პოლიკლიტე
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პოლიკლიტე}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
პოლიკლიტე | |
---|---|
დაიბადა | ძვ. წ. 490 |
დაბადების ადგილი | არგოსი |
გარდაიცვალა | ძვ. წ. 420 |
პოლიკლიტე (ბერძ. Πολύκλειτος) — ძველი ბერძენი სკულპტორი და ხელოვნების თეორიტიკოსი. გარდაიცვალა V საუკუნის ბოლოს. დაბადების ადგილი სხვადასხვა ავტორთან სხვადასხვაა. ზოგი ასახელებს სიკიონიასა და არგოსს. მისი მასწავლებელი მოქანდაკე აგელადა იყო.
პოლიკლიტეს შემოქმედების ლაიტმოტივია მაღალი კლასის დამახასიათებელი იდეალური სახე. მისი გმირები მირონის პერსონაჟებთან შედარებით უფრო მშვიდი და შებოჭილები არიან მოძრაობაში.
ადრეულ წლებში პოლიკლიტე (ძვ. წ. 464-460 წწ.) ქმნიდა ათლეტთა ქანდაკებებს — კინისი, პითოკლე, არისტონი, თუმცა მისი „დორიფოროსი“ (450-440 წწ.) შუბის მტყორცნელი, ყველაზე განთქმული ქანდაკებაა. ამ ქანდაკების ასლებს დგამდნენ გიმნასიუმებში, სტადიონებზე. თავისი ჰარმონიული პროპორციებით, რიტმით,მოძრაობით, სახის ნაკვთებით, ყმაწვილის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენდა. რომელიც თავისი დროისა და ხალხის შვილი, გმირად უნდა ქცეულიყო.
პოლიკლიტე როგორც სხეულის ასევე სახის კონკრეტულ დეტალებზე უარს ამბობდა. ალბათ ამიტომაც უწოდებდნენ მას „კანონს“ ვინაიდან ის ადამიანის სხეულის გამოსახვისას ყველაზე კარგად აქანდაკებდა იმას, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ მოქანდაკეებს.
ავტორს სურდა შეექმნა პროპორციული ფიგურა და ცდილობდა შეექმნა ფიგურები რომლებიც არ იქნებოდნენ არც წაგრძელებული და არც დადაბლებული; მან პროპორციებში ჩადო რიცხვი რომელიც რამდენიმეჯერ თავსდებოდა ფიგურის თავის, ხელებისა და ფეხების სიმაღლეში. ასეთი მათემატიკური გათვლების მიუხედავად, პოლიკლიტეს ქანდაკება მაინც არ იყო სქემატური და მშრალი, მასში იგრძნობა სისადავე და ბუნებრივობა. ცნობილია რომ მოძრაობისას მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი წინ უნდა ყოფილიყო გაწეული, მოქანდაკემ ასევე დაიცვა წონასწორობა ტანის სხვა ნაწილებშიც. რა თქმა უნდა ეს წესი ე.წ. ხიაზმი (სხეულის ნაწილების ასეთ ბრწყინვალე განლაგებას ხიაზმს უწოდებენ) პირველად პოლიკრატეს მიერ არ იყო შემოღებული, მაგრამ ადამიანის სხეულის გამოხატვისას ეს ნორმა მან დააკანონა. ყველას გვაოწებს „დორიფოროსში“ გამოვლენილი მშვიდი, შეკრული ენერგია. ჰარმონიისთვის სხეული მან ოდნავ დახარა. სხეულის ყველა ელემენტი თანხმობაშია ერთმანეთთან „დორიფოროსის„ მოძრაობაში მონაწილეობს არა მარტო ფეხები და მხრები, არამედ ხელებიც და ტორსიც. კუნთების დაძაბულობაში იგრძნობა შინაგანი ძალა. ბრინჯაოს აქვს ანარეკლი, რომელიც არბილებს მასიურობას, რაც გვიან შექმნილ რომაულ მარმარილოს რომაულ ასლებს ახასიათებს.
პოლიკლიტეს შემოქმედებიდან შემორჩენილია „დორიფოროსის“ რამდენიმე კარგი ასლი: მუქი მწვანე ბაზალტის ფლორენციული ტორსი, ნეაპოლიდან ბრინჯაოს ჰერმა. (მოქანდაკე აპოლონიუსი)
პოლიკლიტე სამუშაოდ გადავიდა თენში. ამ პერიოდის ნამუშევრებიდან ცნობილია „დაჭრილი ამაზონელი ქალი“. სხვა ავტორები - ფიდიასი, კრესილაი, კიდონი, რომლებიც იმავე სიუჟეტს იყენებენ აღიარეს, რომ პოლიკლიტეს ნამუშევარი საუკეთესო იყო. მასში მოძრაობა ნაკლებად ჩანდა და სისადავით გამოირჩეოდა. ტკივილი გამოხატულია არა სახეზე არამედ ქალის პოზაში. მარჯვენა ხელში იგრძნობა დაღლა. აქაც, ისევე როგორც სხვა ქმნილებებში, სახის მიმიკა არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, არამედ ეს გრძნობა იხსნება ტანის პლასტიკაში, ფიგურის მოძრაობაში.
პოლიკლიტემ თავი გამოიჩინა პორტრეტულ ხელოვნებაშიც. შემოქმედების ახალი თავისებურებები ჩანს „დიადუმენში“ ყმაწვილი რომელიც გამარჯვების ლენტით იკრავს თავს. მასზე პოლიკლიტე მუშაობდა უკვე თენში. „დიადუმენში“ ვლინდება მეტი სინატიფე ვიდრე „დორიფოროსში“, რომელშიც სრულყოფილება ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის სილამაზის საწყისი იყო. „დორიფოროსის“ კომპაქტური მოცულობა შეიცვალა ტანადი სხეულის მოქნილმა კონტურულმა ხაზმა, ფეხების წყობამ და ხელების მდგრადობამ.
„დორიფოროსი“ მშვიდია, მიზანდასახული მზადაა მოქმედებისთვის. ის ათლეტია, რომელიც ნებისმიერ წუთში შეიძლება გახდეს მებრძოლი. მისი სახე ეთანხმებოდა ათენის პოლისის აყვავების პერიოდს.
„დიადუმენი“ პირველი გადადგმული ნაბიჯია სინაზისკენ, ბუნებრიობისა და უბრალოებისკენ, იმავდროულად იგი მოწყენილობასაც გამოხატავდა. ოქროსა და სპილოს ძვლისგან (ქსიზოელეფანტური ტექნიკა) შესრულებული პოლიკლიტეს ქალღმერთი ჰერა ერთადერთი გამოსახულებაა რომელიც არ შემორჩა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pausanias, Description of Greece
- "Doryphoros (Canon)." Art Through Time: A Global View.
- "The Doryphoros." The Doryphoros. 28 თებერვალი, 2009.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Polykleitos
- smARThistory - Diadumenos დაარქივებული 2007-05-18 საიტზე Wayback Machine.