შინაარსზე გადასვლა

პიტერ ჰემილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიტერ ჰემილი

პიტერ ჰემილი კონცერტზე აშშ-ში, 2008 წლის ივნისში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი პიტერ ჯოზეფ ენდრიუ ჰემილი
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1948 (1948-11-05) (76 წლის),
ლონდონი, ინგლისი
დაბ. ადგილი Ealing
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
არტ-როკი
ავანგარდიზმი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
გიტარა
საქსოფონი
კლავიშებიანი საკრავები
აქტიური 1968 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Charisma, S-Type, Virgin, Naive, Foundry, Enigma, Fie!
საიტი Sofasound
პიტერ ჰემილი ვიკისაწყობში

პიტერ ჯოზეფ ენდრიუ ჰემილი (ინგლ. Peter Joseph Andrew Hammill; დ. 5 ნოემბერი, 1948) — ინგლისელი მომღერალი, გიტარისტი, კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. პროგრესული როკ-ჯგუფ Van der Graaf Generator-ის დამფუძნებელი. უკრავს გიტარასა და კლავიშებიან საკრავებზე.

ჰემილის სიმღერის ტექსტები ეხება სიყვარულის, ურთიერთობების, სიკვდილის, თვითგამორკვევის, პოლიტიკისა და რელიგიის თემებს. მისი ტექსტები ასევე მოიცავს მეცნიერულ, ლიტერატურულ და ისტორიულ სიუჟეტებს. მაგალითად, სოლო-ალბომ „Fool's Mate-ის“ სიმღერაში „Viking“ ნორვეგიული მითოლოგიის პერსონაჟები ფიგურირებენ.

1974 წელს ჰემილმა გამოაქვეყნა წიგნი „Killers, Angels, Refugees“, რომელიც სიმღერის ტექსტების, პოემებისა და მოთხრობების კრებულია. 1982 წელს გამოუშვა მისი გაგრძელება „Mirrors, Dreams, Miracles“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]