შინაარსზე გადასვლა

რილა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რილა
კოორდინატები: 42°06′00″ ჩ. გ. 23°33′00″ ა. გ. / 42.10000° ჩ. გ. 23.55000° ა. გ. / 42.10000; 23.55000
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
უმაღლესი წერტილი მუსალა
სიმაღლე 2925 
ფართობი 2629 კმ²
სიგრძე 75 კმ
სიგანე 50 კმ
რილა — ბულგარეთი
რილა

რილა, რილა-პლანინა (ბულგ. Рила) — ქედი ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; უმაღლესია ბულგარეთსა და საერთოდ, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 75 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ 50 კმ-ზე. საშუალო სიმაღლე 1487 მ, მაქსიმალური სიმაღლე 2925 მ (მთა მუსალა).[1]

უმთავრესად აგებულია ძველი კრისტალური და მეტამორფული ქანებით. დამახასიათებელია წვეტიანი მწვერვალები, რელიეფის მყინვარული ფორმები, ტბები. ქედიდან სათავეს იღებენ მდინარეები: ისკირი, მარიცა, მესტა. რილის ქედის ფარგლებშია დაახლოებით 200 მყინვარული წარმოშობის ტბა, რომელთა შორის გამოირჩევა რილის შვიდი ტბა. არის ცხელი წყაროები, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უმხურვალესი ცხელი წყარო საპარევა-ბანია.[1]

რილის ქედის დიდი ნაწილი უკავია რილის ეროვნულ პარკს. აქვეა რილის მონასტერის ბუნების პარკი. კალთები შემოსილია მუხის, წიფლისა და წიწვოვანი ტყით, 2000–2100 მ-ის ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. განვითარებულია ხე-ტყის დამუშავება, საძოვრო მესაქონლეობა. არის არქიტექტურული ძეგლები. კურორტები, ტურიზმი, ალპინიზმი, სათხილამურო სპორტი. სამხრეთ-დასავლეთ განშტოებებზეა X საუკუნის რილის მონასტერი.[2]

  1. 1.0 1.1 Радучев, Живко. Рила. Географски речник. С., Наука и изкуство, 1984.
  2. Енциклопедия България, том 6, Издателство на БАН, София, 1988, стр. 405.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რილა&oldid=4552860“-დან