შინაარსზე გადასვლა

საწვავის ფილტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავტომობილის საწვავის ფილტრი

საწვავის ფილტრიშიგაწვის ძრავის კვების სისტემაში საწვავის გასაწმენდი მოწყობილობა. საწვავის ფილტრის დანიშნულებაა იმ მექანიკური მინარევების გამოყოფა, რომლებსაც შეუძლიათ კარბიურატორიანი შიგაწვის ძრავებში ჟიკლიორის, დიზელებში საწვავის ტუმბოსა და ფრქვევანას გამოგნესა. ჩვეულებრივ იყენებენ უხეში და წმინდა გაწმენდის საწვავის ფილტრებს, რომლებსაც თანმიმდევრულად დგამენ საწვავის მაგისტრალზე. ზოგჯერს საწვავის ფილტრს კონსტრუქციულად აერთიანებენ სალექართან, რომელშიც საწვავი თავისუფლდება მსხვილი მყარი ნაწილაკებისა და უფრო მძიმე თხევადი მინარევებისაგან (წყალი, მძიმე ზეთები).