პანაღია
იერსახე
პანაღია (ბერძ. παναγία - ყოვლადწმიდა) — უმაღლესი იერარქის რეგალია. მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილი. მომრგვალებული ფორმის, პატარა, ძვირფასი ფერადი ქვებით შემკული, გულსაკიდი ხატი, რომელიც ეპისკოპოსს ბისონის ზემოდან, ჯვართან ერთად მკერდზე უკეთია. „პანაღია“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ამიტომ, მასზე ძირითადად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია გამოსახული, ზოგჯერ კი: მაცხოვარი, სამება, წმინდანები, ჯვარცმა და ბიბლიური სცენები. ჯვარს და პანაღიას ღვთისმსახურები მკერდზე დაკიდებულს ატარებენ ნიშნად იმისა, რომ მათი გული ქრისტეს რწმენითაა ანთებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
- პ. პეტროზილო, „ქრისტიანობის ლექსიკონი“, თბილისი, 2011 წ.
- ლ. ბარბაქაძე, „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“, თბილისი, 2013 წ.
|