შინაარსზე გადასვლა

ოქსილიკვიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქსილიკვიტი ან თხევადი ჟანგბადის ასაფეთქებელიასაფეთქებელი ნივთიერებაა, რომელიც მიიღება საწვავი ფოროვანი მასალების (ნახშირის, ტორფის, ხავსის, თივის, შეშის) თხევადი ჟანგბადის გაჟღენთვით. გამოიყენებენ აფეთქებით სამუშაოებში, უმთავრესად სამთო საქმეში. გამოიყენებოდა ავიაბომბებში მეორე მსოფლიო ომის დროს. ხის ნახერხს ჟღენთავდნენ თხევადი ჟანგბადით და თვითმფრინავი მიფრინავდა.

ოქსილიკვიტი ბერილიუმის საფუძველზე — ერთ ერთი უძლიერესი ასაფეთქებელი ნივთიერებაა, რაც კი ცნობილია დღეს.

ოქსილიკვიტებს შეიძლება მივაკუთვნოთ ასაფეთქებელი ნივთიერებები თხევადი ოზონის საფუძველზე ან მისი ნარევებითხევად ჟანგბადთან, თუმცა პრაქტიკულად ასეთი ნარევები არ გამოყენება თავისი სიძვირისა და ოზონის არამდგრადობის გამო, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ზეძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების შესაქმნელად, არსებობს შესაძლებლობა ამ ვარიანტის გამოყენებისა.

მოცემული ნარევების ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოჩენილი იქნა გერმანიაში 1895 წელს პროფესორ კარლ ფონ ლინდეს მიერ, თხევადი აირების დანადგარების შემქნელი. მან უწოდა მათ „ოქსილიკვიტი“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]