რუსახინილი
იერსახე
რუსახინილი — ძველი ქალაქი, ურარტუს სამეფოს დედაქალაქი მისი ძლიერების დაცემის პერიოდში. მდებარეობდა ტოპრაკ-კალეს გამაგრებულ კლდეზე, თანამედროვე ქალაქ ვანის აღმოსავლეთით. ქალაქი ააგო ურარტუს მეფე რუსა I-მა (ძვ. წ. 735 - 714), მას შემდეგ, რაც ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-მ მიაყენა გამანადგურებელი მარცხი რუსას მამას, სარდურ II-ს (ძვ. წ. 764 - 735) და გაანადგურა ქვეყნის დედაქალაქი ტუშფა. ქალაქს სახელი ეწოდა რუსა I-ის პატივისცემის ნიშნად.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Меликишвили Г.А. Урартские клинообразные надписи, Москва: Издательство АН СССР, 1960
- გ. მელიქიშვილი, ურარტუ (სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევი), თბ., 1951
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|