სამხრეთ კორეის ჰიმნი
애국가 | |
---|---|
ქართ. პატრიოტული სიმღერა | |
ქვეყანა | სამხრეთ კორეა |
აგრეთვე ცნობილი როგორც | სიმღერა ქვეყნის სიყვარულზე |
მუსიკის ავტორი | აჰნ ეკ-ტაი, 1935 წელი |
შემოღებულ იქნა | 1948 წელი |
სამხრეთ კორეის ნაციონალური ჰიმნი, „ეგუკა“ (ჰანგული=애국가ჰანჯა=愛國歌, ქართულად: „პატრიოტული სიმღერა“) — დაიწერა 1896 წელს. ტექსტის ზუსტი ავტორი უცნობია. მუსიკის ავტორია კორეელი კომპოზიტორი აჰნ ეკ-ტაი. დღეს მოქმედი ჰიმნის ოფიციალური ვერსია მიღეს 1948 წლის 15 აგვისტოს.
სახელის მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კორეის კულტურის ენციკლოპედია სიტყვა „ეგუკას“ განმარტავს, როგორც: „სიმღერა, რომელიც სამშობლოს სიყვარულს აღვივებს“.
სამხრეთ კორეის ჰიმნის სახელწოდება ძალიან ჰგავს და თითქმის იდენტურია ჩრდილოეთ კორეის ჰიმნის სახელწოდებისა- აეგუკა და ასევე კორეის იმპერიის ჰიმნისა. არსებობს „გაერთიანებული კორეის ჰიმნი“ , რომელიც ორივე ქვეყნის ჰიმნების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ეს ჰიმნი გამოიყენება სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის გაერთიანების იდეის პროპაგანდისათვის ამ იდეის მომხრეების მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1890 წლიდან, კორეის მმართველმა ჩოსონის დინასტიამ სხვა ქვეყნებთან დაიწყო კონტაქტის დამყარება. ამ ქვეყნებს შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი. ამ პერიოდიდან იწყება ქვეყანაში პატრიოტული სიმღერების - „აეგუკგების“ შექმნა. მაგალითისათვის, 1896 წლის ნაშრომებს მიეკუთვნება აეგუკგები პილ-გუნის, ჰან-მიუნგ პირველისა და ლიი-იანგ მუს შესრულებით. 1896 წლის 21 ნოემბერს, მისიონერ ჰენრი აპენზელერის მიერ 1885 წელს დაარსებული კორეული სკოლის „პაე ჩაეს“ სწავლულებმა, დამოუკიდებლობის სამეფო დღესასწაულზე შეასრულეს „ეგუკას“ ერთ-ერთი ვერსია. შესრულებული სიმღერა განსხვავდებოდა 1898 წელს იმპერატორის დაბადების დღეზე შესრულებული და ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სამხედრო აკადემიის მიერ შესრულებული „აეგუკგისაგან“.
1900 წელს კორეის იმპერიაში დაწერილი ერთ-ერთ წიგნში მოცემული იყო კორეის იმპერიის ჰიმნი, მას ეწოდებოდა „კორეის იმპერიის ეგუკა“. ჰიმნის ავტორად მიიჩნევენ ფრანც ფონ ეკერტს სხვა მოსაზრების თანახმად, დოკუმენტური წყაროებით დასტურდება, რომ ეკერტი არ იყო კორეული ჰიმნის ავტორი და რომ „პაეჯაეს“ სკოლის მიერ შესრულებული სიმღერა და სამხედრო აკადემიის მიერ შესრულებული სიმღერა იყო შოტლანდიური პატრიოტული სიმღერის - "Auld Lang Syne"-ისა(თარგ. "ძველი კეთილი დრო") და ბრიტანეთის ჰიმნის - "God Save the Queen"-ის (თარგ. "ღმერთო დაიფარე დედოფალი") კორეული ვერსიები.
სიმღერა რომელიც ეკერტთან არის დაკავშირებული, 1902 წელს იქნა შესრულებული სამხედროების მიერ. ეკერტის სიმღერის ერთ-ერთი ვერსია ოფიციალურად გამოიყენებოდა 1904 წელს კორეულ სკოლებში.
არსებობს მრავალი ვერსია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყო თანამედროვე კორეული ჰიმნის ავტორი. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ჰიმნის ტექსტი დაიწერა ერთ-ერთი პოლიტიკოსის - „იუნ ჩჰი-ჰოს“ (იხ. ფოტო) მიერ 1896 წლის „დამოუკიდებლობის კარიბჭის“ საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე შესრულებული პატრიოტული სიმღერისათვის. ასევე სხვადასხვა თეორიების მიხედვით ავტორებად მოისაზრებიან: ან ჩანგ-ჰო; ჩოი ბიუნგ-ჰუნი, კიმ ინ-სილკი, მინ-იანგ ჰვანი და სხვანი.
1955 წელს მთავრობის მიერ ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი „ეგუკას კომპოზიტორის ვინაობის დასადგენად“, თუმცა კომიტეტის დასკვნით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რომ ავტორის ვინაობა დადგინდეს.
თავდაპირველად „ეგუკა“-ს ტექსტები სრულდებოდა შოტლანდიური, ხალხური, პატრიოტული სიმღერის "Auld Lang Syne"-ის(თარგ. "ძველი კეთილი დრო") მუსიკაზე, რომელიც კორეაში დასავლეთიდან შემოსულმა მისიონერებმა შემოიტანეს. შანხაიში, ჩინეთში გადასახლებაში მყოფმა კორეის რესპუბლიკის დროებითმა მმართველობამ (1919-1945) აეგუკგის ეს ვერსია ოფიციალურ ჰიმნად გამოაცხადა. 1948 წლის 15 აგვისტოს, სამხრეთ კორეის დაარსებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, შოტლანდიური მუსიკა საბოლოოდ ჩაანაცვლა „კორეის ფანტაზიამ“, რომელიც დაიწერა კორეელი კომპოზიტორის, აჰნ ეკ-ტაის მიერ, 1935 წელს. ახალი ეგუკა მოგვიანებით ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც სამხრეთ კორეის ჰიმნი 1948 წელს, სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტის ლი სინ მანის განკარგულებით.
-
იუნ ჩჰი ჰო
-
აჰნ ეკ-ტაი - სამხრეთ კორეის ჰიმნის მუსიკის ავტორი
საავტორო უფლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპოზიტორი აჰნ ეკ-ტაი გარდაიცვალა 1965 წელს. ჰიმნის მუსიკაზე მისი საავტორო უფლებები 2036 წლამდე გაგრძელდა და მემკვიდრეობით გადავიდა მის მეუღლეზე - ლოლიტა აჰნ-ზე, რომელმაც სასამართლოში უჩივლა ორ სამხრეთ კორეულ საფეხბურთო გუნდს, რადგანაც მათ ნებართვის გარეშე გამოიყენეს აჰნ ეკ-ტაის მუსიკა 2003 წელს. თუმცა, 2005 წლის 16 მარტს, კომპოზიტორის ქვრივმა საავტორო უფლებები „ანგუკგაზე“ გადასცა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას და დღეს ის უკვე სამხრეთ კორეელი ხალხის საკუთრებად ითვლება.
ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
|
მხატვრული თარგმანი ქართულად I კუპლეტი:
მისამღერი:
I I კუპლეტი:
I I I კუპლეტი:
IV კუპლეტი:
|