შინაარსზე გადასვლა

სალმან ხანი (მსახიობი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალმან ხანი
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1965 (1965-12-27) (58 წლის)
ინდორი, მადჰია-პრადეში, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა
  • მსახიობი
  • სცენარისტი
  • ტელეწამყვანი
  • მომღერალი
აქტიური 1988-დღემდე
სიმაღლე 1.73 სმ
საიტი salmankhan.com

სალმან ხანი (დ.27 დეკემბერი, 1965, ინდორი, მადჰია-პრადეში, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი და ტელეწამყვანი. ბოლივუდის ერთ-ერთი უპოპულარულესი მსახიობი.

სალმან ხანი დაიბადა 27 დეკემბერს 1965 წელს, ქალაქ ინდურში, ინდოეთის შტატ მადჰა-პრადეშში, მწერლისა და სცენარისტის მუსულმანი სალიმა ხანისა და ინდუისტი მხატვრის, სალმი ხანის ოჯახში (დაქორწინებამდე — სუშილი ჩარაკი). სალმანის დაბადების თარიღად ზოგიერთი წყარო 1964 წელს უთითებს, თუმცა სალმანი და სალმა ამავე წლის შემოდგომაზე დაქორწინდნენ. სალმანის მშობლებს კიდევ სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავთ — ალვირუ, არბააზა და სოხეილა და ერთი ნაშვილები გოგო — აპრიტუ. მოგვიანებით სალიმმა სახლში მეორე ცოლი მოიყვანა, ლეგენდარული მოცეკვავე და მსახიობი კათოლიკე ჰელენი, რომელიც საკუთარი ჩაცმის სტილიტა და ცეკვით იყო ცნობილი. ჰელენს საკუთარი შვილები არ ჰყავს, მაგრამ სალმის შვილები მას დედას უწოდებენ.

სალმა ხანმა ქორწინების შემდეგ ისლამი მიიღო და შესაბამისად ყოველდღე ასრულებს ნამას და კითხულობს ყურანს, მაგრამ მას ინდუისტური ტრადიიები არ დაუვიწყებია. სალიმას მეორე ცოლი კათლიკე იყო, ამიტომაც ოჯახი ეკლესიაშიც დადიოდა ლოცვებზე. ამ მიზეზით ხანების ოჯახში წლებია სამი რელიგიის მიმდევრები ცხოვრობენ და იცავენ მათ ტრადიციებს. სალმანმა და მისმა შვილებმა ადრევე შეისწავლეს მათი საფუძვლები[1].

მოგვიანებით მისი ოჯახი გადავიდა მუმბაიში, სადაც სალმანი დღემდე ცხოვრობს.

2015 წლის 6 მაისს სალმან ხანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, არაფხიზელ მდგომარეობაში უსახლკარო ადამიანის გატანის გამო, რომლის შემდეგაც სალმანი მიიმალა. დანაშაული მოხდა 2002 წელს. თვითონ მსახიობი ამტკიცებდა, რომ იმ დღეს არ იჯდა საჭესთან. განაჩენმა რეზონანსული გამოხმაურება გამოიწვია. 2015 წლის ივლისში განხილულ იქნა ხანის აპელაცია, ამ დრომდე ის თავისუფლებაში რჩებოდა. საბოლოო წერტილი ამ საქმეში მუმბაის უზენაესმა სასამართლომ დასვა; 2015 წლის დეკემბერში მან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა[2][3].

სალმანის ოჯახის წევრები არიან: მამა — სალიმ ხანი — სცენარისტი (დ. 1935); დედა — სალმა ხანი — მხატვარი; მეორე დედა — ჰელენი — ცნობილი მსახიობი და მოცეკვავე (დ.21 ოქტომბერი, 1938); ძმა — არბააზი — მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი (დ.4 აგვისტო, 1967) და მეორე ძმა — სოხაილი — მსახიობი რეჟისორი და პროდიუსერი (დ.20 დეკემბერი, 1970); დები — ავირა და არპიტა.

სალმანმა საკუთარი სამსახიობო კარიერა ოცდაორი წლის ასაკში დაიწყო, როცა ითამაშა ერთ-ერთ მეორეხარისხოვანი როლი ფილმში "მეუღლე" (1988). მთავარ როლში კი თააშბდა ბოლივუდის დივა — რეკჰა, მაგრამ მიუხედავად ამისა ფილმმა დიდ პოპულარობას ვერ მიაღწია.

