საფრანგეთის მეორე იმპერია
საფრანგეთის მეორე იმპერია L'Empire des Français | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი Liberté, égalité, fraternité | |||||||||
ჰიმნი "Partant pour la Syrie" | |||||||||
საფრანგეთი 1852 წელს | |||||||||
დედაქალაქი | პარიზი | ||||||||
ენა | ფრანგული | ||||||||
მმართველობის ფორმა | კონსტიტუციური მონარქია | ||||||||
საფრანგეთის იმპერატორი | |||||||||
- 1852-1870 | ნაპოლეონ III | ||||||||
საფრანგეთის მეორე იმპერია (ფრანგ. L'Empire des Français) — პერიოდი საფრანგეთის ისტორიაში, 1852 წლიდან 1870 წლამდე. მისი წინამორბედი საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა იყო. მეორე იმპერიას სათავეში ნაპოლეონ III, ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილი ედგა. დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, ლუი ნაპოლეონი 1848-1851 წლებში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
1851 წელს ნაპოლეონ III მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება. ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა. მომდევნო 1852 წელს მან თავი იმპერატორად გამოაცხადა. ნაპოლეონის მიერ გატარებული პოლიტიკით ისარგებლა პრუსიამ და საფრანგეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, ამას მოჰყვა საფრანგეთ-პრუსიის ომი, რომელშიც საფრანგეთი დამარცხდა. ბორდოში შეკრებილმა ეროვნული კრებამ პრუსიის მიერ წამოყენებული საზავო პირობები მიიღო და საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა გამოაცხადა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Смирнов А. Ю. Империя Наполеона III. — М.: Эксмо, 2003. — ISBN 5-699-03261-4.