შინაარსზე გადასვლა

პერუელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერუელები (peruanos) — ხალხი ლათინურ ამერიკაში, პერუს ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ხალხი. მათი საერთო რაოდენობა პერუში 2009 წელს შეადგენდა 14,25 მილიონ ადამიანზე მეტს (ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 48,24 %; დანარჩენი — ინდიელები: კეჩუა — 47 %, აიმარა — დაახლოებით 3 %, ამაზონის ტყეებში მცხოვრებ ინდიელთა ტომები (აშანინკა, აგუარუნა, შიპიბო-კონიბო, კოკამა-კოკამილია, ჩაიაუიტა, ტიკუნა, მაჩიგენგა და ბევრი სხვა) — 2 %-ზე ნაკლები). ასევე ცხოვრობენ აშშ-ში, ესპანეთში, გერმანიაში, ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. ძირითადი რელიგია — კათოლიციზმი, შენარჩუნებულია ადგილობრივი ტრადიციული რელიგიები.

პერუში მისი ფართედ გავრცელების გამო ორი სახელმწიფო ენაა — ესპანური და კეჩუა (რუნა სიმი). ოფიციალურია სალიტერატურო ესპანური, მაგრამ ხალხი ლაპარაკობს ადგილობრივ ვარიანტებზეც, რომელთა გამორჩეული თვისებებია — ინდიელთა ენებში არსებული ბევრი სიტყვების არსებობა, გეოგრაფიული ზონების ან სხვა ტერმინების დასახელება. მაგალითად: პუნა — მაღალმთიანი ადგილი, პამპა — სტეპი, აილიუ — თემი, გუაგუა- ბავშვი, გუაჩო — ობოლი და სხვა.

პერუს ადგილობრივ ეთნიკურ საფუძველს წარმოადგენდა კეჩუას ტომი, რომლებმაც ინკების მეთაურობით დაიმორჩილეს სხვა ტომები და მათ თავს მოახვიეს საკუთარი კულტურა და ენა. 1532—1572 წლებში ესპანელებმა, რომლებმაც გამოიყენეს ინდიელებს შორის არსებული შიდა დაპირისპირება, დაიპყრეს ინკების იმპერია. შეიქმნა პერუს ვიცე-სამეფო. ჩამოყალიბდა ეთნორასობრივი დაყოფა. ქვეყნის მოსახლეობა შედგება 4 ჯგუფისაგან: კრეოლები (ესპანელების პირდაპირი შთამომავლები, რომლებიც უკვე პერუში დაიბადნენ), ესპანურ-ინდიური მეტისები, ინდიელები და უფრო გვიანდელი მიგრანტები ევროპის სხვა ქცეყნებიდან. ეთნოსოციალურ სტრატიფიკაციაში უფრო მაღალი საფეხური უკავია კრეოლებს, მეტისებს და სხვა თეთრკანიანებს. ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით პერუს მოსახლეობა შეიძლება დავყოთ სამი რეგიონის მაცხოვრებლებად: სანაპირო (კოსტა), მთა (სიერა), ტროპიკული ტყეები (სელვა). XVI-XVII საუკუნეებში ინდიელთა რაოდენობა შემცირდა მათი ექსპლოატაციის გამო. XVIII საუკუნეში რაოდენობა ნაწილობრივ აღდგა.

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ტერმინი „პერუელები“ უნდა მიეკუთნოს მოსახლეობის ესპანურენოვან ნაწილს. მათ მიეკუთვნება თეთრკანიანები, მეტისები, მულატები, ჩოლო (მეტისირებული ინტეგრირებული ინდიელები), რომელთა რაოდენობა შეადგენს 60 %-ს. დანარჩენები: კეჩუა, აიმარა და ტყის ინდიელები ცალკე განიხილება. ამას გარდა, ტერმინი „ინდიელი“ აიკრძალა 1972 წელს, როგორც დამამცირებელი და შეიცვალა სახელწოდებით „გლეხი“. თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, ინდიელები გლეხები არიან.

მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტისები მთაში — ძირითადად არიან ვაჭრები, ხელოსნები, ადმინისტრატორები, სანაპიროზე — მუშები და მეთევზეები.

კრეოლები და ევროპიდან და აშშ-დან მიგრანტები — კულტურის მხრივ ერთიანი ჯგუფი. უპირატესად — ქალაქელებია, მათი კულტურის ტიპია — ევროპული.

საყოფაცხოვრებო ტრადიციები და კულტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კეჩუელი გოგონა

მთებში და სანაპიროზე საცხოვრებლების ტიპია — ალიზის ერთსართულიანი სახლი, სახურავი — სიმინდის ფუჩეჩისაგან. ზოგჯერ სახლებს აშენებენ გამომწვარი აგურისაგან, რომელიც ახლოს დგას ანდალუზიურ ტიპთან. ინდიელები ცხოვრობენ მსუბუქ, ხშირად ხიმინჯებიან, ფიცრულ სახლებში.

ტრადიციული ხალხური სამოსია — პონჩო, ქალებისთვის ბოლოკაბები და ქურთუკები, რომლებიც დაფარულია გეომეტრიული ორნამენტებით. ქალები იხურავენ ევროპული ტიპის ქუდებს, მაგრამ ინდიელებს კიდევ აქვთ თავისებური ფართე ქუდები. გავრცელებულია ნაქსოვი ქუდებიც (ჩულიო).

საკვები — სიმინდი, კარტოფილი, ლამის, ცხვრის, ძროხის ხორცი. გავრცელებულია კოკის, ტონიზირებული მოქმედების გამომწვევი ფოთლების ღეჭვა. სასმელი — პისკო (ძლიერი), ჩიჩა (ლუდის სახეობა).

ხელოსნობა და ხალხური ხელოვნებაა — ქარგვა, საფეიქრო წარმოება, ჭურჭლის დამზადება გოგრისაგან და ხისგან.

გაბატონებული კლასები ხაზს უსვავენ საკუთარი კულტურის ესპანურთან კავშირს, მაგრამ პერუში ყველგან იგრძნობა ინდიელების კულტურის ძლიერი გავლენა, განსაკუთრებით არქიტექტურაში. პერუს თანამედროვე სახვით ხელოვნებაში არსებობს რამდენიმე მიმართულება, სადაც ძირითადი თემა — ინდიური მიმართულებისაა. კრეოლების მუსიკა, სიმღერა და ცეკვა — ესპანურია, მაგრამ რიტმში, ტემპში და მოძრაობაში შეიმჩნევა ინდიური ელემენტები.