სამდინარო ტრანსპორტი
იერსახე
სამდინარო ტრანსპორტი — წყლის ტრანსპორტის სახეობა, რომლის დანიშნულებაა მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ძირითადად შიგა წყლებში (მდინარეები, ტბები, არხები).
საქართველოში სამდინარო ტრანსპორტი მოქმედებდა მხოლოდ მდინარე რიონზე, ქ. ფოთიდან სოფელ ორპირამდე (ახლანდელი სოფელი საჯავახო, სამტრედიის მუნიციპალიტეტი). XX საუკუნის პირველი მეოთხედის ბოლოს, გადაზიდვები მდინარე რიონზე შეწყდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.
|