პრაღის ეროვნული თეატრი
იერსახე
ეროვნული თეატრი (ჩეხ. Národní divadlo) — ეროვნული თეატრი პრაღაში, ჩეხური ოპერის ალმა-მატერი და ჩეხეთის ისტორიისა და ხელოვნების ეროვნული მონუმენტი.
ეროვნული თეატრი ჩეხური კულტურული ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თავისი მდიდარი არტისტული ტრადიციით, შექმნილი ჩეხური საზოგადოების ყველაზე გამორჩეული პიროვნებების მხარდაჭერით. ამ ტრადიციის წყალობით შენარჩუნდა და განვითარდა ერის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი — ჩეხური ენა და ჩეხური მუსიკისა და დრამატული აზროვნების ხედვა.
დღეს ეროვნული თატრი შედგება სამი სამხატვრო ანსამბლისგან — ოპერა, ბალეტი და დრამატურგია, რომელთა წარმოდგენები იმართება ეროვნული თეატრის ისტორიულ შენობაში, სახელმწიფო თეატრსა და კოლოვრატის თეატრში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრაღის ეროვნული თეატრი დაარქივებული 2019-03-15 საიტზე Wayback Machine.