როჯერ მაიერსონი
იერსახე
როჯერ მაიერსონი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Roger Myerson |
დაბ. თარიღი | 29 მარტი, 1951 |
დაბ. ადგილი | ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ეკონომისტი და მათემატიკოსი |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა და ალბათობის თეორია[1] |
დამსაქმებელი | ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[2] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ეკონომიკაში (2007) |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | კენეტ ეროუ |
დოქტორანტი | Marco Battaglini, Scott E. Page[3] , Aytek Erdil[3] , Yukio Koriyama[3] , Michael Suk-Young Chwe[3] , Jin Yeub Kim[3] , Gordon Robert Green[3] , Stephane Wolton[3] , Sheryl Beth Ball[3] , Leonard A. Houantchekon[3] , Jaffer Khan Qamar[3] , Pedro Vicente[3] , Omar Al-Ubaydli[3] , Eun Soo Park[3] , Michael Gofman[3] , Felipe Mardones[3] და Ryan Yuhao Fang[3] |
როჯერ ბრუს მაიერსონი (ინგლ. Roger Bruce Myerson; დ. 29 მარტი, 1951) — ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი 2007 წელს ეკონომიკის დარგში „მექანიზმების დიზაინის თეორიის საფუძვლების ჩამოყალიბებისთვის“ (გაიყო ლეონიდ ჰურვიჩსა და ერიკ მასკინთან ერთად). ეკონომიკის პროფესორი ჩიკაგოს უნივერსიტეტში.
დაიბადა 1951 წელს ებრაულ ოჯახში. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრის, მაგისტრის (1973) და შემდეგ ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (1976) მიიღო გამოყენებით მათემატიკაში. 1976-2001 წლებში ნორზვესტერნის უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორი იყო კელოგის მენეჯმენტის სკოლაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როჯერ ბრუს მაიერსონი
- როჯერ ბრუს მაიერსონი — ჩიკაგოს უნივერსიტეტის საიტი
- ↑ Czech National Name Authority Database as Linked Data, Báze národních jmenných autorit v podobě propojených dat
- ↑ https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/current
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 Mathematics Genealogy Project — 1997.