ოქროს ხანა (რომანი)
იერსახე
„ოქროს ხანა“ — ქართველი მწერლის ლაშა ბუღაძის რომანი.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანი საქართველოდან ნებით თუ იძულებით გადახვეწილი და თბილისში დარჩენილი თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს. რატომ გაიქცა რომანის მთავარი პერსონაჟი კოტიკო თბილისიდან და რატომ დაბრუნდა უკან; როგორ ხდებიან ძველი ბიჭები პოლიტიკოსები; როგორ აშენებენ თბილისში ნარკომანები ეკლესიებს და როგორ ქმნიან ერთობლივ ოჯახს შორეულ ბრიტანეთში თბილისელი შოთიკო და დათუნა... რომანიდან შეიტყობთ თუ როგორ ატარებენ თავიანთი ცხოვრების ოქროს ხანას რომანის გმირები.
რომანი ლიტერატურული პრემია „საბას” 2007 წლის გამარჯვებულია.