სერაპიონ ვაწაძე
სერაპიონ ვაწაძე | |
---|---|
სრული სახელი | სერაპიონ ნესტორის ძე ვაწაძე |
დაიბადა | 31 მარტი, 1899 |
დაბადების ადგილი | სოფ. ღვარდია, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ან თბილისი |
გარდაიცვალა | 18 მაისი, 1967 (68 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მხატვარი |
მიმდინარეობა | ფერწერა |
სერაპიონ ვაწაძე (დ. 31 მარტი, 1899, სოფ. ღვარდია ან თბილისი[1] — გ. 18 მაისი, 1967) — ქართველი მხატვარი, სცენოგრაფი, კინოს მხატვარი, ფერმწერი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ ღვარდიაში[2] 1899 წლის 19 (31) მარტს. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
1920 წლიდან მხატვრულად აფორმებდა სპექტაკლებს საქართველოს თეატრებსა და დრამატულ წრეებში. 1926–1927 წლებში იყო ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს „სახკინმრეწვში“ მხატვრად, 1939–1965 წწ. — მთავარ მხატვრად. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: „ზვავთა მხარეში“ (1931), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), „ჭირვეული მეზობლები“ (1945), „ქართული ბალეტის ოსტატები“ (1955), „ჩრდილი გზაზე“(1956), „ფატიმა“ (1958), „ოტელო“ (1960), „კეთილი ადამიანები“ (1961), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ (1965) და სხვა. შექმნა მრავალი ფერწერული ტილო (პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები). 1975 თბილისში მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.[1]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამდგმელი მხატვარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1931 — ზვავთა მხარეში (რეჟ. სიკო დოლიძე)
- 1931 — ლურსმანი ჩექმაში (რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი)
- 1932 — შაქირი (როტე ფანე) (რეჟ. ლეო ესაკია)
- 1933 — უკანასკნელი ჯვაროსნები (რეჟ. სიკო დოლიძე)
- 1935 — არშაულა (რეჟ. დავით რონდელი)
- 1936 — ფრთოსანი მღებავი (რეჟ. ლეო ესაკია)
- 1940 — მეგობრობა (რეჟ. სიკო დოლიძე)
- 1945 — ჭირვეული მეზობლები (რეჟ. შოთა მანაგაძე)
- 1955 — ქართული ბალეტის ოსტატები (ფილმი-კონცერტი. რეჟ. შოთა მანაგაძე და ვახტანგ ჭაბუკიანი)
- 1956 — ჩრდილი გზაზე (რეჟ. დავით რონდელი)
- 1958 — ფატიმა (რეჟ. სიკო დოლიძე, ვლადიმერ ვალიშვილი)
- 1960 — ოტელო (ფილმი-ბალეტი). (რეჟ. ვახტანგ ჭაბუკიანი)
- 1961 — კეთილი ადამიანები (რეჟ. შოთა მანაგაძე)
- 1965 — რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (რეჟ. მიხეილ ჭიაურელი)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერაპიონ ვაწაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სერაპიონ ვაწაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- სერაპიონ ვაწაძე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 215–216.
- ↑ ეროვნული ფილმოგრაფია
- Pages with image sizes containing extra px
- ქართველი მხატვრები
- დაბადებული 31 მარტი
- დაბადებული 1899
- გარდაცვლილი 18 მაისი
- გარდაცვლილი 1967
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები
- მხატვრები ანბანის მიხედვით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები