allg. System d. Meereszirkulation: Diss — Göttingen, 1877.
• Bemerkungen üb. d. Meeresströmungen u. -temperaturen d. Falklandsee (нем.) // Archiv Dtsch. Seewarte. — 1882.
• Die Bewegungsformen des Meeres — Stuttgart, 1887.
• Die geogr. Entwicklung d. Nordsee — 1894.
• Europ. Staatenkde — 1880 Vol. 1. — (Klassiker der Geographie. – 1904. – Bd. 3).
• Geogr. Praktikum — 1908. (mit M. Eckert)
• Geophysikalische Beobachtungen der Plankton-Expedition — Kiel, 1893.
• Der Ozean, e. Einf. i. d. allg. Meereskde — Leipzig, 1886.
• Reisebeschreibung der Plankton-Expedition — Kiel, 1892.
• Versuch einer vergleichenden Morphologie der Meeresräume: Habil. schr — Göttingen, 1879.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119509601 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.

2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია

3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.

4. Крюммель Отто // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.