აღიარება სალმანმა შემდეგი ფილმის წყალობით მოიპოვა — „მე შევიყვარე“ ,რომელიც ეკრანებზე 1989 წელს გამოვიდა. ფილმმა დიდ წარმატებას მიაღწია, კომერციული თვალსაზრისითაც, ის წარმატებული ბოლივუდური ფილმების სიაში შევიდა, ხოლო სალმანმა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა მიიღო ჯილდო სადებიუტო როლისთვის და წარდგენილი იყო ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი.

90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანის დასაწყისშ სალმან ხანი რამდენიმე სკანდალურ ისტორიაში გაეხვია, რისთვისაც მედიამ მას Bad Boy No2 შეარქვა (ზედმეტსახელი Bad Boy No1 სალმანამდე მიიღო სხვა პოპულარულმა ინდოელმა მსახიობმა — სანჯატ დატმა). სწორედ ამ დროიდან სალმანი ატარებს ცუდი ბიჭის კნინობით სახელს.

  • ფილმის Hum Saath-Saath Hain გადაღებისას, 1998 წელს სალმან ხანი და კიდევ ოთხი მსახიობი ბრაკონიერების ბრალდებით, გარნაზე ნადირობის გამო დააკავეს. სასამართლო განხილვები ამ საკითხზე 14 წელი მიმდინარეობდა[4].
  • ფილმის Chori Chori Chupke Chupke გამოსვლას ინდოეთში საპროტესტო აქციები და დიდი სკანდალი მოჰყვა, რადგანაც არსებობდა ეჭვი, რომ ფილმი ფინანსდებოდა ბხარატა შახის მაფიოზური კლანიდან. ამ მიზეზით ბევრმა კინოთეატრმა ფილმის ჩვენებაზე უარი განახადა, ხოლო მსახიობები და სხვა ფილმთან დაკავშირებული პირები ამ საკითხის გასარკვევად დაკითხვებზე დაჰყავდათ.
  • 2007 წლის 19 სექტემბერს ისლამურმა ორგანიზაციამ ფეტვა გამოაცხადა სალმან ხანის წინააღმდეფ, რომელიც მუსლმანია და მონაწილეობა მიიღო ინდურ რელიგიურ დღესასწაულში განეშა-პუჯაში.
  • 2008 წლის იანვარში მუფტმა დარულ იფტა სალომ ახმად კასიმმა სალმან ხანის წინააღმდეგ ფეტვა გამოსცა საკუთარი ქანდაკების მადამ ტიუსოს მუზეუმში განთავსებასთან დაკავშირებით.

სალმან ხანი ბოლივუდელ ვარსკვლავებს შორის გამოირჩევა და ცნობილია საკუთარი ქველმოქმედებით. უკვე წლებია, რაც ის არც ისე ცოტა თანხას სწირავს კიბოთი დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და სულით ავადმყოფ ბავშვთა უზრულვესაყოფად.

ამ მიზნებისთვის 2006 წელს დაარსებულ იქნა სალმან ხანის ფონდი Salman Khan Foundation. ფონდში თანხას რიცხავენ მსურველები და ასევე თანხა შედის სალმანის გაყიდული ხელოვნების ნიმუშებიდან. სალმანმა საკუთარი ჰობი ხატვის სახით ქველმოქმედებისთვის გამოიყენა და უკვე ათობით ნამუშევარი გაყიდა და თანხა ფონდში გადარიცხა. 2007 წელს ერთ-ერთი მისი ნამუშევარი 230 ათას დოლარად გაიყიდა. ამავე წელს ფონდის შემოწირულობებით გაკეთდა პირველი ოპერაცია, ასევე დაიგეგმა ფილმ პარტნიორის ჩვენება ბავშვებისთვის.

2007 წელს, ონლაინ გამოკითხვის შედეგად, სალმან ხანის ცვილის ფიგურის დადგმა გადაწყდა ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმში. ცვილის ფიგურის პრეზენტაცია მოხდა 2008 წლის 15 იანვარს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]