სიმენსი (ერთეული)
იერსახე
სიმენსი (აღნიშვნა: სიმ, S) — ელექტრული გამტარობის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. 1 სიმენსი ტოლია ისეთი გამტარის ელექტრული გამტარობისა, რომლის წინაღობა 1 ომია. სახელი ეწოდა ერნსტ სიმენსის პატივსაცემად. XIX საუკუნეში სიმენსის სახელით იყო ცნობილი ახლა ხმარებიდან გამოსული ელექტრული წინაღობის ერთეული, რომელიც ტოლია 1 მ სიგრძისა და 1 მმ² განივკვეთის ფართობის მქონე ვერცხლისწყლის სვეტის წინაღობისა 0 °C-ზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 348.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|