შინაარსზე გადასვლა

რისოს დელფინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რისოს დელფინი

რისოს დელფინი (Grampus griseus) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა და Grampus-ის გვარისა. ტაივანელ მეთევზეებს შორის ცნობილია როგორც „ბერი დელფინი“. რისოს დელფინთან ახლოს მდგომი სახეობებია: პილოტი ველშაპები, ცელნამგალა ვეშაპები, მელონთავა ვეშაპები და ყალბი ცელნამგალა ვეშაპები.[1]

რისოს დელფინს სახელი ეწოდა ანტუან რისოს პატივსაცემად, რომელის აღწერილობაც საფუძველი აღმოჩნდა ჟორჟ კიუვიეს მიერ 1812 წელს ამ ცხოველის აღწერას. რისოს დელფინის სხვა სახელწოდეპაა Grampus, რომლითაც გვარსაც მოიხსენიებენ, თუმცა ეს სახელწოდება ხშირად ცელნამგალა ვეშაპების აღსაწერად გამოიყენება. ტერმინ გრამპუსის წარმომავლობა უცნობია. ტერმინი შეიძლება წარმოდგებოდეს ლათინური სიტყვიდან - grandis piscis ან ფრანგული სიტყვიდან - grand poisson და ორივე დიდ თევზს ნიშნავს. სპეციფიკური ეპითეტი griseus ამ სახეობის სხეულის ნაკაწრებისებურ ნაცრისფერს აღნიშნავს.

რისოს დელფინის 1876 წლის ილუსტრაცია

რისოს დელფინს დიდი წინა ნაწილი და ზურგის ფარფლი და გვერდებიდან კუდისკენ შევიწროებული სხეული აქვს.[2] ახალშობილების ზურგი ნაცრისფერია, მუცელი კი - კრემისფერი. ზრდასრულების კანი უფრო მუქდება და შავდება. სხეულზე ნაკაწრები სოციალური ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება და თითქმის მთლიანად ფარავს სხეულს. დაკაწრვა კბილიანი ვეშაპებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა რისოს დელფინს უჩვეულოდ ბევრი ნაკაწრი აქვს. უფროსები უფრო მეტად თეთრები არიან. ინდივიდების უმრავლესობას 2-დან 7-მე კბილი აქვს, მხოლოდ ქვედა ყბაზე.[2]

დაახლოებით 3 მეტრის სიგრძის არიან, თუმცა ზოგიერთი მათგანის სიგრძე 4 მეტრსაც აღწევს. დელფინთა უმრავლესობის მსგავსად, მამრები მდედრებზე უფრო გრძელები არიან. იწონიან 300-დან 500 კილომდე და დელფინთა შორის ყველაზე მძიმეები არიან.[3][4][5]

გავრცელება და ჰაბიტატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რისოს დელფინი მოროს ყურეში

რუსოს დელფინები თბილ და ტროპიკულ წყლებში ბინადრობენ, უმთავრესად ღრმა წყლებში, მაგრამ სანაპიროსთან ახლოს. ინდოეთის, ატლანტისა და წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილეის გარდა, რუსოს დელფინები სპარსეთის ყურესა და ხმელთაშუა და წითელ ზღვებშიც გვხვდება, მაგრამ არა - შავ ზღვაში. ჩრდილოეთით ალასკის ყურემდე და გრენლანდიის სამხრეთ ნაპირებამდე, ხოლო სამხრეთით ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგამდე ბინადრობენ.[2][6]

საბინადროს ირჩევენ კონტინენტურ შელფს, რომლის სიღრმე 400-დან 1000 მეტრამდე, ხოლო წყლის ტემპერატურა 10 °C-დან 15–20 °C-მდე მერყეობს.[2]

ორსულობის პერიოდი 113-14 თვეს გრძელდება, ხოლო ორსულობებს შორის პერიოდი 2.4 წელს. წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში რისოს დელფინები ძირითადად ზაფხულში მშობიარობენ, ხოლო დასავლეთ ნაწილში - შემოდგომით. მდედრები სექსუალურად 8-10 წლის ასაკში მწიფდებიან, ხოლო მამრები 10-12 წლის ასაკში. რისოს დელფინთაგან ერთ-ერთმა ნიმუშმა ყველაზე დიდხანს 39.6 წელს იცოცხლა.[2]

იაპონიასა და აშშ-ში რისოს დელფინები წარმატებით დაიჭირეს, შემდეგ კი მათი და ბოთლცხვირა დელფინების ჰიბრიდები მიიღეს. ძირითადად ბადეებით იჭერენ.

  • National Audubon Society Guide to Marine Mammals of the World ISBN 0-375-41141-0
  • Encyclopedia of Marine Mammals ISBN 0-12-551340-2
  • Whales, Dolphins and Porpoises, Mark Carwardine, ISBN 0-7513-2781-6
  • Shane, Susan H. (1995). „Behavior patterns of pilot whales and Risso's dolphins off Santa Catalina Island, California“ (PDF). Aquatic Mammals. 21 (3): pg. 195–197 – წარმოდგენილია Aquatic Mammals Issue Archives-ის მიერ.
  • Hartman, K. L.; Visser, F.; Hendriks, A. J.E. (2008-03-14). „Social structure of Risso's dolphins (Grampus griseus) at the Azores: a stratified community based on highly associated social units“. Canadian Journal of Zoology. 86 (4): 294–306. doi:10.1139/Z07-138. ISSN 0008-4301.
  • {cite journal|pmid=1474668|year=1992|author1=Morimitsu|first1=T|title=Histopathology of eighth cranial nerve of mass stranded dolphins at Goto Islands, Japan|journal=Journal of Wildlife Diseases|volume=28|issue=4|pages=656–8|last2=Kawano|first2=H|last3=Torihara|first3=K|last4=Kato|first4=E|last5=Koono|first5=M|doi=10.7589/0090-3558-28.4.656}}

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Baird, Robin (2008). Encyclopedia of Marine Mammale 2nd edition. Academic Press, გვ. 975–976. ISBN 9780123735539. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Baird, Robin W. (2009). Encyclopedia of Marine Mammals, 2nd, Burlington Ma.: Academic Press, გვ. 975. ISBN 978-0-12-373553-9. 
  3. Grampus griseus - Risso's dolphin. Animal Diversity Web.
  4. American Cetacean Society Fact Sheet – Risso's Dolphin დაარქივებული 11 July 2007 საიტზე Wayback Machine.
  5. Risso's Dolphin. Whale Web. Retrieved on 2015-09-22.
  6. First stranding record of a Risso’s Dolphin (Grampus griseus) in the Marmara Sea, Turkey დაარქივებული 2017-10-20 საიტზე Wayback Machine. (pdf). Retrieved on September 06, 2017
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რისოს_დელფინი“-დან